მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

PARKER GEORGIA ფართოვდება - ქართული ბრენდის სამიზნე აშშ-სა და ევროპული ქვეყნების ბაზრებია

news image
mbc image

ბრენდმა პირველი ნიმუში 2017 წელს შექმნა კლასიკური, ფერადი საზაფხულო სანდლები და ბოლომდე ამ სტილის ერთგული დარჩა.

როგორც PARKER GEORGIA-ს დამფუძნებლები მარიამ მეტრეველი და ეკატერინე ალანია Business Insider Georgia-თან ამბობენ, საწყის ეტაპზე 100 წყვილი შეიკერა, თუმცა მათზე აქტიური მოთხოვნის გამო, წარმოების გაზრდის აუცილებლობა დადგა.

„სანდლების წარმოება ხუთი წლის წინ დავიწყეთ. თავდაპირველად დარგობრივი ცოდნის ნაკლებობა გვიქმნიდა პრობლემას, თუმცა გვამოძრავებდა იდეა - შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც ქართულ ბაზარზე იმ დროისათვის არ იყო ხელმისაწდომი. ასეთი იყო სანდლები, ნატურალური მასალისგან დამზადებული ხარისხიანი და ფერადი საზაფხულო აქსესუარი, რომელიც მხოლოდ ძვირადღირებულ ბრენდებში გვხვდებოდა და საშუალო ფასი 200$-ს შეადგენდა.

დასაწყისში მხოლოდ ონლაინ, საკურიერო მომსახურებით იყო შესაძლებელი ჩვენი პროდუქციის შეძენა თუმცა მალევე გაიხსნა პარკერის პირველი შოურუმი და ბრენდი ახალ ეტაპზე გადავიდა აქტიური გაყიდვებით დროთა განმავლობაში ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად მომხმარებლების ნდობა და მოთხოვა იზრდებოდა, რამაც სხვა მოდელების შექმნისკენ გვიბიძგა.  მალე სხვადასხვა ასაკსა და სქესსზე მორგებული ფეხსაცმელების წარმოებით გაფართოვდა ბრენდი, რასაც მოთხოვნის შესაბამისად დაემატა ახალი პროდუქტები როგორიცაა წინდები და ტყავის ჩანთები.

ხარისხის გაუმჯობესების მიზნით და მიწოდების გაუმჯობესების შესაბამისად ბრენდი წარმოებას იტალიაში 2019 დან იწყებს.

„გვსურდა შეგვექმნა საუკეთესო პროდუქტი კონკრეტულად იმ მოდელის სეგმენტში რომლის გამოც წარმოება საზღვრებს გარეთ მოგვიწია. სანდლების შემთხვევაში, ამ მხრივ სირთულეს ვაწყდებოდით, რადგან შესაბამისი ტექნიკური ბაზა არ არსებობდა. ადგილზე ვერ ხერხდებოდა ხარისხის გაუმჯობესება, არ არსებული მანქანა-დანადგარების მიზეზით. თუმცა ამ პოზიტიური ინფორმაციის მიღმა არის გამოწვევებიც, რაც კომპანიის ახალგაზრდა მეწარმეებს საწყის ეტაპიდან დღემდე ხვდებათ. განსაკუთრებით კი - პანდემიამ შეაფერხა ბრენდის განვითარება და გაფართოება. სწორედ პანდემიის პერიოდში ჩაიკეტილი საზღვრების გამო, მოწოდება გართულდა. ვფიქრობ, პანდემიარომ არა, ამ ეტაპზე უფრო მრავალფეროვანი იქნებოდა ბრენდის მიერ შემოთავზებული პროდუქცია.

თუმცა მალევე მოვახდინეთ ადაპტირება ახალ გარემოებებთან და ამ ეტაპზე ვაგრძელებთ საქმიანობას. კონკრეტული მოდელები იკერება მხოლოდ იტალიაში, დანარჩენი კი საქართველოში, ადგილობრივ ბაზარზე წამოებული პროდუქტი ხელნაკეთია “- ამბობს მარიამ მეტრეველი.

რაც შეეხება ფასებს, PARKER GEORGIA-ს ბრენდის სანდლები 300-700 ლარის ფარგლებში იყიდება.

ტყავის ჩანთები ძირითადად ხელით იკერება, 100%-ით ნატურალურია და მისი ფიქსირებული ღირებულება 195 ლარს შეადგენს.

კომპანიის სამომავლო გეგმები ქართული ბრენდის ქვეშ შექმნილი მოდური ფეხსაცმლის მსოფლიოსთვისგაცნობა და სხვადასხვა წერტილში მისი ხელმისაწვდომობის გაზრდაა. სწორება, რა თქმა უნდა, ევროპისა და ამერიკის ბაზრებზეა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა