„პეტრა ჯგუფი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
„პეტრა ჯგუფი" ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია პრემიული კურორტების მშენებლობაზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წვერი გახდა.
კომპანია ქმნის როგორც საზღვაო, ისე – სამთო კურორტებს, რომელთაგან თითოეული სრულიად უნიკალური კონცეფციის მქონეა. ჯგუფის პირველი პროექტი – პეტრა სი რიზორტი – ნათლად ასახავს, რომ ჯგუფის მთავარი ორიენტირი არის ხარისხი და ინოვაცია – ბრენდული სასტუმროებითა და პრემიული რეზიდენციებით შექმნილი სრულყოფილი, თვითკმარი კურორტი სწორედ ამის ილუსტრაციაა.
„პეტრა ჯგუფი" პირველია საქართველოში, რომელმაც PULLMAN-ის რეზიდენციების ბრენდი შემოიყვანა შავიზღვისპირეთში, მისი ზღვისპირა პროექტის, Petra Sea Resort-ის ფარგლებში. ახლა უკვე, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გახდნენ გლობალური ბრენდის პარტნიორი და ფლობდნენ საერთაშორისოდ ცნობილი პრემიული ბრენდი PULLMAN-ის რეზიდენციას.
Petra Sea Resort პეტრა ჯგუფის პირველი დეველოპერული პროექტია, რომელიც შეიძლება ითქვას, პრეცედენტს ქმნის საქართველოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში. პროექტის განვითარების გეგმა სრულად 7 წელს აერთიანებს, მისი პირველი ფაზის მშენებლობა კი 2026 წლის ბოლოს დასრულდება.
Petra Sea Resort კონცეპტუალურად სრულიად უნიკალური პროექტია, რომელიც ნებისმიერ სტუმარსა თუ მცხოვრებელს ახალ გამოცდილებას შესთავაზებს. ის საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებს, რეზიდენციებს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, კერძო სანაპიროსა და მრავალფეროვან სარეკრეაციო ინფრასტრუქტურას აერთიანებს.
„მივესალმებით „პეტრა ჯგუფს" საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. კომპანია ორიენტირებულია პრემიული სამთო და საზღვაო კურორტების მშენებლობასა და განვითარებაზე, რაც თავის მხრივ წარმოაჩენს და გამოკვეთს „პეტრა ჯგუფის" ინოვაციურ მიდგომებს. მოხარულნი ვართ, რომ „პეტრა ჯგუფი" გახდა BAG-ის წევრი და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და ორმხრივად სასარგებლო იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.