პარიზში შექმნილი ფორმულა, პრემიუმ ხარისხი და ახალი გამოცდილება - TAKO MEKVABIDZE თმის მოვლის ახალ ხაზს უშვებს
TAKO MEKVABIDZE თმის მოვლის ახალ ხაზს - TAKOMEK Hair Care უშვებს. როგორც ბრენდის დამფუძნებელმა, თაკო მექვაბიძემ, Business Insider Georgia-ს განუცხადა, ახალი პროდუქციის შექმნა მხოლოდ იდეა არ ყოფილა - ეს იყო ხანგრძლივი, სიყვარულითა და პროფესიონალიზმით სავსე პროცესი.
„ამ პროდუქციის შექმნა მხოლოდ იდეა არ ყოფილა - ეს იყო ხანგრძლივი, სიყვარულითა და პროფესიონალიზმით სავსე პროცესი.

ფორმულა შეიქმნა პარიზში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიასთან თანამშრომლობით. თითოეულ დეტალს ინგრედიენტებს, ტექსტურასა და ეფექტს განსაკუთრებული ყურადღებით ვამუშავებდით.

ფლაკონის დიზაინზე კი თითქმის 8 თვის განმავლობაში ვმუშაობდით, რადგან გვინდოდა, თითოეულ დეტალს სრულად აესახა TAKOMEK-ის ესთეტიკა, ელეგანტურობა და ხარისხი.
დღეს ჩვენი Shampoo, Conditioner & Hair Oil ტესტირების ბოლო ეტაპს გადის და უკვე ძალიან მალე, შემოდგომაზე, ოფიციალურად იქნება ხელმისაწვდომი.

ეს არის პროდუქტი, რომელიც შეიქმნა სიყვარულით, გამოცდილებითა და სურვილით, რომ თითოეულ ქალს ჰქონდეს ძლიერი, ჯანსაღი და ბზინვარე თმა.
From Paris to TAKOMEK. Created with passion, perfected with time“, - აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი.

სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
20.07.2026.17:52
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და 500 Global-ის პარტნიორობით ხორციელდება და ადრეული ეტაპის ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და გლობალურ ბაზრებზე გასვლას უწყობს ხელს.
500 Global in Eurasia-ს 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა სტარტაპებს სთავაზობს ინტენსიურ სასწავლო მოდულებს, ინდივიდუალურ მენტორინგს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან, პრაქტიკულ ცოდნასა და მხარდაჭერას ბიზნესმოდელის დახვეწისა და მასშტაბირებისთვის.
პროგრამის მონაწილეები შესაძლებლობას მიიღებენ, იმუშაონ კვალიფიციურ მენტორებთან და ინვესტორებთან, გააძლიერონ საკუთარი ბიზნესის განვითარების სტრატეგია, მოემზადონ ინვესტიციების მოსაზიდად და დაამყარონ კავშირები საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებთან.
პროგრამის დასკვნით ეტაპზე ტრადიციულად დემო დღე იმართება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები საკუთარ პროდუქტებსა და მიღწეულ პროგრესს ინვესტორებს, კორპორაციული სექტორის წარმომადგენლებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს წარუდგენენ.
500 Global in Eurasia საქართველოში 2022 წლიდან, საქართველოს ბანკის, GITA-სა და 500 Global-ის პარტნიორობის ფარგლებში იმართება. ამ დროის განმავლობაში პროგრამის ათმა ნაკადმა გაიარა აქსელერაციის პროგრამა და გადამზადდა 100-ზე მეტი დამფუძნებელი და სტარტაპის წარმომადგენელი.
მეთერთმეტე ნაკადზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 2 აგვისტომდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: