მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.9
0.0051
flag
AZN 1.5572
-0.0003
flag
CNY 38.926
0.0055
flag
EUR 3.0033
0.0007
flag
GBP 3.4853
0.0015
flag
KZT 54.56
0.0015
flag
TRY 0.0569
0
flag
USD 2.6468
-0.0005
news banner

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

news image
mbc image

აზერბაიჯანის ერთ-ერთმა წამყვანმა კერძო ბანკმა - PASHA Bank OJSC, პირველადი საჯარო განთავსება (IPO) წარმატებით განახორციელა. ფინანსურმა ინსტიტუტმა აქციები ინვესტორთა ფართო წრეს შესთავაზა და განვითარების სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.

თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო. წარმატებული IPO კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისი კაპიტალის მზარდ როლს რეგიონულ საინვესტიციო საბანკო საქმიანობაში და ადასტურებს მის შესაძლებლობას, მხარი დაუჭიროს კაპიტალის ბაზრების კომპლექსურ ტრანზაქციებს საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ტრანზაქციის ფარგლებში PASHA Bank-მა კაპიტალის 5%-ის შესაბამისი ჩვეულებრივი აქციები განათავსა, რომელიც ბაქოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. შეთავაზების მოცულობამ დაახლოებით 51.3 მილიონი აზერბაიჯანული მანათი (~30.2 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა; ტრანზაქციაში 18,000-ზე მეტმა ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა. მოთხოვნამ შეთავაზებულ მოცულობას დაახლოებით 1.3-ჯერ გადააჭარბა. შედეგად, PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანის კაპიტალის ბაზარზე ერთი-ერთი ყველაზე წარმატებული საჯარო შეთავაზებაა.

„პაშა ბანკის IPO მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც აზერბაიჯანის, ისე რეგიონის კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. ვფიქრობ, ეს ტრანზაქცია დასტურია, რომ კომპანიებს შეუძლიათ მსგავსი ტრანზაქციების განხორციელება რეგიონულ კაპიტალის ბაზრებზე. პაშა ბანკთან და ტრანზაქციაში ჩართულ სხვა მხარეებთან თითქმის ერთწლიანმა აქტიურმა მუშაობამ, შესაძლებელი გახადა ბაზრის ინტერესისა და საჭიროებების უკეთ შეფასება, რამაც ტრანზაქციის წარმატება განაპირობა.

ეს ტრანზაქცია ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის ლიდერულ პოზიციას რეგიონის საინვესტიციო ბანკებს შორის და ადასტურებს მის შესაძლებლობას, წარმატებით განახორციელოს კაპიტალის ბაზრის კომპლექსური ტრანზაქციები არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. უზბეკეთის შემდეგ, აზერბაიჯანი უკვე მეორე ბაზარია, სადაც საქმიანობა გავაფართოვეთ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონული პოზიციის გაძლიერებისა და ინვესტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით. ვამაყობთ, რომ PASHA Bank-ს მხარი დავუჭირეთ ამ რთულ პროცესში და ვულოცავთ მის გუნდს ისტორიული ტრანზაქციის წარმატებით დახურვას”, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

“ეს დღე ისტორიულია PASHA Bank-ისთვის - აზერბაიჯანის ისტორიაში კერძო ბანკის პირველი IPO წარმატებით განხორციელდა და აქციები ბაქოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. 18,000-ზე მეტი ინვესტორის ნდობის მოპოვება და შეთავაზებულ მოცულობაზე მაღალი მოთხოვნა ადასტურებს ნდობას არამხოლოდ ჩვენი ბანკის მიმართ, არამედ აზერბაიჯანის კაპიტალის ბაზრისადმი ძლიერ ინტერესსაც. მჯერა, რომ ეს ნაბიჯი წარმატებული მაგალითი გახდება ბაზრის მომავალი მონაწილეებისთვის და ქვეყანაში საინვესტიციო კულტურის განვითარებას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს”,- ჯავიდ გულიევი, PASHA Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Zuzumbo Resort & Spa-ში ინფრასტრუქტურა განახლდა - რეზორტი ახალ სეზონს გაფართოებული სერვისებით ხვდება

26.06.2026.14:00

კახეთში მდებარე Zuzumbo Resort & Spa მიმდინარე ტურისტულ სეზონს აქტიურად ხვდება. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა ლიკა პარწიკანაშვილმა განაცხადა, მოთხოვნა სტაბილურად ნარჩუნდება, ხოლო ვიზიტორთა უმრავლესობას ადგილობრივი დამსვენებლები წარმოადგენენ. მისივე თქმით, სასტუმრომ მიმდინარე სეზონისთვის ინფრასტრუქტურა განაახლა და სტუმრებს ახალი სერვისებიც შესთავაზა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

მიმდინარე სეზონისთვის სასტუმროს ნომრებს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ და ინფრასტრუქტურა განვაახლეთ. მათ შორისაა ახალი სპორტული სტადიონი და ღია ცის ქვეშ მოწყობილი სატრენაჟორო სივრცე, რომელიც მალე დაგვემატება. პარალელურად, ვაფართოებთ სარესტორნო მომსახურებას და სტუმრებს ტყის გარემოში დამატებით გასტრონომიულ სივრცეებს ვთავაზობთ.

როგორც მოგეხსენებათ, სარესტორნო მიმართულებით რამდენიმე განსხვავებული სივრცე გვაქვს და ჯამურად 300-მდე სტუმრის მიღება შეგვიძლია. რაც შეეხება კონკრეტულად ერთ ლოკაციას, ყველაზე დიდი სივრცე მაქსიმუმ 180 ადამიანზეა გათვლილი.

როგორ აფასებთ მოთხოვნას მიმდინარე სეზონზე?

ჩვენი სასტუმრო რეზორტული ტიპისაა და ვიზიტორთა შორის ადგილობრივი დამსვენებლები ჭარბობენ. ვფიქრობ, ეს ტენდენცია მხოლოდ ჩვენს ობიექტს არ ეხება და ზოგადად საქართველოს ტურიზმის სექტორში ადგილობრივი ვიზიტორების წილი კვლავ მაღალია.

კორპორატიული ღონისძიებების მიმართულებით მოთხოვნა წინა წლებთან შედარებით გარკვეულწილად შემცირებულია. დღეს კომპანიები უფრო მცირე ზომის სასტუმროებს ანიჭებენ უპირატესობას, სადაც შესაძლებელია მთელი სივრცის ექსკლუზიურად დაჯავშნა. ჩვენ ერთდროულად 220-მდე სტუმრის განთავსება შეგვიძლია, ამიტომ შედარებით მცირე ჯგუფებზე გათვლილი კორპორატიული შეკვეთების რაოდენობა ნაკლებია. მიუხედავად ამისა, მოთხოვნა სტაბილურად არის შენარჩუნებული.

ამასთან, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ინდივიდუალური სტუმრების რაოდენობა. ჩვენი ძირითადი დატვირთვა სწორედ ამ სეგმენტზე მოდის. რეკრეაციული გარემო და ბუნებასთან სიახლოვე ჩვენს ობიექტს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ოჯახური დასვენებისთვის. სწორედ ამიტომ, აქტიურად გვსტუმრობენ ოჯახები, მეგობრები და წყვილები.

როგორია Zuzumbo Resort & Spa -ს სამომავლო გეგმები?

ჩვენი მთავარი აქცენტი არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და სტუმრებისთვის კიდევ უფრო კომფორტული გარემოს შექმნაზეა გაკეთებული. მიმდინარე წლის ძირითადი საინვესტიციო პროექტები სწორედ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება.

Zuzumbo Resort & Spa კახეთში, თელავის ისტორიულ უბან ზუზუმბოზე მდებარეობს. 6 ჰექტარ ფიჭვნარში გაშენებული კომპლექსი დედაქალაქიდან მხოლოდ საათ-ნახევრის სავალზეა და სტუმრებს კავკასიონის, ცივ-გომბორის, ალაზნის ველისა და თელავის შთამბეჭდავი პანორამული ხედებს სთავაზობს ბუნების გარემოცვაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა