მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

„პეივ ბანკი“ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპების Sifted 100: DACH & CEE-ის წლევანდელ რეიტინგში საქართველოს სახელით მეოთხე პოზიციაზე დასახელდა

news image
mbc image

თბილისი, საქართველო, 2026 წლის 9 სექტემბერი - საქართველოში მოქმედი ციფრული ბანკი „პეივ ბანკი" ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპების წლევანდელ რეიტინგში, Sifted 100: DACH & CEE, მეოთხე პოზიციაზე დასახელდა და საქართველო რეგიონის ყველაზე სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის წარმოაჩინა.

რეიტინგი გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის (DACH) და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვან, სწრაფად მზარდ სტარტაპებს აერთიანებს. წლევანდელ რეიტინგში 26 ქვეყნის 100 სტარტაპია წარმოდგენილი.

რეიტინგი ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ მოზიდული კაპიტალის მოცულობაზე, არამედ კომპანიის შემოსავალსა და რეალურ ბიზნესზრდაზე. ძირითადი მაჩვენებელია შემოსავლის ზრდა, ასევე ზრდის სხვა ინდიკატორები - კლიენტების რაოდენობიდან აქტივებისა და ოპერაციების მოცულობამდე.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ პრესტიჟულ საერთაშორისო რეიტინგში საქართველო წარმოვადგინეთ და რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სტარტაპად დავსახელდით. ეს აღიარება ასახავს არა მხოლოდ იმას, თუ სად ვართ დღეს, არამედ იმ პროგრესსაც, რომელსაც ოპერირების ბოლო 18 თვის განმავლობაში მივაღწიეთ - თვიდან თვემდე ყველა მაჩვენებლით ვიზრდებით. „პეივ ბანკის" გუნდი დაუღალავად შრომობს, რომ კლიენტებს საუკეთესო პროდუქტები და სერვისები შევთავაზოთ და ყველაფერი 24/7 რეჟიმში მუშაობდეს - ისე, როგორც ეს გლობალურ კომერციას სჭირდება. სწორედ ამ ხელშესახებმა პროგრესმა განაპირობა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ციფრული ბანკი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სტარტაპ რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე დასახელდა", - აღნიშნავს სალიმ დჰანანი, „პეივ ბანკის" თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ოპერირების დაწყების პირველივე დღიდან „პეივ ბანკის" სტრატეგია შემოსავლების ზრდაზე ფოკუსსა და მდგრად, ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ოპერაციულ მოდელს აერთიანებს.

გასულ წელს „პეივ ბანკმა" 39 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა წამყვანი გლობალური ინვესტორებისგან, რომელთა შორის არიან Accel Partners, Tether Investments, Quona Capital, Wintermute, Helios Digital Ventures, Financial Technology Partners, Yolo Investments, Kazea Capital და GC&H Investments.

ინვესტიცია „პეივ ბანკის" კორპორატიული და ინსტიტუციური ბანკინგის მიმართულების გაფართოებას ემსახურება, რომელიც ტრადიციულ ფინანსურ სერვისებსა და რეგულირებულ ციფრულ აქტივებს აერთიანებს.

„ჩვენთვის სწრაფი ზრდა ციფრებზე ბევრად მეტია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ზრდა კლიენტების რეალურ საჭიროებებს, ნდობასა და გრძელვადიან ღირებულებას ეფუძნებოდეს. ვამაყობთ, რომ იმ კომპანიებს შორის ვართ, რომლებიც DACH-ისა და CEE-ის ტექნოლოგიური სექტორის შემდეგ თავს წერენ. Sifted 100-ის ხუთეულში, როგორც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპის დასახელება, „პეივ ბანკის" გუნდის დამსახურებაა და დამატებით მოტივაციას გვაძლევს, რომ ამ გზას გავყვეთ და ახალი თაობის გლობალური ბანკი ავაშენოთ", - აღნიშნავს სალიმ დჰანანი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers’ Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია

09.09.2026.14:57

საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიკაციის საბჭოს (GeoSTQB) ორგანიზებით, წლის მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიება -Testers' Day 2026 გაიმართა.

Testers' Day 2026-მა ერთ სივრცეში გააერთიანა ყველა, ვინც გლობალური და ადგილობრივი ტექნოლოგიების მომავალს ქმნის. ღონისძიება ტრადიციულად აერთიანებს QA ინჟინრებს და ტექ-ლიდერებს. წლევანდელი კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი სიახლე Safety by Design (SbD) პრინციპების წარდგენა გახლდათ.

„ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, წელსაც შეუერთდა Testers’ International Day-სა და Testing Cup-ს, როგორც ღონისძიების სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ პროფესიული გარემოს მხარდაჭერა, რომელიც საქართველოში ტექნოლოგიური სფეროს განვითარებასა და ცოდნის გაზიარებას უწყობს ხელს. ლიბერთის ტექნოლოგიურ გუნდში დღეს დაახლოებით 60 ტესტერი მუშაობს და სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ როგორც ჩვენი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, ისე QA პროფესიული community-ის გაძლიერებას. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას და თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების დამკვიდრებას. ამასთანავე, აძლიერებს ბანკის, როგორც ტექნოლოგიური მიმართულებით მსხვილი დამსაქმებლის პოზიციონირებას", -ავთანდილ ყავრელიშვილი, ლიბერთის IT დირექტორის მოადგილე.

ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ:

2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. იგი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელით არის წარმოდგენილი: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 6 თვის წმინდა მოგებამ 127 მილიონი ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა