პარიზში, მიმდინარე კვირაში, ქართული ღვინო სამ ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი
პარიზში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ გამოფენაში „VinExpo Paris“, ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის 13 კომპანია: „თბილღვინო“, „GWS“, „მეღვინეობა შუმი“, „მეღვინეობა ხარება“, „შატო მუხრანი“, „თელიანი ველი“, „ასკანელი“, „მეღვინეობა შილდა“, „მეღვინეობა ჩელთი“, „BOLERO & COMPANY“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ქინძმარაულის ღვინის მარანი“ და „მეღვინეობა იყალთო“ მონაწილეობდა.
სამდღიან გამოფენაში მსოფლიოს 40-მდე ქვეყანა იყო წარმოდგენილი. ქართულ ღვინოს პროფესიონალები, იმპორტიორები და ექსპერტები გაეცნენ.
გამოფენის პარალელურად, პარიზის გასტრონომიისა და სტუმართმასპინძლობის მენეჯმენტის სკოლაში (Le Cordon Bleu) ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია აღნიშნული სკოლის ენოლოგიისა და ღვინის მენეჯმენტის კურისის მსმენელებისთვის გამართა. აღნიშნული კურსის მსმენელები არიან მომავალი ექსპერტები, სომელიეები, ექსპორტ-იმპორტის სპეციალისტები, ბაიერები, ღვინის მწერლები; შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათთვის ქართული ღვინის გაცნობა.
მიმდინარე კვირაში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელმა ცხრა მარანმა საკუთარი პროდუქცია პარიზში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Paris 2025“ წარმოადგინა.
„ღვინის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ღვინის მწარმოებლების მხარდაჭერას საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებებში მონაწილეობის მიმართულებით, რაც მათ ახალი სავაჭრო პარტნიორებისა და პოტენციური იმპორტიორების მოძიების შესაძლებლობას აძლევს. პარიზში, ქართული ღვინის სამ მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წარდგენა კიდევ უფრო გაზრდის ქართული ღვინის ცნობადობას ევროპის სტრატეგიულ ბაზარზე“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.