მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Petra Sea Resort-ი მნიშვნელოვანია საინვესტიციოდ, პირველი ბლოკის 60% უკვე გაყიდულია - Petra Group-ის დირექტორის მოადგილე

news image
mbc image

Petra Sea Resort-ი Petra Group-ის პირველი დეველოპერული პროექტია, რომელიც საქართველოში სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიაში პრეცედენტს ქმნის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Petra Group-ის დირექტორის მოადგილემ თინათინ კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის განვითარების გეგმა 7 წელს მოიცავს და მისი პირველი ფაზის მშენებლობა 2026 წლის ბოლოს დასრულდება.  

„Petra Sea Resort კონცეპტუალურად სრულიად უნიკალური პროექტია, საერთაშორისო თანამშრომლობითა და მყარი გარანტიებით - შავი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში,  ციხისძირში და ის ნებისმიერ სტუმარსა თუ მაცხოვრებელს ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.

Petra Sea Resort-ი საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებს, რეზიდენციებს,  საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, კერძო სანაპიროს და მრავალფეროვან სარეკრეაციო ინფრასტრუქტურას აერთიანებს“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

უკვე ცნობილია, რომ Petra Sea Resort-ში სასტუმრო PULLMAN-ი განთავსდება.

„PULLMAN-ის შემოყვანაზე ხელშეკრულება უკვე გავაფორმეთ და, პრაქტიკულად, დასრულებულია ყველა ის პროცესი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, დავიწყოთ გაყიდვების ეტაპიც. კურორტზე სულ 3 მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი,როგორც ბრენდული რეზიდენციების, ისე - სასტუმროს სახით. 

PULLMAN-ის ბრენდი ჩვენს კურორტზე რეზიდენციებით იქნება წარმოდგენილი, სასტუმროსგან განსხვავებით, თითოეულ რეზიდენციას ექნება საკუთარი სამზარეულო - რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახური დასვენების მოყვარულთათვის. 

ასევე, კურორტის ცენტრალურ ნაწილში განთავსდება ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომლის შესახებაც საერთაშორისო ოპერატორებთან აქტიური მოლაპარაკების გზით გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვართ. 
კიდევ ერთი ბრენდი, რომლის შესახებ მოლაპარაკებებიც სათავო ოფისთან წარმატებით დასრულდა, PULLMAN-ის მსგავსად, ბრენდული რეზიდენციების სახით იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა Petra Group-ის დირექტორის მოადგილემ.

თინათინ კალანდარიშვილის თქმით, Petra Sea Resort-ის მენეჯმენტში საერთაშორისო კომპანია, Valor Hospitality ერთვება,  რომელიც ერთ-ერთი წამყვანია გლობალური მასშტაბით სასტუმროების მართვაში. კომპანიის სათავო ოფისი აშშ-ში, ატლანტაში მდებარეობს, სასტუმროების მენეჯმენტს კი თითქმის ყველა კონტინენტზე უძღვება. კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს ევროპის, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, დსთ-ს ქვეყნების წამყვან სასტურმოებსა და კურორტებს. 

„მემორანდუმი, რომელიც Petra Sea Resort-სა და საერთაშორისო კომპანია Valor Hospitality-ის შორის გაფორმდა, მოიცავს რეზორტისა და მის ფარგლებში დაგეგმილი სასტუმროების, ბრენდული რეზიდენციების, სასტუმროს ტიპის აპარტამენტების, რესტორნებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მართვას“, - აღნიშნა  კალანდარიშვილმა. 

დღეისათვის კურორტზე აპარტამენტების ღირებულება 1250$-დან (ეკვივალენტი ლარში) იწყება. ფასები განსხვავდება ბლოკების მიხედვით, როგორც ცნობილია, კურორტის ზოგიერთი ბლოკი (მაგ. A,B,C) აერთიანებს აპარტამენტებს - ხოლო სხვა ბლოკებში შესაძლებელია რეზიდენციების შეძენაც, რომელთა წინასწარი გაყიდვებიც ახლახან დაიწყო და ჯერ კიდევ შესაძლებელია სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა (წინასწარი გაყიდვების ეტაპზე, კონტრაქტორები სარგებლობენ -20% ფასდაკლებით რეზიდენციებზე). 

„მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვები გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, პირველი ბლოკის 60% უკვე გაყიდულია - რაც ჩვენთვის პირველ ეტაპზე სრულიად დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელია. განსაკუთრებით გააქტიურებულია გაყიდვების პროცესი ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც აქტიური კომუნიკაცია დავიწყეთ და ცხადი გახდა დეტალები ჩვენი პარტნიორობების შესახებ საერთაშორისო კომპანიებთან. 
ჩვენი კურორტით ინტერესდებიან როგორც საქართველოს, ისე - უცხო ქვეყნების მოქალაქეები. მნიშვნელოვან ფაქტორს თამაშობს წარმატებულ გაყიდვებში ისიც, რომ ციხისძირი ქართველ კონტრაქტორებს განსაკუთრებით ხიბლავს, ნაკლებად ათვისებული ტერიტორიის, უკეთესი ზღვის, სუფთა ჰაერისა და სიმშვიდის გამო, რაც დასავლეთ საქართველოს სხვა საზღვაო კურორტებსა და ქალაქებში უკვე დეფიციტურია. 
განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა ჩვენი პროექტი სამხრეთ ევროპის, ყაზახეთის, დსთ-ს ქვეყნებისა და ისრაელის მოქალაქეებისთვის“, - აცხადებს Petra Group-ის დირექტორის მოადგილემ

Petra Sea Resort-ი მნიშვნელოვანი ადგილია საინვესტიციოდ, რადგანაც ის არის პროექტი, რომელიც აერთიანებს ყველაფერს, რაც უძრავი ქონების მფლობელს თუ დამსვენებლებს სრულყოფილი დასვენებისთვის სჭირდებათ.
„Petra Sea Resort, როგორც უკვე ვახსენეთ, სრულიად ახალი გამოცდილებაა ნებისმიერი ტურისტისა თუ მაცხოვრებლისთვის. ეს არის კურორტი, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს ყველაფერს, რაც უძრავი ქონების მფლობელ ინვესტორებსა თუ დამსვენებლებს სჭირდებათ სრულყოფილი დასვენებისა და 4-სეზონზე ცხოვრებისთვის. 

კურორტის ინფრასტრუქტურა ასეთი მრავალფეროვანი და აერთიანებს კერძო სანაპიროს, მარინას, რესტორნებს, სავაჭრო ცენტრებს, აკვაპარკს, ბავშვთა გასართობ ცენტრებს ოჯახური დასვენების მსურველთათვის, ლაუნჯ ბარებსა და კაზინოებს ხმაურიანი, აქტიური დასვენების მოყვარულთათვის, ჯიმს და სტუდიური ვარჯიშების დარბაზებს ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთათვის და ა.შ.  

რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც Petra Sea Resort-ს განიხილავენ როგორც ინვესტიციას, ეს მათთვისაც განსაკუთრებული შესაძლებლობაა, რადგან, ის საერთაშორისო ოპერატორები, რომლებმაც უკვე გადაწყვიტეს, გამხდარიყვნენ ჩვენი პარტნიორები , ზრდიან უძრავი ქონების საინვესტიციო ღირებულებას და არიან პროექტის წარმატებით განხორციელების გარანტი გრძელვადიან პერსპექტივაში. 

აღსანიშნავია, რომ Petra Sea Resort-ი-სა და Valor Hospitality-ის  შორის თანამშრომლობა თითოეული ჩვენი კონტაქტორისთვის იქნება დამატებითი ბენეფიტი - ის საქართველოში შექმნის მნიშვნელოვან პრეცედენტს, როდესაც კურორტის მართვას სათავეში სრულად  საერთაშორისო კომპანია ჩაუდგება. ეს იმას ნიშნავს,რომ  Petra Sea Resort -ის მობინადრეებსა და ინვესტორებს  ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, აპარტამენტის, თუ ბრენდული რეზიდენციის შეძენისას ისარგებლონ Valor Hospitality-ის გაქირავების სერვისით.  

რაც მთავარია, უძრავი ქონების თითოეულ მფლობელს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ პროექტის მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე, როგორც ახლა, ასევე - დასრულების შემდეგ, ის მიიღებს მაღალი სანდოობის მქონე კომპანიისგან ხარისხიან სერვისს.

ზოგადად, ცნობილი საერთაშორისო ბრენდები ნდობასა და მიმზიდველობას მატებენ ამგვარ მრავალფუნქციურ კომპლექსებს. 

ჩვენს შემთხვევაში, ვსაუბრობთ არამარტო Valor Hospitality-ზე, არამედ სამ საერთაშორისო სასტუმროს ბრენდზე. რა თქმა უნდა, ამ ბრენდებთან ასოცირება ნდობას იწვევს საერთაშორისო და ქართველი ინვესტორების მხრიდან. ეს მაღალი დონის მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის ერთგვარი გარანტიაა“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან Petra Group-ის დირექტორის მოადგილე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა