პიკმა გადაიარა, უძრავი ქონების გაქირავების ფასი მცირდება - სიგმა
უძრავი ქონების გაქირავების ფასები ნელ-ნელა დაბლა იწევს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს უძრავი ქონების კომპანია „სიგმას“ მფლობელმა ზურა ლაჩაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პიკის შემდეგ ქირის ფასმა კლება უკვე 1-1,5 თვეა რაც დაიწყო. მისივე განმარტებით, ამის მიზეზი მოთხოვნის შემცირებაა.
„მოთხოვნა ისეთივე მაღალი აღარ არის. ფაქტობრივად, განახევრებულია. ზოგადად ასეა, როდესაც ბაზარზე გარკვეული აჟიოტაჟი ხდება მაშინ ამას თან სდევს ფასების მატება. როდესაც ფასები გარკვეულ პიკს აღწევს მერე არის მცდელობა ამ ფასების შენარჩუნების, მაგრამ ბაზარს თავისი წესები აქვს: მოთხოვნა მიწოდება თუ შეიცვალა ბუმებრივია, იცვლება ფასებიც “, - განმარტავს ზურა ლაჩაშვილი.
გაგრძელდება თუ არა ქირის ფასის კლება მომდევნო თვეებიც, კომპანია „სიგმაში“ კონკრეტულ პროგნოზებს ვერ აკეთებენ.
„გააჩნია მოთხოვნა როგორი იქნება, თუ მორიგი მობილიზაცია გამოცხადდება, მაშინ ქვეყანაში შესაძლოა მიგრანტების ახალი ნაკადი შემოვიდეს“, - აცხადებს ლაჩაშვილი.
TBC Capital-ის ინფორმაციით, 2023 წლის მარტში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა თებერვლის მაჩვენებელს 2%-ით ჩამორჩა. თბილისში სულ 3,328 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 7%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
TBC Capital-ის ინფორმაციითვე მარტში საშუალო გასაქირავებელი ფასი 4.5%-ით გაიზარდა თებერვალთან შედარებით და 13.2$-ს მიაღწია.
წლიურ ჭრილში ქირის ფასის ზრდამ 101% შეადგინა. საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 12.1%-ს გაუტოლდა, რაც 3.7 პროცენტული პუნქტით (პპ) აღემატება 2022 წლის მარტის მაჩვენებელს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.