Piel Naturals პიელ ნატურალსი საელჩოს მიწვევით გაეროს შტაბ ბინაში გამართულ ღონისძიებაზე წარსდგა
„პიელ ნატურალსი“ საელჩოს მიწვევით, ავსტრიაში, ვენაში გამართულ ღონისძიებაზე წარსდგა. კომპანიის დამფუძნებლის თათუკა ლომაძის თქმით, "პიელ ნატურალსს" საკუთარი წვლილი შეაქვს საქართველოს წარმოჩინებაში მსოფლიოს წინაშე.
„საელჩომ, სპეციალურად „პიელ ნატურალსი“ საქართველოდან მოგვიწვია ავსტრიაში, ვენაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის წარმოჩინებისთვის მთელი მსოფლიოს წინაშე და ეს წვლილი კოსმეტიკის სახელით ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად იქნება წარმოჩინებული. ეს ღონისძიება, ეს გამოფენა არის საქველმოქმედო ხასიათის და ჩვენ „პიელ ნატურალსის“ გუნდი მოხარულები და მადლიერები ვართ იმისთვის, რომ სწორედ ასეთ არაჩვეულებრივ საერთაშორისო გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას საელჩოს დახმარებით“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი თათუკა ლომაძე.
აღსანიშნავია, რომ ქართული ყურძნის წიპწის ხაზმა ვენაში აღფრთოვანება გამოიწვია. ყველაფერი რაც გამოფენაზე იყო გატანილი სრულად შეიძინა ადგილობრივმა მომხმარებელმა. ახლა კი უკვე სხვადასხვა ქვეყნების ელჩები, მათი ატაშეები სხვადასხვა ქვეყნებიდან იწერენ „პიელის“ პროდუქციას.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.