Photomate Caucasus გაფართოებასა და ახალი სერვისების განვითარებას გეგმავს
Photomate Caucasus განახლებადი ენერგიის სფეროში ოპერირებს და ადგილობრივ ბაზარზე 2021 წლიდანაა წარმოდგენილი. კომპანია მომხმარებლებს მზის ენერგეტიკის მიმართულებით სრულ სერვისს სთავაზობს და ამ ეტაპზე აქტიურად აფართოებს როგორც მომსახურების პორტფელს, ისე საქმიანობის მიმართულებებს. მიმდინარე პროექტებზე, ახალ სერვისებსა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს Photomate Caucasus-ის რეგიონული მენეჯერი, დავით ტყეშელაშვილი, ესაუბრა.
რა მნიშვნელოვანი სიახლეები აქვს ამ ეტაპზე Photomate Caucasus-ს და რა
მიმართულებებზე მუშაობთ დღეს ყველაზე აქტიურად?
Photomate Caucasus-ისთვის მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან წარმატებით გავაფართოვეთ საქმიანობა და ახალი მიმართულებები დავამატეთ. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა Supervising მიმართულებით ბაზარზე შესვლა, რომელიც მზის ელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში სრულ ტექნიკურ ზედამხედველობასა და ხარისხის კონტროლს მოიცავს.
ამ მიმართულებით უკვე წარმატებით დავასრულეთ ჩვენი პირველი 7.8 მეგავატი სიმძლავრის პროექტი, რომელიც დაგეგმილ ვადაზე ერთი თვით ადრე ჩავაბარეთ. ამასთანავე, ჩართულები ვართ 78 მეგავატი პროექტის მშნებლობაში რომელიც დღეს საქართველოში ყველაზე დიდი პროექტია ჩვენს პარტნიორ ჰელიოს ენერჯისთან ერთად,, სადაც პასუხისმგებლები ვართ როგორც სადგურის ნაწილობრივ მშენებლობაზე, ისე მთელი პროექტის ტექნიკურ ზედამხედველობაზე.
პარალელურად, ვაგრძელებთ მზის ენერგეტიკის მიმართულებით ჩვენი ძირითადი საქმიანობის განვითარებას, ვაფართოებთ პროდუქციისა და სერვისების პორტფელს და ვმუშაობთ იმაზე, რომ მომხმარებელს ერთ სივრცეში შევთავაზოთ სრული, 360-გრადუსიანი გადაწყვეტა - პროექტის დაგეგმვიდან, ტექნიკურ მხარდაჭერამდე და შემდგომ ექსპლუატაციამდე.
ბოლო პერიოდში აქტიურად მონაწილეობდით საერთაშორისო გამოფენებსა და
ინდუსტრიულ ღონისძიებებში. რა ახალი შესაძლებლობები, პარტნიორობები ან
გამოცდილება მოუტანა ამ პროცესმა კომპანიას?
საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა ჩვენთვის მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების გაცნობის შესაძლებლობა არ არის. ეს არის პლატფორმა, სადაც ვხვდებით არსებულ და პოტენციურ პარტნიორებს, ვცვლით გამოცდილებას და ვეცნობით იმ ტენდენციებს, რომლებიც მომავალ წლებში განსაზღვრავს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ვიყავით წარმოდგენილი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ენერგეტიკულ გამოფენაზე Intersolar Europe-ზე, მიუნხენში, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ როგორც მწარმოებლებთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან. ასეთ ღონისძიებებზე მიღებული გამოცდილება გვეხმარება, რომ კავკასიის ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიები და საერთაშორისო პრაქტიკა უფრო სწრაფად დავნერგოთ.
ასევე, მსგავსი აქტივობები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას Huawei-სა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც საბოლოოდ ადგილობრივ მომხმარებლებს უკეთეს სერვისსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
კომპანიამ მზის ელექტროსადგურების ტექნიკური მომსახურებისა და
მონიტორინგის ახალი სერვისი დანერგა. რა საჭიროებამ განაპირობა ამ
გადაწყვეტილების მიღება და რა დამატებით ღირებულებას ქმნის ის
მომხმარებლებისთვის?
მზის ენერგეტიკის ბაზარი კავკასიაში სწრაფად იზრდება, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნაც ხარისხიან "გაყიდვის შემდგომ"მომსახურებაზე. სწორედ ამ საჭიროებამ განაპირობა ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის ახალი სერვისის დანერგვა.
ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ჭკვიანი მოწყობილობები მივაწოდოთ, არამედ უზრუნველვყოთ სადგურის ეფექტიანი მუშაობა მთელი მისი ექსპლუატაციის პერიოდში. მუდმივი მონიტორინგი, პრევენციული ტექნიკური მომსახურება და დროული რეაგირება შესაძლო შეფერხებებზე მნიშვნელოვნად ამცირებს გაუთვალისწინებელი შეფერხებების რისკს, ზრდის სადგურისა და ინვესტიციის ეფექტიანობას.
ეს არის ბუნებრივი გაგრძელება იმ სტრატეგიისა, რომლის ფარგლებშიც Photomate Caucasus მომხმარებელს პროექტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში უწევს მხარდაჭერას.
როგორია Photomate Caucasus-ის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?
ჩვენი ხედვაა, Photomate Caucasus რეგიონში იქცეს კომპანიად, რომელიც განახლებადი ენერგიის სფეროში მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობს.
უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ პორტფოლიოს კიდევ უფრო გაფართოებას. მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალი ოფისის გახსნაც, რომელიც მხოლოდ ადმინისტრაციული სივრცე არ იქნება. ის იმუშავებს როგორც თანამედროვე შოურუმი, სადაც ინტეგრირებული იქნება განახლებადი ენერგიის სხვადასხვა ტექნოლოგია და მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ რეალურ გარემოში გაეცნონ ჩვენს გადაწყვეტილებებს.
ჩვენ გვჯერა, რომ კავკასიაში განახლებადი ენერგიის ბაზარი კიდევ უფრო სწრაფად განვითარდება და ჩვენი მიზანია, ამ პროცესში ვიყოთ არა მხოლოდ ტექნოლოგიების მიმწოდებელი, არამედ საიმედო, გრძელვადიანი პარტნიორი, რომელიც მომხმარებლებს ყველა ეტაპზე მაღალი ხარისხის მომსახურებასა და პროდუქტს სთავაზობს.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
26.08.2026.15:59
თიბისის მხარდაჭერით, მაღაზიათა ქსელი “ამბარი” უბნის მოლის კონცეფციას ავითარებს და ბიზნესის გაფართოებას განაგრძობს. „ამბარი რითეილ გრუპ ჯორჯიამ” მაღაზიათა ქსელი One Price შეიძინა; თიბისისთან პარტნიორობით კი აქტიურად მუშაობს რებრენდინგსა და ბიზნესის განვითარებაზე.
თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიამ ჯამურად 22 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღო. თანხა ძირითადად ქსელის განვითარებასა და ახალი მაღაზიების გახსნას მოხმარდება.
რებრენდინგის შემდეგ „ამბარი“ ბაზარზე განსხვავებული ფორმატით - უბნის მოლის კონცეფციით - განაგრძობს მუშაობს. კომპანიის მიზანია, მომხმარებლის ყოველდღიური საჭიროებები ერთ სივრცეში, სახლთან ახლოს გააერთიანოს და ამ გზით დაზოგოს მისი დრო, ენერგია და ფინანსური რესურსი.
ბოლო 3 თვის განმავლობაში „ამბარის“ ქსელს უკვე 25 ახალი მაღაზია დაემატა და ამ ეტაპზე ბრენდი 37 მაღაზიას აერთიანებს. წლის ბოლომდე ფილიალების რაოდენობა 60-მდე გაიზრდება და მოიცავს როგორც თბილისის ყველა უბანს, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებს. ქსელის გაფართოებასთან ერთად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც - ამჟამად „ამბარს“ 380 თანამშრომელი ჰყავს, წლის ბოლომდე კი რაოდენობა 600-მდე გაიზრდება.
“ამბარი რითეილ გრუპ ჯორჯია” “კოკა-კოლას ჯგუფში” შემავალი კომპანიაა, რომელთანაც თიბისის მრავალწლიანი პარტნირობა აკავშირებს. ჯგუფთან ერთად ბანკს არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, რომელიც მოიცავს ახალი რესტორნების გახსნას, პურ-ფუნთუშეულის საწარმოს მშენებლობას და ა.შ. ერთობლივი პროექტებით თიბისი ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებას, დასაქმების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.