Petite Ellie - ევროპული პრემიუმ ბრენდები და ხარისხიანი საბავშვო პროდუქცია ერთ სივრცეში
Petite Ellie საქართველოში ბუნებრივი და ეკომეგობრული საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ევროპულ ბრენდებს აერთიანებს. კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს Petite Ellie-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სალომე კერესელიძე ესაუბრა.
თქვენი კომპანია მომხმარებელს დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ბუნებრივი და ეკომეგობრული საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ფართო არჩევანს სთავაზობს. როგორ შეარჩიეთ სწორედ ეს მიმართულება და რა გამოარჩევს თქვენს ასორტიმენტს?
Petite Ellie 2022 წელს დავაფუძნე ერთი მიზნის გამო - საქართველოში მშობლებისთვის შემეთავაზებინა პრემიუმ ხარისხის, დახვეწილი დიზაინისა და უსაფრთხო მასალების მქონე საბავშვო პროდუქცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ვიზუალი, არამედ თითოეული ნივთის ხარისხი, კომფორტი და გამძლეობა. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ ევროპულ ბრენდებთან, რომლებიც ამ ღირებულებებს იზიარებენ. ჩვენი ასორტიმენტი გამოირჩევა კლასიკური სტილით, ხარისხიანი ქსოვილებითა და იმ ბრენდებით, რომლებიც საქართველოში ექსკლუზიურად ან ძალიან შეზღუდულად არის წარმოდგენილი.

რა კრიტერიუმებით არჩევთ ბრენდებს, რომლებთანაც თანამშრომლობთ და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის პროდუქციის ეკოლოგიურობა და ბუნებრივი მასალები?
ბრენდის შერჩევისას პირველ რიგში ვაფასებთ ხარისხს, მასალებს, დიზაინს და ბრენდის რეპუტაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყოს უსაფრთხო ბავშვის კანისთვის, კომფორტული ყოველდღიური გამოყენებისთვის და შექმნილი მაღალი სტანდარტებით. ასევე, დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ ბრენდებს, რომლებიც პასუხისმგებლიან წარმოებასა და ბუნებრივი მასალების გამოყენებას ანიჭებენ უპირატესობას.
რამდენად იზრდება საქართველოში მოთხოვნა ბუნებრივი და ეკომეგობრული საბავშვო პროდუქციის მიმართ? როგორ შეიცვალა მომხმარებლის არჩევანი ბოლო წლებში?
ბოლო წლებში მომხმარებელი ბევრად უფრო ინფორმირებული გახდა. თუ ადრე არჩევანი ხშირად მხოლოდ დიზაინზე კეთდებოდა, დღეს მშობლები ინტერესდებიან ქსოვილის შემადგენლობით, წარმოების ხარისხითა და ბრენდის ისტორიით. იზრდება მოთხოვნა ხარისხიან, გამძლე და უსაფრთხო პროდუქციაზე, რაც გვაძლევს იმის რწმენას, რომ პრემიუმ საბავშვო სეგმენტი საქართველოში სტაბილურად ვითარდება.
რომელი კატეგორიის პროდუქციაა დღეს ყველაზე მოთხოვნადი და რა ტენდენციებს აკვირდებით საბავშვო ტანსაცმლის ბაზარზე?
ყველაზე დიდი მოთხოვნა კლასიკურ სამოსს, ახალშობილთა კოლექციებსა და ხარისხიან აქსესუარებზეა. ასევე ვხედავთ, რომ მშობლები სულ უფრო მეტად აფასებენ უნივერსალურ ფერებს, ბუნებრივ მასალებსა და ისეთ ნივთებს, რომლებიც რამდენიმე სეზონის განმავლობაში ინარჩუნებს ხარისხსა და იერს.
რა გეგმები გაქვთ კომპანიის შემდგომი განვითარებისთვის – აპირებთ თუ არა ახალი ბრენდების დამატებას, ასორტიმენტის გაფართოებას ან ახალი სერვისების დანერგვას?
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი Petite Ellie-ს განვითარებაში ჩვენი ონლაინ მაღაზიის ამოქმედება იყო. ვებგვერდის საშუალებით მომხმარებლებს შოპინგი ბევრად უფრო მარტივად და კომფორტულად შეუძლიათ. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ახალი პრემიუმ ევროპული ბრენდების მოძიებასა და საქართველოში წარმოდგენაზე. ჩვენი მიზანია Petite Ellie გახდეს ადგილი, სადაც მშობლები ერთ სივრცეში იპოვიან ხარისხიან, დახვეწილ და სანდო საბავშვო პროდუქციას. პარალელურად, მუდმივად ვმუშაობთ ასორტიმენტის განახლებაზე, ევროპიდან ახალი პრემიუმ ბრენდებისა და უნიკალური პროდუქციის შერჩევასა და დამატებაზე, რათა ჩვენს მომხმარებლებს ყოველთვის საუკეთესო არჩევანი შევთავაზოთ.

ინფორმაციისთვის, Petite Ellie-ის შოურუმი თბილისში, ირაკლი აბაშიძის N24-ში მდებარეობს.
სხვა სიახლეები
როგორია Cinnabon Georgia-ს 2026 წლის პირველი ნახევარი და რა გეგმები აქვს ბრენდს
14.09.2026.12:00
2026 წლის პირველი ნახევარი Cinnabon Georgia-სთვის წარმატებული იყო - ბრენდი თბილისში უკვე სამი ობიექტით არის წარმოდგენილი და მომხმარებლებს ახალ პროდუქტებსაც სთავაზობს. კომპანიის გეგმებსა და მომხმარებლის მოთხოვნის ცვლილებებზე Business Insider Georgia-ს Cinnabon-ის პიარ-დირექტორი ქეთი ფეიქრიშვილი ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით Cinnabon Georgia-ს 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წელის პირველი ნახევრი CinnabonGeorgia-სთვის წარმატებული იყო და დიდი იმედი გვაქვს მეორე ნახევარიც ასეთივე წარმატებული იქნება. უკვე სამი ობიექტით ვართ წარმოდგენილი თბილისში.
როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნა Cinnabon-ის პროდუქტებზე 2026 წლის პირველ ნახევარში? რომელი პროდუქტები გამოირჩეოდა განსაკუთრებული პოპულარობით და რა ტენდენციებს ხედავთ მომხმარებლის ქცევაში?
Cinnabon საქართველოში უკვე მეოთხე წელია, რაც შემოვიდა და ცნობადობაც შესაბამისად დროსთან ერთად უფრო მატულობს. აქედან გამომდინარე, მომხმარებლის მოთხოვნა გამოიხატება იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი ობიექტი იყოს წარმოდგენილი ბაზარზე. 2026 წლის პირველ კვარტალში ბევრი ახალი პროდუქტი შევთავაზეთ მომხმარებელს და ფავორიტის გამორჩევა ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ 2026 წლის აღმოჩენა მაინც არის დარიჩინის როლი ვაშლის ქრამბლით.
რა არის Cinnabon Georgia-ს მთავარი ფოკუსი 2026 წლის დარჩენილ პერიოდში - რა გეგმები და პრიორიტეტები გაქვთ წლის მეორე ნახევრისთვის?
2026 წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი არის Cinnabon Georgia-ს ზრდის კიდევ უფრო გამყარება - როგორც გაყიდვების, ისე ბრენდის ცნობადობისა და მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებით.
წლის მეორე ნახევარში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ არსებული ფილიალების ეფექტიანობის გაზრდას, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას და მარკეტინგული აქტივობების გაძლიერებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Cinnabon მხოლოდ პროდუქტის შეძენის ადგილი არ იყოს და მომხმარებლისთვის ემოციურ, სასიამოვნო გამოცდილებასთან ასოცირდებოდეს.
ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ ახალ პროდუქტებსა და სეზონურ შეთავაზებებზე, რომლებიც ბრენდის ძირითად ხაზს შეესაბამება, თუმცა მომხმარებელს სიახლესაც სთავაზობს. ჩვენი მიზანია, Cinnabon-ის მთავარი პროდუქტების - განსაკუთრებით კლასიკური როლის პოზიცია კიდევ უფრო გავაძლიეროთ და პარალელურად გავზარდოთ სხვა პროდუქტებისა და სასმელების მოხმარებაც. Cinnabon Georgia-ს მიმდინარე მენიუში უკვე წარმოდგენილია, როგორც კლასიკური და სპეციალური როლები, ისე Chillatta და ყავის მიმართულება.