მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.1
-0.0029
flag
AZN 1.527
-0.0002
flag
CNY 38.917
0.0026
flag
EUR 2.9145
-0.0053
flag
GBP 3.4935
-0.0056
flag
KZT 57.64
0.0022
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5955
-0.0003
news banner

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

news image
mbc image

თიბისი კონცეპტმა და თიბისი Wealth Management-მა საერთაშორისო გამოცემა The Banker-ისა და PWM-ის მიერ ორგანიზებულ Global Private Banking Awards 2026-ზე ინოვაციების მიმართულებით საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდო მიიღეს.

ჯილდო თიბისის ინოვაციურ მიდგომას აღიარებს, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე და პერსონალიზებული საბანკო გამოცდილების შექმნაა. ეს მიდგომა გულისხმობს არა მხოლოდ ახალი პროდუქტებისა და ციფრული სერვისების განვითარებას, არამედ ისეთი შესაძლებლობების შეთავაზებას, რომლებიც მომხმარებლებს ფინანსების მართვას, ინვესტირებასა და მოგზაურობას უმარტივებს.

ამ მიდგომის ერთ-ერთი მაგალითია Turkish Airlines-თან და Visa-სთან პარტნიორობით შექმნილი Miles&Smiles სამოგზაურო ბარათი. ის მომხმარებლებს მილების დაგროვებისა და განსაკუთრებული სამოგზაურო უპირატესობებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. მობაილბანკში ინტეგრირებული სპეციალური სივრცე კი მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეთავაზებებსა და სერვისებზე წვდომას ამარტივებს.

თიბისი ინოვაციებს საინვესტიციო მიმართულებითაც ავითარებს. განახლებული TBC Capital Trader მომხმარებლებს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებსა და მრავალფეროვან საინვესტიციო ინსტრუმენტებზე წვდომას სთავაზობს, რაც მათ საინვესტიციო შესაძლებლობების უფრო ფართო არჩევანს აძლევს.

"თიბისი კონცეპტისა და თიბისი Wealth Management-ის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ინოვაციურობა, რაც ჩვენი მომხმარებლებისთვის ითარგმნება უფრო მარტივ და კომფორტულ საბანკო მომსახურებაში და მათზე მორგებულ პროდუქტებსა თუ შეთავაზებებში" - გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მაღალშემოსავლიანი სეგმენტის და დაგროვილი კაპიტალის მართვის დირექტორი.

თიბისი კონცეპტი და თიბისი Wealth Management-ი აგრძელებენ ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას, რათა მომხმარებლებს შესთავაზონ არა მხოლოდ საბანკო მომსახურება, არამედ მათი ცხოვრების სტილსა და ფინანსურ მიზნებზე მორგებული, გამორჩეული გამოცდილება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მოლოდინით, საქართველოს ეროვნული ბანკი ზომიერად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეინარჩუნებს - Galt & Taggart

06.11.2026.14:00

Galt & Taggart-ი თვის განახლებულ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშში განხილულია არსებული ტენდენციები, პროგნოზები და სამომავლო პერსპექტივები.

,,საქართველო კვლავ რჩება რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 7.2%-ით, ხოლო 2027 წელს 5.7%-ით გაიზრდება.

ფონდის შეფასებით, 2028–2031 წლებში საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო წლიური ზრდა 5.0%-ს შეადგენს", - აღნიშნულია ანგარიშში. რაც შეეხება პროგნოზების ნაწილს, Galt & Taggart-ის კონტექსტში შემდეგია: საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი - 7.5%-ს 2026 წლისთვის და 6.0%-ს 2027 წლისთვის.

ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2027 წლის ბოლომდე სტაბილურობას შეინარჩუნებს.

2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა