პერუს ახალი პორტი და საინვესტიციო პოტენციალი იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და პერუს ელჩის შეხვედრის მთავარი საკითხი
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველოში პერუს რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ეკონომიკურ და ბიზნეს ურთიერთობებს, ექსპორტ-იმპორტისა და ინვესტიციების პოტენციალს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდა პერუს საპატიო კონსული საქართველოში მიხეილ ჭკუასელი.
შეხვედრის ფარგლებში, პერუს ელჩმა კესარ დე ლას კასასმა ისაუბრა პერუს ახალ უმსხვილესს პორტზე, რომელიც დააკავშირებს სამხრეთ ამერიკასა და აზიას, რაც თავის მხრივ ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ჩვენს რეგიონთან სავაჭრო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.
საუბარი, ასევე, შეეხო ტრანსპორტსა და ლოგისტიკას, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის საკითხებს, ასევე პერუში არსებულ ბიზნეს საქმიანობის მხარდამჭერ სქემებსა და მექანიზმებს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თავის მხრივ, ისაუბრა ასოციაციის და მისი წევრი კომპანიების საქმიანობის სპეციფიკასა და თანამშრომლობის შესაძლო სექტორებზე.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და საინვესტიციო პოტენციალის კვლევა. ასეთი შეხვედრები გვაძლევს საშუალებას მეტი ინფორმაციის მოძიებისა და პირდაპირი კომუნიკაციის დამყარების, რასაც ჩვენ მიზნობრივად ვუზიარებთ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.