მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7209.7
-0.0024
flag
AZN 1.5636
-0.0003
flag
CNY 39.299
0.0076
flag
EUR 3.0768
0.0122
flag
GBP 3.5658
0.0144
flag
KZT 54.34
-0.0005
flag
TRY 0.0574
-0.0002
flag
USD 2.6577
-0.0009
news banner

Petit Bateau ბათუმში ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს

news image
mbc image

Petit Bateau ფრანგული პრემიუმ ბრენდია, რომელიც საქართველოში 2023 წლის ნოემბრიდან არის წარმოდგენილი. ბრენდი მომხმარებელს ხარისხიან, კომფორტულ და ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი მიდგომით შექმნილ პროდუქციას სთავაზობს. კომპანია ბათუმში ახალი ფილიალის გახსნას, ონლაინ მიმართულების განვითარებასა და ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. დეტალებზე Business Insider Georgia Petit Bateau Georgia-ს წარმომადგენლებს - გვანცა გამეზარადაშვილს, სალომე ჟორჟოლიანსა და ნათია კალანდაძეს ესაუბრა.

რა სიახლეები გაქვთ ამ ეტაპზე კომპანიაში - თუ დაემატა ახალი კოლექციები, სერვისები ან მიმართულებები?

ამ ეტაპზე Petit Bateau Georgia აქტიურად ავითარებს თავის ასორტიმენტს და მომხმარებელს სთავაზობს ბრენდის უახლეს სეზონურ კოლექციებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი მიდგომით შექმნილ პროდუქციას, რაც Petit Bateau-ს ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ბრენდში კრეატიული დირექტორის ცვლილებაა. ახალი შემოქმედებითი ხედვა ეტაპობრივად აისახება როგორც მიმდინარე, ისე მომავალ კოლექციებში, სადაც ბრენდის ისტორიული ღირებულებები, ფრანგული ელეგანტურობა და ხარისხი თანამედროვე დიზაინთან და ახალი თაობის საჭიროებებთან იქნება შერწყმული. მომხმარებლებს უახლოეს სეზონებში ელოდებათ განახლებული დეტალები, ფერების ახალი ინტერპრეტაციები და თანამედროვე აქცენტები, რომლებიც Petit Bateau-ს ავთენტურ იდენტობას კიდევ უფრო გამოკვეთს. ასევე, ახლახან განვაახლეთ ჩვენი მაღაზიის სივრცე City Mall Saburtalo-ში და გადავინაცვლეთ პირველ სართულზე, ახალ, უფრო კომფორტულ და ფართო ლოკაციაზე, რაც მომხმარებლებს კიდევ უფრო სასიამოვნო შოპინგ გამოცდილებას სთავაზობს.

როგორია მოთხოვნა პრემიუმ საბავშვო ტანსაცმელზე საქართველოში მიმდინარე სეზონზე და რა ტენდენციებს ხედავთ მომხმარებლის ქცევაში?

მიმდინარე სეზონზე პრემიუმ საბავშვო ტანსაცმელზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. მომხმარებლები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ხარისხს, კომფორტს, პროდუქტის გამძლეობასა და პრაქტიკულობას. ასევე, იზრდება ინტერესი კლასიკური და მრავალფუნქციური დიზაინის მიმართ, რომელიც ბავშვებს ყოველდღიურ კომფორტთან ერთად დახვეწილ სტილსაც სთავაზობს. მნიშვნელოვანი ტენდენციაა ცნობიერი მოხმარების ზრდაც - მშობლები უფრო ხშირად ირჩევენ ხარისხიან, გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა, ორგანული ბამბის პროდუქციას, რომელსაც ხანგრძლივი გამოყენების პოტენციალი აქვს.

ონლაინ გაყიდვები და e-commerce მოდელი რითეილ სექტორში სულ უფრო აქტუალურია - როგორ ვითარდება ეს მიმართულება თქვენი ბრენდისთვის?

ციფრული არხები თანამედროვე რითეილის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენთვის ონლაინ მიმართულება განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან მომხმარებლები სულ უფრო მეტად აფასებენ სწრაფ, მარტივ და კომფორტულ შოპინგ გამოცდილებას. ამჟამად, აქტიურად ვმუშაობთ ონლაინ მაღაზიის შექმნაზე და თვის ბოლომდე ვგეგმავთ ვებგვერდის სრულად ამოქმედებას. პარალელურად, ვავითარებთ ციფრულ პლატფორმებსა და მომხმარებელთა მომსახურების არხებს, რათა შევთავაზოთ მაქსიმალურად მოსახერხებელი და თანამედროვე სერვისი. ვებგვერდის ამოქმედებამდე კი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ჩვენი სოციალური მედიის არხების მეშვეობით.

როგორია Petit Bateau Georgia-ს განვითარების გეგმები უახლოესი პერიოდისთვის და რა მიმართულებებზე აპირებთ ფოკუსირებას?

უახლოეს პერიოდში ჩვენი მთავარი მიზანია ბრენდის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება ქართულ ბაზარზე. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ბათუმში ახალი ფილიალის გახსნას, რაც Petit Bateau-ს ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას, ასორტიმენტის გაფართოებასა და ციფრული არხების განვითარებას. ჩვენი მიზანია, Petit Bateau დარჩეს ოჯახებისთვის ხარისხის, ნდობის, კომფორტისა და ფრანგული ელეგანტურობის სიმბოლოდ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სატრანსპორტო ინდუსტრიის მხარდამჭერი გადაწყვეტილებები Magnus Insurance Brokers-ისგან

15.06.2026.12:00

2026 წლიდან სატრანსპორტო სექტორში საერთაშორისო გადაადგილებასთან დაკავშირებული სადაზღვევო მოთხოვნები კიდევ უფრო აქტუალური ხდება. Green Card-ის, ტვირთების დაზღვევისა და გადამზიდავის პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიები მზარდ საჭიროებებს აწყდებიან, რაც სექტორში კომპლექსური და ერთიანი სადაზღვევო გადაწყვეტილებების მნიშვნელობას ზრდის. აღნიშნულ საკითხებზე Business Insider Georgia Magnus Insurance Broker
-ის აღმასრულებელ დირექტორს, მაია კახიანს ესაუბრა.

Magnus Insurance Brokers უკვე მრავალი წელია სატრანსპორტო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს - რას სთავაზობთ დღეს მომხმარებლებს?

Magnus Insurance Brokers უკვე წლებია მუშაობს სატრანსპორტო კომპანიებთან და მათ სთავაზობს სადაზღვევო მომსახურებების ფართო სპექტრს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სავალდებულო პროდუქტი არის Green Card - საერთაშორისო საავტომობილო დაზღვევა, რომელიც უზრუნველყოფს მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაფარვას საზღვარგარეთ გადაადგილებისას.

ჩვენი მიზანია, სატრანსპორტო კომპანიებმა ერთ სივრცეში მიიღონ მათთვის საჭირო სადაზღვევო გადაწყვეტილებები და შეძლონ საქმიანობის უსაფრთხოდ და შეუფერხებლად განხორციელება.

ასევე, აღნიშნული სეგმენტისთვის აქტუალური დაზღვევის სახეობებია გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევა, ტვირთების დაზღვევა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა და სხვა.

რატომ არის Green Card ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გადაზიდვებისთვის?

Green Card საერთაშორისო გადაადგილების აუცილებელი და სავალდებულო კომპონენტია. იგი მოქმედებს მრავალ ქვეყანაში და უზრუნველყოფს ფინანსურ დაცვას იმ შემთხვევებში, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირს მიადგება ზიანი.

საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევა შესაძლოა მნიშვნელოვან ფინანსურ რისკებთან იყოს დაკავშირებული, ამიტომ Green Card წარმოადგენს როგორც სამართლებრივ მოთხოვნას, ასევე ეფექტურ ინსტრუმენტს რისკების მართვისთვის. 

დღეს, სატრანსპორტო სექტორი სულ უფრო მეტ კომპლექსურ მომსახურებას საჭიროებს - როგორ პასუხობთ ამ მოთხოვნას?

ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულება არის სადაზღვევო საბროკერო მომსახურება. ამასთანავე, ყოველდღიური კომუნიკაციის პროცესში ხშირად ვიღებთ მომხმარებლებისგან კითხვებს საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სერვისზე.

სწორედ ამიტომ, მომხმარებლების ინფორმირების მიზნით, მათ ვაცნობთ იმ შესაძლებლობების შესახებაც, რომლებსაც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები სთავაზობენ ბაზარს. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა T1 დეკლარაციასთან დაკავშირებული მომსახურება, რომელსაც უშუალოდ ახორციელებენ ჩვენი პარტნიორი კომპანიები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Magnus Insurance Brokers არ ახორციელებს T1 დეკლარაციის გაფორმებას და არ არის აღნიშნული მომსახურების მიმწოდებელი. ჩვენი როლი შემოიფარგლება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებითა და მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, პარტნიორ კომპანიებთან დაკავშირების ხელშეწყობით.

რას წარმოადგენს T1 დეკლარაცია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

T1 დეკლარაცია წარმოადგენს საერთაშორისო საბაჟო-საგარანტიო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ტვირთის ტრანზიტის პროცესში. აღნიშნული მექანიზმი საშუალებას იძლევა, ტვირთი გადაადგილდეს საბაჟო ტერიტორიებზე შესაბამისი პროცედურების დაცვით საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.

ეს არის საერთაშორისო ლოგისტიკის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროცესების ეფექტიან ორგანიზებას.

რა ფილოსოფია უდევს საფუძვლად კომპანიის განვითარებას?

ჩვენი კომპანიის დაარსების დღიდან მთავარი პრინციპი უცვლელია - მომხმარებელს შევთავაზოთ პროფესიონალური, გამჭვირვალე და ხარისხიანი სადაზღვევო მომსახურება. ამიტომაც ჩვენ შევქმენით ადგილი, ე.წ სადაზღვევო მარკეტი, სადაც მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის პროდუქტები.

წლებია ვცდილობთ, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ მათთვის საჭირო სადაზღვევო კონსულტაცია და მომსახურება, რაც პირველ რიგში დაზოგავს მათ დროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ურთიერთობები, ნდობა და თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება.

რა არის თქვენი მთავარი მიზანი უახლოეს მომავალში?

ჩვენი მიზანია ვიყოთ ყველა სეგმენტისთვის და რა თქმა უნდა სატრანსპორტო სექტორისთვისაც საიმედო პარტნიორი სადაზღვევო მიმართულებით, შევთავაზოთ მომხმარებლებს თანამედროვე, მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებები.

გვინდა, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის დაზღვევის პროცესი იყოს მაქსიმალურად მარტივი, გამჭვირვალე და ეფექტური, რაც მათ საშუალებას მისცემს მეტი ყურადღება დაუთმონ საკუთარი ბიზნესის განვითარებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა