მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Peek-A-Boo გაფართოებას და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს

news image
mbc image

Peek-A-Boo საბავშვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი ბრენდია, რომლის ისტორიაც 2021 წლიდან იწყება. Business Insider Georgia -თან საუბარში დამფუძნებელი ანა კატუკია აღნიშნავს, რომ ყველაფერს თავად აწარმოებენ. პროდუქცია გამორჩეული და დასამახსოვრებელია.

„2021 წელს, აპრილის თვეში დავიწყეთ ფუნქციონირება. ვაწარმოებთ ბავშვის ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. თავდაპირველად, საკუთარი სამკერვალო არ გვქონდა და კერძო მკერავს ვაძლევდით შეკვეთას უშუალოდ, ჩემი დიზაინით და კერძო მკერავი ამზადებდა.  დაახლოებით, 2 წლის წინ „აწარმოე საქართველოს“ გრანტი მოვიპოვეთ და გრანტის მეშვეობით, საკუთარი სამკერვალო გავხსენით. დღესდღეობით, სამკერვალო გვაქვს, მკერავები გვყავს და ჩვენი რესურსით ვაწარმოებთ ყველაფერს. დაწყებული ქსოვილების შესყიდვიდან სხვა დანარჩენით დასრულებული “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ანა კატუკია.

„გვაქვს ტანსაცმელები, როგორც ნაკრებები რამდენიმე ერთად და ასევე, ცალ-ცალკე მაისურები, კაბები, ასევე ფეხსაცმელებიც. ასაკობრივ ზღვარს რაც შეეხება,  0 თვიდან ვამზადებთ 10-12 წლამდე, მაგრამ ძირითადი შეკვეთები 0 თვიდან 5 წლამდე გვაქვს “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ანა კატუკია.

კომპანიის ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა განსხვავებული სტილი და დიზაინია.

„მგონია რომ თვითონ სტილი საკმაოდ განსხვავებული და გამორჩეული გვაქვს. ასევე, მაქსიმალურად ვცდილობთ მომხმარებელზე ვიყოთ მორგებული. დეტალების ცვლილების, ფერის ცვლილების სურვილი თუ აქვთ ყოველთვის ვითვალისწინებთ და ინდივიდუალურადაც ვემსახურებით, რაც საკმაოდ ხელსაყრელია. საფასო კატეგორიაც კონკურენტებთან შედარებით ხელმისაწვდომია იმ პროდუქტისა და ხარისხის გათვალისწინებით, რასაც ვთავაზობთ “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ანა კატუკია.

ბრენდი უმეტესად ონლაინ მუშაობს, თუმცა მომხმარებელს შეუძლია ადგილზეც ესტუმროს შოურუმს და შეიძინოს სასურველი პროდუქცია.

„ძირითადად, 90% ონლაინ ვმუშაობთ, არის შოურმუშიც ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილი, მაგრამ უმეტესად, მაინც ონლაინ ვართ. შოურუმი, საბურთალოზე, დავით გამრეკელის ქუჩაზეა, სადაც რამდენიმე ქართული ბრენდის პროდუქციაერთად არის წარმოდგენილი და ერთ-ერთი არის ჩვენი. ვამუშავებთ ETSY-ის პლატფორმასაც. რამდენიმე შეკვეთა გვქონდა კიდეც. სწორედ ამიტომ, უფრო მეტად ვგეგმავთ გააქტიურებას. არის შემთხვევები, როდესაც საქართველოში მცხოვრები უცხოელებიც უკვეთავენ“, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი ანა კატუკია.

Peek-A-Boo  სამომავლოდ, გეგმავს გაფართოებას, როგორც ასორტიმენტის, ასევე სივრცის თვალსაზრისით.

„დაახლოებით 2-3 წლიან გეგმაში და პერსპექტივაში გვაქვს რომ თვითონ სამკერვალოც გავაფართოვოთ, უფრო დიდ სივრცეში გადავიდეთ, მერე ჩვენი სტუდიაც გავაკეთოთ ადგილზე და სხვა მიმართულებაც დავამატოთ ბავშვის ტანსაცმლის თუნდაც ან შეიძლება უფროსებისაც კი. გამოფენებში ვიღებდით მონაწილეობას. ერთხელ პარიზში ვიყავით, ერთხელ იტალიაში „აწარმოე საქართველოს“  მხარდაჭრით. წელს არ გვაქვს დაგეგმილი, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად კიდევ ჩავერთვებით ამ პროცესებში და აღნიშნული მიმართულებითაც ვეცდებით, რომ უფრო აქტიურები ვიყოთ “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ანა კატუკია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა