მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Photomate Eurasia, Astro Energy ჯგუფის პარტნიორი გახდა

news image
mbc image

მზის ენერგიის კომპანია Photomate Eurasia -მ, Astro Energy ჯგუფთან დაიწყო თანამშრომლობა. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დირექტორმა დავით ტყეშელაშვილმა განუცხადა. გარდა ამისა, Photomate Eurasia არის  Huawei Digital Power-ის პარტნიორი.

„Photomate Eurasia თანამშრომლობს Astro Energy ჯგუფთან, რომელიც „CHINT Group -ის შვილობილი კომპანიაა და მზის მოდულების ე.წ პანელების დისტრიბუციით არის დაკავებული სრულიად კავკასიაში. ჩვენ გავხდით მათი გლობალური დისტრიბუტორები ანუ ჩვენთან ერთად ისინი ამ ბაზარზე ოპერირებენ და ეს არის ერთ-ერთი კარგი და მნიშვნელოვანი სიახლე. Huawei Digital Power-თან  კვლავ ვთანამშრომლობთ. კომპანია ახდენს მზის ინვერტორების ე.წ გარდამქმნელების დისტრიბუციას. Photomate Eurasia არის „ჰუავეის“ ოფიციალური წარმომადგენელი კავკასიის და მსოფლიოს 23 ქვეყანაში და პლუს „ფოტომეით კავკასია“,  რომელიც ოპერირებს უშუალოდ კავკასიის რეგიონში და გახლავთ, ასევე „ასტრო ენერჯის“ გლობალური პარტნიორი“, - ამბობს კომპანიის დირექტორი დავით ტყეშელაშვილი.

ბაზარზე მოთხოვნა და ინტერესი საკმაოდ მზარდია და ყოვეთვიურად იზრდება. პროცესებში აქტიურად არის ჩართული როგორც ბიზნეს, ასევე სახელმწიფო სექტორი.

„ბაზარზე მოგეხსენებათ რომ გასული წლიდან მოყოლებული ყოველთვიურად იგრძნობა ზრდა განახლებული ენერგიის მიმართულებით. კერძოდ კი მზის მიმათულებით და ძალიან აქტიურად ჩაერთო სახელმწიფოც, აქტიურად ჩაერთო თვითონ ბიზნესიც და ბიზნესი ნამდვილად ითხოვს რომ განახლებადი ენერგია და კერძოდ, მზის მიმართლება იყოს სრულიად ათვისებული. შესაბამისად, პროექტები არის ძალიან ბევრი, როგორც კომერციული ისე საყოფაცხოვრებო და ისე დიდი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მიმართულებით. ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა. პანელები და ინვერტორებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოგვდის, ვყიდით. ძალიან გაიზარდა მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით. იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ კიდევ უფრო იქნება ზრდა ამასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ უკვე მთავრდება აუქციონი, რაც სახელმწიფოს ჰქონდა გამოცხადებლი ბიზნესთან და სრულიად ქვეყნის წინაშე. შესაბამისად, ამის დასრულების შემდეგ უფრო ცხადყოფს და  ნათელი იქნება სრული პროექტების სია და სრული პროექტების რაოდენობა და რამდენი მეგავატი უნდა აშენდეს ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ სწორ დროს, სწორ ადგილას მოვხვდით და დიდი იმედი გვაქვს რომ ბაზარს სრულიად დავაკმაყოფილებთ. რაც შეეხება ბაზრის განაწილებას ჩვენ როგორც „ფოტომეითი“ და „ჰუავეის“ და „ასტრო ენერჯის“ ოფიციალური წარმომადგენელი ვფიქრობთ, რომ ბაზრის 70-80%-ს დღესდღეისობით ვფარავთ და ვაკმაყოფილებთ მიწოდებას “, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი დავით ტყეშელაშვილი.

კომპანია აქტიურად გეგმავს მარკეტინგული აქტივობების გააქტიურებას, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს კომპანიის არსებობისა და საქმიანობის შესახებ.

„სამომავლო გეგემბს რაც შეეხება, ალბათ უფრო აგრესიულად დავიწყებთ მარკეტინგულ სვლებს, რომ უფრო მეტად გავაცნოთ, გავაგებინოთ და მივაწვდინოთ ხმა ჩვენს ბიზნესს. აქტიურად შევეცდებით რომ ვითამანშრომლოთ ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა ეს მიმართულება უფრო მეტად იყოს ჩვენს ქვეყანაში განვითარებული, რადგან ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნისთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია და ერთ-ერთი კარგი მაგალითი იმისა თუ როგორი უნდა იყოს ეკონომიკური სიძლიერე ქვეყანაში“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი დავით ტყეშელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ Photomate Eurasia 2021 წლიდან გამოჩნდა ადგილობრივ ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს მზისინვერტორების, ენერგიის შემნახველი სისტემებისა და ფოტოვოლტური მოდულების ფართო პორტფელს, რომელიც განკუთვნილია როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული და დიდი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურებისთვის.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა