„პილარ პარკი“ - ჯანსაღი ცხოვრების კონცეფციაზე დაფუძნებული საცხოვრებელი გარემო
სამშენებლო კომპანია „პილარი“ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს თანამედროვე საცხოვრებელ პროექტებს სთავაზობს. კომპანიას ამ დრომდე ხუთი დასრულებული პროექტი აქვს განხორციელებული, ამჟამად კი ორ საცხოვრებელ კომპლექსზე მუშაობს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელს მარიამ ტოგონიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
სამშენებლო კომპანია „პილარი“ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. ამ პერიოდში კომპანიას უკვე განხორციელებული აქვს ხუთი დასრულებული პროექტი, ხოლო ორი პროექტი ამჟამად მშენებლობის პროცესშია.
ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპი ხარისხზე, პასუხისმგებლობასა და მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებაა. ჩვენთვის მშენებლობა მხოლოდ შენობის აგებას არ ნიშნავს, ჩვენი მიზანია, შევქმნათ გააზრებული, ფუნქციური და კომფორტული საცხოვრებელი გარემო, რომელიც მობინადრეების ყოველდღიურ საჭიროებებს პასუხობს.
თითოეულ პროექტზე მუშაობისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ დაგეგმარებას, სივრცის სწორ ორგანიზებას, მშენებლობის ხარისხსა და იმ დეტალებს, რომლებიც საბოლოოდ განსაზღვრავს საცხოვრებლის კომფორტსა და პრაქტიკულობას.
მომხმარებლებს ვთავაზობთ არა მხოლოდ საცხოვრებელ უძრავ ქონებას, არამედ გარემოს, რომელშიც ხარისხი, კომფორტი და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი გადაწყვეტილებები ერთიანდება. სწორედ ამ მიდგომით ვაშენებთ ნდობას ჩვენს მომხმარებლებთან და ვაგრძელებთ კომპანიის განვითარებას.
რა საცხოვრებელ პროექტებზე მუშაობს კომპანია ამ ეტაპზე და რა კონცეფციას ეფუძნება ისინი?
ამ ეტაპზე კომპანია „პილარი“ ორ საცხოვრებელ პროექტზე მუშაობს. პირველი მდებარეობს სამგორში, მეტრო „სამგორთან“, ხელსაყრელ ლოკაციაზე. პროექტის მთავარი უპირატესობა სწორად გააზრებული დაგეგმარება და ფუნქციური საცხოვრებელი სივრცეებია, რაც ბინებს მიმზიდველს ხდის როგორც პირადი საცხოვრებლისთვის, ისე საინვესტიციო მიზნებისთვის.
მეორე პროექტია „პილარ პარკი“, რომელიც დიღომი 8-ში, მტკვრის პირას, ბუნებრივად გამორჩეულ გარემოში შენდება. მისი კონცეფცია ეფუძნება ჯანსაღი ცხოვრების წესს და იდეას, რომ თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი მხოლოდ საცხოვრებელი შენობების ერთობლიობა არ უნდა იყოს, ის სრულფასოვან გარემოს უნდა ქმნიდეს ადამიანებისთვის.
სწორედ ამიტომ, „პილარ პარკის“ დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკოლოგიას, რეკრეაციულ სივრცეებს, სპორტულ ინფრასტრუქტურასა და მობინადრეების ყოველდღიურ საჭიროებებს. ჩვენი მიზანია, ადამიანებს შევთავაზოთ ისეთი საცხოვრებელი გარემო, სადაც ბუნებასთან სიახლოვე, აქტიური ცხოვრება და ყოველდღიური კომფორტი ერთმანეთთან ჰარმონიულად იქნება შერწყმული.
რა უპირატესობები აქვს კომპანიას კონკურენტულ გარემოში და რა გამოარჩევს თქვენს პროექტებს სხვა დეველოპერული კომპანიების შეთავაზებებისგან?
ვფიქრობ, „პილარის“ მთავარი უპირატესობა ის მიდგომაა, რომლითაც თითოეულ პროექტს ვქმნით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, არამედ ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხზე რეალურად აისახება. ამ მიდგომის ყველაზე ნათელი მაგალითი ჩვენი მიმდინარე პროექტი „პილარ პარკია“.
პირველ რიგში, გამოვყოფდი მის ადგილმდებარეობასა და ეკოლოგიურ გარემოს. დღეს სიტყვები „ჯანსაღი გარემო“ და „ეკოლოგია“ ხშირად გვესმის, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ საკითხებზე არა მხოლოდ ზოგადი განცხადებებით, არამედ კვლევებით გამყარებული მონაცემებით ვისაუბროთ. „პილარ პარკის“ შემთხვევაში ჩატარებული კვლევები გვაძლევს შესაძლებლობას, კონკრეტულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ვისაუბროთ ჰაერისა და ნიადაგის ხარისხზე, ასევე ხმაურის დონეზე, რომელიც, ჩვენი მონაცემებით, გაეროს სტანდარტს სრულად შეესაბამება და ქალაქში საუკეთესოა.
პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი მასშტაბი და სივრცის დაგეგმარებაა. „პილარ პარკი“ 8 ჰექტარზე, ჩვენი ქალაქისთვის იშვიათ, სწორ რელიეფზე შენდება. ტერიტორიის მხოლოდ 10 პროცენტია განკუთვნილი შენობებისთვის, ხოლო დარჩენილი 90 პროცენტი ეთმობა რეკრეაციულ სივრცეებსა და ინფრასტრუქტურას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2 000 ხის დარგვა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს გამწვანებისა და ბუნებასთან სიახლოვის კონცეფციას.
ჩვენ გვინდოდა, მობინადრეებს ყველა ის აუცილებელი კომპონენტი, რაც ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის არის საჭირო ერთ სივრცეში ჰქონოდათ. სწორედ ამიტომ, პროექტი მოიცავს პადელის, ჩოგბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს, 40-მეტრიან საცურაო აუზს, საცოც კლდეს, ოთხფეხა მეგობრებისთვის განკუთვნილ ცალკე ზონას, 1 200-მეტრიან ველობილიკსა და მტკვრის პირას მოწყობილ ბულვარს.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მშენებლობის ხარისხსა და გამოყენებულ მასალებს. პროექტში ვიყენებთ ევროპული წარმოების მასალებსა და თანამედროვე სამშენებლო გადაწყვეტილებებს. მათ შორისაა კლინკერით მოპირკეთებული ვენტილირებადი ფასადი და REHAU-ს სამშრიანი კარ-ფანჯარა. ამასთან, მასალებისა და ტექნოლოგიების შერჩევისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი ხარისხი, გამძლეობა და საცხოვრებლის ენერგოეფექტურობაში შეტანილი წვლილი.
„პილარ პარკის“ კონცეფცია ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობების, ფართო რეკრეაციული სივრცეებისა და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურის ერთიანობას ეფუძნება. ჩვენი მიზანია, შევქმნათ კომპლექსი, სადაც ადამიანს მხოლოდ საცხოვრებელი ბინა კი არა, ცხოვრების განსხვავებული ხარისხი დახვდება.
სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს პროექტს გამოარჩევს, ვფიქრობთ არა მხოლოდ იმაზე, თუ სად იცხოვრებს ადამიანი, არამედ იმაზეც, თუ როგორ იცხოვრებს. გვინდა, „პილარ პარკი“ იყოს სივრცე, სადაც ბუნება, არქიტექტურა, ხარისხი და აქტიური ცხოვრების შესაძლებლობები ერთიანდება და მობინადრეებისთვის გრძელვადიან ღირებულებას ქმნის.
რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ და განვითარების რომელ მიმართულებებზე აპირებთ ფოკუსირებას?
ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მიმდინარე პროექტების წარმატებით, ხარისხიანად და ღირსეულად დასრულება და მობინადრეებისთვის დათქმულ ვადებში ჩაბარებაა. განსაკუთრებით „პილარ პარკს“ გამოვყოფდი, რომელიც თავისი მასშტაბით, კონცეფციითა და ინფრასტრუქტურით საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია და დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.
ამასთან, რა თქმა უნდა, კომპანიის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაზეც ვფიქრობთ. განვიხილავთ ამ მიმართულებით საქმიანობის გაგრძელებას და ახალი, განსხვავებული კონცეფციის მქონე საცხოვრებელი პროექტების განხორციელებას.
ჩვენი სამომავლო გეგმებიც იმავე მთავარ ღირებულებებს ეფუძნება, რომლებსაც დღემდე ვემსახურებით- ხარისხს, გამორჩეულობასა და მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებულ მიდგომას. გვინდა, მომავალშიც შევქმნათ ისეთი საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც თბილისის ურბანულ განვითარებას ახალ ღირებულებას შესძენს და ადამიანებს შესთავაზებს არა მხოლოდ საცხოვრებელს, არამედ განსაკუთრებულ, კომფორტულ და გააზრებულ გარემოს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის ზრდა მხოლოდ პროექტების რაოდენობით არ იზომებოდეს. გაცილებით მნიშვნელოვანია თითოეული განხორციელებული პროექტის ხარისხი, მისი ინდივიდუალური ხასიათი და ის ღირებულება, რომელსაც ის ქალაქსა და მის მობინადრეებს უქმნის. სწორედ ამ პრინციპით ვგეგმავთ განვითარებას- პასუხისმგებლობით, გრძელვადიან ხედვაზე დაყრდნობით და იმ მიზნის ერთგულებით, რომ თბილისს კიდევ უფრო მეტი გამორჩეული საცხოვრებელი გარემო შევთავაზოთ.
სხვა სიახლეები
„არ გაჩერდე, სულ რაღაც ისწავლე“- განათლება არის ის, რაც მთელი ცხოვრება გრძელდება
27.10.2026.16:25
განათლებაზე საუბრისას ხშირად ამბობენ, რომ ადამიანს მისი პასუხებით კი არა, დასმული კითხვებით უნდა შევაფასოთ. ჩემთვის ორივე მნიშვნელოვანია: ისიც, რა იცი, და ისიც, შეგიძლია თუ არა აღიარო, რომ რაღაც არ იცი ან არ გესმის, და სწორი კითხვა დასვა. სწორედ აქედან იწყება სწავლა - ინტერესიდან, დაფიქრებიდან და გარკვევის სურვილიდან.
ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია. ვფიქრობ, ბავშვს ამის გაცნობიერება თავიდანვე სჭირდება. გაცილებით ღირებულია, სიღრმისეულად დაინტერესდეს საკითხით, აღმოაჩინოს ის, რაც იზიდავს და გამოადგება, და ჰქონდეს სურვილი, მეტი გაიგოს. განათლებამ ამ ძიებაში უნდა შეუწყოს ხელი.
ფიზიკა ხშირად ისეთ კითხვებს გვახვედრებს, რომლებზეც მარტივი პასუხები არ არსებობს. პასუხამდე მისვლას დრო, მცდელობა და ზოგჯერ საკუთარი ვარაუდის თავიდან გააზრებაც სჭირდება. სწავლის პროცესშიც ასეა: გაურკვევლობა ბუნებრივია და ბავშვს უნდა შეეძლოს, მშვიდად თქვას: „ჯერ არ ვიცი“.
„ჩემი გზა ჩემია, შვილის - მისი“
შვილის ინტერესების მხარდაჭერაზე ჩემი პასუხი მარტივია: ჩემი გზა ჩემია, შვილის გზა კი მხოლოდ მისი. საკუთარ გზას თავად ეძებს და ამ ძიებაში ყოველთვის დავუჭერ მხარს.
მიმართულების მიცემასა და მის ნაცვლად არჩევანის გაკეთებას შორის ზღვარი ჩემთვის ნდობაზე გადის. რჩევას მაშინ აქვს ფასი, როცა ბავშვს საკუთარი აზრის გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების სივრცეც რჩება. მშობლის გამოცდილება შეიძლება დაეხმაროს, თუმცა შვილის ინტერესების გასაგებად მხოლოდ საკუთარი გამოცდილება საკმარისი ვერ იქნება - მასაც უნდა მოვუსმინოთ.
სიამაყის მიზეზიც ბევრი არსებობს. ბავშვის ზრდას ყოველდღიურ მცდელობებში ხედავ: როცა რთულ საქმეს უბრუნდება, კითხვას სვამს, აზრს გამოთქვამს ან შეცდომას აღიარებს. ამ ყველაფერს ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება.
შეცდომა სწავლის განუყოფელი ნაწილია
შეცდომის დაშვება სწავლის ბუნებრივი ნაწილია. ფიზიკაში ვარაუდს ამოწმებ, შედეგს აკვირდები და, საჭიროების შემთხვევაში, მსჯელობას ცვლი. ბავშვსაც სჭირდება შესაძლებლობა, სცადოს, შეცდეს და გაარკვიოს, რატომ მიიღო ასეთი შედეგი.
ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეეძლოს ახსნა, რატომ ფიქრობს ასე. ახსნის დროს ჩანს, როგორ მივიდა პასუხამდე, რას დაეყრდნო და სად დარჩა გაურკვევლობა. ეს საუბრის გაგრძელების საშუალებას გვაძლევს და ბავშვს საკუთარი მსჯელობის უკეთ დანახვაში ეხმარება.
ცოდნა, რომელსაც გააზრება ახლავს
სამყაროში, სადაც პასუხის მიღება სულ უფრო მარტივია, ინფორმაციის შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვს უნდა შეეძლოს სანდო წყაროების განსაზღვრა, იქნება ეს ადამიანი, ვებგვერდი თუ სოციალური ჯგუფი და მიღებული ინფორმაციის ლოგიკურად გააზრება.
საიდან ვიცით ეს? რას ეფუძნება ნათქვამი? შეესაბამება თუ არა დასკვნა არგუმენტებს? ასეთი კითხვები ცოდნის გააზრებაში გვეხმარება.
ცოდნა და აზროვნებაც ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. რაც მეტი იცი, მეტი შესაძლებლობა გაქვს, მოვლენებს შორის კავშირები დაინახო, საკითხს სხვადასხვა მხრიდან შეხედო და გადაწყვეტილება გააზრებულად მიიღო. განათლების გავლენა სწორედ ამ ყოველდღიურ ფიქრსა და არჩევანშიც ვლინდება.
ჩემს შვილს განათლების გზიდან ერთი რამ მინდა გაჰყვეს: „არ გაჩერდეს და სულ რაღაც ისწავლოს!“შეინარჩუნოს ინტერესი, დასვას კითხვები და ახალი ცოდნისთვის ადგილი ყოველთვის დატოვოს. რადგან სწავლის გაგრძელების სურვილი მთელი ცხოვრების თანამგზავრი უნდა გახდეს!