მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7168
0.0013
flag
AZN 1.5324
-0.0003
flag
CNY 38.85
-0.0011
flag
EUR 2.9576
0.0024
flag
GBP 3.4624
0.0146
flag
KZT 59.24
-0.0008
flag
TRY 0.0531
-0.0001
flag
USD 2.6047
-0.0004
news banner

„პიელ ნატურალსი“ წლის ბოლომდე ქსელის გაფართოებას და ახალი მაღაზიების დამატებას გეგმავს

news image
mbc image

„პიელ ნატურალსი“ კოსმეტიკისა და თავის მოვლის პროდუქტების ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებს სთავაზობს. კომპანიის მიმდინარე შედეგებზე, მომხმარებლის მოთხოვნის ცვლილებასა და 2026 წლის სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia, კომპანიის დამფუძნებელს თათუკა ლომაძეს ესაუბრა.

„ჩვენთვის წლის პირველი 6 თვის მთავარი მიღწევა ის არის, რომ მეათე წელში გადავედით და ამ მნიშვნელოვანი ეტაპის აღსანიშნავად ჩვენი ერთგული მომხმარებლები გავახარეთ. გავათამაშეთ უამრავი პრიზი - აიფონები, აიპადები, ლეპტოპები და, რაც ყველაზე მთავარია, ერთ-ერთი გამარჯვებული ესპანეთში გავუშვით.

მოთხოვნის თვალსაზრისით, მზარდი ტენდენცია გვაქვს წინა წელთან შედარებით. შარშან გადავწყვიტეთ, ასორტიმენტი შეგვემცირებინა და ამოგვეღო ისეთი პროდუქტების ნაწილი, რომელიც, ჩვენი აზრით, მომხმარებელს არჩევანის გაკეთებას დიდი ასორტიმენტის გამო ურთულებდა.

მათ შორის შევამცირეთ გასარუჯი ასორტიმენტი და ტანის მოვლის პროდუქტები, თუმცა მომხმარებლებისგან მივიღეთ მოთხოვნა, რომ ეს პროდუქცია კვლავ დაგვემატებინა. შესაბამისად, წელს, ზაფხულის სეზონზე, აღნიშნული კატეგორიები ისევ დავაბრუნეთ, რამაც ხელი შეუწყო როგორც გაყიდვების, ისე მომხმარებლების რაოდენობის ზრდას.

2026 წლის ბოლომდე რამდენიმე მიმართულებაზე ვფოკუსირდებით. ვაგრძელებთ თანამშრომლობას სასტუმროებთან, ასევე ვავითარებთ საბავშვო და ინდივიდუალური ბრენდების მიმართულებებს.

ამასთან, წლის ბოლომდე ახალი მაღაზიების დამატებასაც ვგეგმავთ. ჩვენი მიზანია, ყველა მოლში ვიყოთ და წლის ბოლომდე, ჯამურად, მინიმუმ 3 ახალი სტენდი დავამატოთ. შესაძლოა, მათ შორის რეგიონიც იყოს“, - აცხადებს თათუკა ლომაძე.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

01.10.2026.14:10

PSP-ის აპლიკაციასა და ვებსაიტზე მომხმარებლებისთვის AI ასისტენტი უკვე  ხელმისაწვდომია.PSP AI ასისტენტი - ზღვა ინფორმაციიდან ზუსტ საჭიროებამდე - 24/7 რეჟიმში ეხმარება მომხმარებლებს ათასობით პროდუქტიდან საჭირო არჩევანის სწრაფად მოძიებაში, პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღებასა და ონლაინ შეკვეთის მართვაში.

AI ასისტენტის დახმარებით, მომხმარებელს აღარ სჭირდება პროდუქტის ზუსტი დასახელების ცოდნა - საკმარისია, აღწეროს საკუთარი საჭიროება ან სასურველი პროდუქტის ფოტო ატვირთოს. ასისტენტი ათასობით პროდუქტს შორის მოძებნის შესაბამის ვარიანტს, პროდუქტის შერჩევისას გაითვალისწინებს მომხმარებლის მიერ მითითებულ ბიუჯეტს და პერსონალურ რეკომენდაციას შესთავაზებს.

როგორ გეხმარება PSP AI ასისტენტი?

ახალი ფუნქციონალი მომხმარებელს ეხმარება როგორც პროდუქტის შერჩევაში, ასევე შეკვეთისა და მიწოდების შესახებ ინფორმაციის მიღებაში. AI ასისტენტის საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ პროდუქტის ხელმისაწვდომობის, მახასიათებლებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღება, არამედ მიწოდების სასურველი ფორმის შერჩევაც - ლოქერი, Pick Up ან კურიერის მომსახურება.

გარდა ამისა, AI ასისტენტი მომხმარებელს უკვე განხორციელებული ონლაინ შეკვეთის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობასაც აძლევს. მომხმარებელს შეუძლია, გადაამოწმოს შეკვეთის სტატუსი.

„PSP-მ პირველი ონლაინ აფთიაქი მომხმარებელს 10 წელზე მეტი ხნის წინ შესთავაზა. წლებია მომხმარებლები არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს დიდ რეგიონულ ცენტრებშიც ონლაინ აფთიაქის მომსახურებით სარგებლობენ. PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე AI ასისტენტის 24/7 მომსახურების დანერგვის მიზანია ონლაინ აფთიაქით სარგებლობის პროცესი მომხმარებლისთვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი, კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახადოს - პროდუქტის მოძიებიდან შეკვეთის მიღებამდე, ერთ სივრცეში.” - აცხადებენ PSP-ში.

#PSPAIასისტენტი #AIრომელიცგეხმარებაშერჩევაში

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა