პაშა ბანკის ორგანიზებით თბილისში საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი გაიმართა
პაშა ბანკმა და პაშა ჰოლდინგმა თბილისში პარტნიორებთან ერთად მაღალი დონის ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა. EY-სთან, VISA-სთან და SOCAR-თან პარტნიორობით გამართულ ფორუმზე საქართველოსა და აზერმაიჯანის სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერები შეიკრიბნენ. მონაწილეებმა იმსჯელეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, სტრატეგიული ინვესტიციების მხარდაჭერასა და ახალი შესაძლებლობების წარმოჩენაზე სხვადასხვა სექტორში.

ფორუმი გახსნეს პაშა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა, რამილ იმამოვმა, და პაშა ჰოლდინგის გენერალური დირექტორის მოადგილემ, დაიანათ სადულაევმა. მათთან ერთად მონაწილეებს მიმართეს SOCAR Energy Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა, EY საქართველოსა და EY აზერბაიჯანის და ხელმძღვანელმა პირებმა.

პაშა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა, რამილ იმამოვმა, რეგიონში ბიზნესის მზარდ პოტენციალზე ისაუბრა: „დღევანდელმა დისკუსიებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მაღალი ინტერესი ქვეყნებს შორის ინვესტიციებზე, ასევე პარტნიორობებზე, რომლებიც ქმნიან გრძელვადიან კომერციულ ღირებულებას. პაშა ბანკი საქართველო მზად არის მხარი დაუჭიროს იმ ბიზნესებს, რომლებიც ორივე ბაზარზე გაფართოებას გეგმავენ.“

პაშა ჰოლდინგის გენერალური დირექტორის მოადგილემ, დაიანათ სადულაევმა, ისაუბრა საქართველოში სტრატეგიული ინვესტიციების მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობის განსაკუთრებული როლზე: „პაშა ჰოლდინგისთვის საქართველო უბრალოდ ერთ-ერთი ბაზარი არ არის, ის არის სტრატეგიული მეზობელი, პარტნიორი და მეგობარი. ჩვენი გამოცდილება ცხადყოფს, რომ სწორი ხედვისა და თანამშრომლობის პირობებში ორივე ქვეყანას ერთობლივი წარმატებისთვის უზარმაზარი პოტენციალი აქვს.”
პაშა ბანკის ბიზნეს ფორუმის პროგრამა მოიცავდა:
ორივე პანელი ფოკუსირებული იყო პრაქტიკულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე და ბაზრებს შორის თანამშრომლობაზე.
ფორუმი დასრულდა არაფორმალური ვახშმით, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულ და აზერბაიჯანულ კომპანიებს შორის ახალი ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
პაშა ბანკი საქართველოს შესახებ
პაშა ბანკი საქართველოში 13 წელია ოპერირებს და ბიზნესებს კორპორატიული საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. იგი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აზერბაიჯანული ჰოლდინგის - პაშა ჰოლდინგის წევრია. პაშა ბანკი წარმოდგენილია სამ ქვეყანაში - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. რეგიონში მოღვაწე ბიზნესებისთვის ბანკი მნიშვნელოვანი და ძლიერი ფინანსური პარტნიორია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.