მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0
flag
AZN 1.5463
-0.0001
flag
CNY 38.807
-0.001
flag
EUR 2.9931
-0.0044
flag
GBP 3.5025
-0.0097
flag
KZT 55.11
-0.0093
flag
TRY 0.0555
-0.0001
flag
USD 2.6285
0
news banner

„პიელ ნატურალსი“ განვითარებას აგრძელებს პრემიუმ სასტუმროებთან პარტნიორობების გაფართოების მიმართულებით

news image
mbc image

პიელ ნატურალსი კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან ოპერირებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია მუდმივ განვითარებას აგრძელებს და საქმიანობას ახალ მიმართულებას ამატებს, რაც წამყვან სასტუმრო ქსელებში ოპერირებას გულისხმობს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia „პიელ ნატურალსის“ დამფუძნებელს თათუკა ლომაძეს ესაუბრა.

„შევედით რამდენიმე წამყვან საერთაშორისო სასტუმრო ქსელში და საქმიანობას ახალი მიმართულებებიც დავამატეთ. საუბარია სასტუმროებისთვის დისპენსერული სისტემების დანერგვაზე, რომელიც მოიცავს უსულფატო, უპარაფინო და უპარაბენო შამპუნებისა და კონდიციონერების ხაზს.

პრემიუმ სეგმენტის სასტუმროებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი კონცეფციისა და სურნელოვანი იდენტობის მიხედვით, შევუქმნათ უნიკალური, ნიშ-პარფიუმის მქონე დისპენსერული ამენითები. ამ მიმართულებით უკვე აქტიურად გვაქვს პარტნიორობები სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროსთან.

გარდა ამისა, ვითარდება სპა მიმართულებაც - პარტნიორი ობიექტების სურვილის შესაბამისად, ვქმნით ინდივიდუალურად მორგებულ პროდუქციის ხაზებს, რომლებიც ეფუძნება ყველაზე მოთხოვნად ფორმულებს და ამავდროულად გამოირჩევა უნიკალური სურნელებითა და კონკრეტული ბრენდისთვის შექმნილი ნიშ-პარფიუმის კონცეფციით.

ამასთან, დაინტერესება გაიზარდა სხვადასხვა ქვეყნებიდანაც. უახლოეს პერიოდში ერთ-ერთ საერთაშორისო გამოფენაზე მივემგზავრებით, სადაც ვფიქრობთ, რომ ახალი პარტნიორობები და საინტერესო შესაძლებლობები გველის განსაკუთრებით ახალ ბაზრებზე გაფართოების მიმართულებით “, - აცხადებს თათუკა ლომაძე.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

25.07.2026.14:29

კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება მხოლოდ წარსულის დაფასებას არ ნიშნავს, ეს არის მისი გაცოცხლება, ხელახალი გააზრება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. სწორედ ამ იდეის გარშემო გააერთიანა თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი მრავალმხრივი პროექტი „გაზაფხული კვლავ მოვა“, რომელმაც ქართული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორის ხმა, ისტორია და შემოქმედება თანამედროვე აუდიტორიას ახალი ფორმით გააცნო.

პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული მხარე ანიმაცია გახდა, რომელიც ინოლას ავტობიოგრაფიულ ტექსტებსა და მუსიკაზე დაყრდნობით შეიქმნა. ანიმაციის მთავარი იდეა არა მხოლოდ ინოლას ისტორიის მოყოლა, არამედ მისი ხმისა და სათქმელის გაცოცხლებაა - იმ სურვილის შესრულება, რომელიც თავად დატოვა: „იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო.“

Windfor’s-ის კონცეფციითა და Pocket Studio-ს, ანა ჩუბინიძისა და მისი გუნდის ხელით შექმნილი ანიმაციით, გაცოცხლდა ინოლას მოგონებები: მისი სოფელი, ოდა, ოთახი, საყვარელი ნივთები და ის სამყარო, რომელმაც მისი შემოქმედება შთააგონა. თითოეული დეტალი საარქივო ფოტოებისა და ოჯახური ისტორიების საფუძველზე აღდგა, რის შედეგადაც შეიქმნა ნამუშევარი, რომელიც მაყურებელს ინოლას შინაგან სამყაროში ამოგზაურებს.

ინოლა გურგულიას მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი უნიკალური საარქივო ჩანაწერების გამოცემა გახდა. თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გამოიცა შვიდი ვინილისგან შემდგარი კოლექცია, რომელიც 100 საარქივო აუდიოჩანაწერს აერთიანებს. ამ ჩანაწერების ნაწილი აქამდე უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის. ოჯახში დაცული იშვიათი მაგნიტოფირის ფირებიდან აღდგენილი მასალა მსმენელს შესაძლებლობას აძლევს, ინოლას ხმა და შემოქმედება განსაკუთრებული სიახლოვით მოისმინოს.

ინოლას მუსიკა კვლავ გაცოცხლდა, 27 მაისს, მისადმი მიძღვნილ კონცერტზეც, სადაც სხვადასხვა თაობის მუსიკოსებმა და ოჯახის წევრებმა მისი სიმღერები ახალი ინტერპრეტაციებით შეასრულეს. ეს იყო მუსიკალური საღამო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა მსმენელი, რომ ინოლა გურგულიას შემოქმედება არა მხოლოდ ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, არამედ ცოცხალი მემკვიდრეობაა, რომელიც დროთა განმავლობაში ახალ მნიშვნელობებს იძენს.

პროექტის ფარგლებში თიბისი კონცეპტმა ასევე ახალი სიცოცხლე შესძინა ინოლა გურგულიას ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სიმღერას „საქანელა“. ასევე, შეიქმნა არაერთი ვიდეორგოლი, რომლებშიც ინოლას შემოქმედებას იხსენებენ მისი ოჯახის წევრებიმსახიობები, მუსიკოსები და სხვა ხელოვანები. ეს ვიდეოეპიზოდები ინოლას პიროვნებასა და შემოქმედებას სხვადასხვა პერსპექტივიდან გვაცნობს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ კვალს, რომელიც მან ქართულ კულტურაში დატოვა.

თიბისი კონცეპტი წლების განმავლობაში თანმიმდევრულად უჭერს მხარს პროექტებს, რომლებიც ქართულ კულტურას ინარჩუნებს, ავითარებს და ახალ აუდიტორიამდე მიაქვს. ინოლა გურგულიასადმი მიძღვნილი ეს ინიციატივაც სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა - მცდელობა, რომ განსაკუთრებული ხელოვანების შემოქმედება არა მხოლოდ შევინახოთ, არამედ კვლავ გავაცოცხლოთ, რათა მათი ხმა მომავალშიც ისმოდეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა