პერსონალიზებული სერვისები და ახალი შესაძლებლობები - რას სთავაზობს Click Tour მომხმარებელს და როგორია კომპანიის განვითარების გეგმები
Click Tour ტურისტულ ბაზარზე გამყვან ტურიზმზეა ორიენტირებული და მომხმარებლებს მოგზაურობის სრულ სერვისს სთავაზობს. კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს Click Tour-ის დამფუძნებელი პარტნიორი მაკა ყუბუსიძე ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
Click Tour არის ტურისტული სააგენტო, რომელიც ძირითადად გამყვან ტურიზმზე მუშაობს და მომხმარებელს მოგზაურობის სრულ სერვისს სთავაზობს - ავიაბილეთებს ნებისმიერი მიმართულებით, სასტუმროების დაჯავშნას, ტრანსფერებს, სამოგზაურო დაზღვევას და სხვა თანმდევ მომსახურებებს.
ჩვენი მთავარი განსხვავება არის პერსონალიზებული მიდგომა და 24/7 კონსიერჟ მომსახურება. ჩვენთვის მომსახურება არ სრულდება ავიაბილეთის ან სასტუმროს დაჯავშნით - მომხმარებლის გვერდით ვართ მოგზაურობის დაგეგმვის ეტაპიდან მის დასრულებამდე. თუ გზაში იცვლება ფრენა, საჭიროა ჯავშნის კორექტირება, ტრანსფერის ორგანიზება ან წარმოიქმნება სხვა გაუთვალისწინებელი საჭიროება, მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეს და მიიღოს ოპერატიული დახმარება.
შეგნებულად არ ვირჩევთ მასობრივ რითეილზე ორიენტირებულ მოდელს. ჩვენი პრიორიტეტია მომსახურების ხარისხის შენარჩუნება და თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალური ყურადღების დათმობა.
როგორია მოთხოვნა ტურისტულ მომსახურებებზე ამ ეტაპზე და რა ტენდენციებს ხედავთ მომხმარებლის არჩევანში?
მოგზაურობაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, თუმცა მომხმარებლის ქცევა და მოლოდინები იცვლება. დღეს მხოლოდ კარგი ფასის შეთავაზება აღარ არის საკმარისი - სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება დროის დაზოგვა, მოქნილობა, სანდოობა და ის, რომ მოგზაურს საჭიროების შემთხვევაში ჰყავდეს კონკრეტული ადამიანი, რომელსაც დახმარებისთვის მიმართავს.
ასევე ვხედავთ, რომ მომხმარებელი უფრო ინფორმირებული და მომთხოვნი გახდა. ხშირად თავადაც აქვს მოძიებული ინფორმაცია სასტუმროების, ფრენებისა თუ კონკრეტული მიმართულებების შესახებ, ამიტომ სააგენტოსგან უკვე დამატებით ღირებულებას ელის - სწორ რეკომენდაციას, დეტალებზე ზრუნვას, ალტერნატივების სწრაფად შეთავაზებას და პრობლემური სიტუაციების ეფექტიან მართვას.
სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 24/7 კონსიერჟ მომსახურება. თანამედროვე მოგზაურობაში კომფორტი მხოლოდ კარგი სასტუმრო აღარ არის - კომფორტია ისიც, რომ უცხო ქვეყანაში ან აეროპორტში წარმოქმნილი პრობლემის დროს იცი, ვის დაუკავშირდე.
რომელი მიმართულებები და ტურისტული პროდუქტებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი?
მოთხოვნა საკმაოდ მრავალფეროვანია და სეზონზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. განსაკუთრებით აქტუალურია ევროპის ქალაქები მოკლე, რამდენიმე დღიანი მოგზაურობებისთვის, ასევე საზღვაო და საკურორტო მიმართულებები დასვენებისთვის.
ამასთან, მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ეძებენ არა უბრალოდ კონკრეტულ ქვეყანას ან სასტუმროს, არამედ სრულად ორგანიზებულ მოგზაურობას. შესაბამისად, მოთხოვნადია კომპლექსური მომსახურება - ოპტიმალური ავიამარშრუტის შერჩევა, სასტუმრო, ინდივიდუალური ტრანსფერი, დაზღვევა და ადგილზე საჭირო დამატებითი სერვისები.
ჩვენი დაკვირვებით, იზრდება მოთხოვნა უფრო ინდივიდუალურ და ხარისხიან მოგზაურობებზეც. მომხმარებელს სურს ნაკლები დრო დახარჯოს ტექნიკურ დეტალებზე და მეტი - თავად მოგზაურობის გამოცდილებაზე.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების მთავარი მიმართულებები?
Click Tour-ის განვითარების მთავარი მიმართულება ხარისხის ზრდაა და არა უბრალოდ მომხმარებელთა რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდა. გვინდა შევინარჩუნოთ ის მოდელი, რომლის ფარგლებშიც თითოეულ მომხმარებელს ვთავაზობთ პერსონალიზებულ მომსახურებას, მოქნილობას და რეალურ 24/7 მხარდაჭერას.
ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ისიც, რომ ჩვენი ჰოლდინგი ტურისტულ მიმართულებასთან ერთად ფლობს ღონისძიებების მართვის კომპანია Click Events-ს. ეს ორი მიმართულება ერთმანეთთან ბუნებრივად არის დაკავშირებული და გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებელს ერთ სივრცეში შევთავაზოთ როგორც მოგზაურობის სრული ორგანიზება, ისე ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება საზღვარგარეთ.

ეს განსაკუთრებით კომფორტულია კორპორაციული ღონისძიებების, საერთაშორისო კონფერენციების, კომპანიის გასვლითი შეხვედრების, ქორწილების, კერძო ღონისძიებებისა და სხვა სპეციალური პროექტების შემთხვევაში. ჩვენი გუნდი ერთდროულად უზრუნველყოფს ავიაბილეთებს, სასტუმროებს, ტრანსფერებს, დაზღვევას და სხვა ტურისტულ სერვისებს, ხოლო Click Events იღებს პასუხისმგებლობას უშუალოდ ღონისძიების დაგეგმვასა და ორგანიზებაზე.
სამომავლოდ სწორედ ამ სინერგიის კიდევ უფრო განვითარება გვინდა - გავაფართოოთ საერთაშორისო პარტნიორების ქსელი, დავამატოთ ახალი მიმართულებები და მომხმარებელს შევთავაზოთ უფრო კომპლექსური მომსახურება, სადაც მოგზაურობისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის სხვადასხვა კომპანიასთან კომუნიკაცია აღარ დასჭირდება.
ჩვენი მიზანია, Click Tour და Click Events ერთად იქცეს სანდო პარტნიორად მათთვის, ვისაც სურს მოგზაურობისა და ღონისძიების ორგანიზების სრული პროცესი ერთ გუნდს ანდოს - იდეიდან საბოლოო განხორციელებამდე.
სხვა სიახლეები
იანვარ-ივლისში საქართველომ 1 430.7 ტონა ავოკადო იყიდა
15.09.2026.13:00
საქართველოში ავოკადოს იმპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 3 849.9 ათასი დოლარის ღირებულების 1 430.7 ტონა ავოკადოს იმპორტი განახორციელა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტის მოცულობა 1 123.3 ტონას შეადგენდა. შესაბამისად, წელს ქვეყანაში ავოკადოს იმპორტი 27.37%-ით გაიზარდა.
მიმდინარე სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წელს საქართველოში იმპორტირებული ავოკადოს 57% ნიდერლანდებიდან შემოვიდა.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ავოკადოს ყიდულობს:
• ნიდერლანდები- 814.6 ტონა;
• თურქეთი - 492.9 ტონა;
• ისრაელი - 56.4 ტონა;
• ლიბანი - 40.9ტონა;
• კენია - 20.8 ტონა.