მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პირველ კვარტალში Ameriabank-მა გააგრძელა ძლიერი საბაზრო პოზიციების გამყარება - არჩილ გაჩეჩილაძე

news image
mbc image

Lion Finance Group-ი პირველი კვარტლის შედეგებს აჯამებს, რომელიც ჯგუფმა ისტორიული შედეგებით ასრულებს.

,,ეს კვარტალი ჯგუფისთვის ისტორიული მოვლენით აღინიშნა - FTSE 100 ინდექსში ჩვენი შეყვანით, რაც ორი ათწლეულის განმავლობაში თანმიმდევრული და წარმატებული საქმიანობის აღიარებაა. ამ პერიოდში ჩვენ შევქმენით მაღალმომგებიანი რეგიონული საბანკო პლატფორმა, საერთო აქტივები ორმოცდაათჯერ გავზარდეთ, გავაღრმავეთ ურთიერთობები მომხმარებლებთან, გავაძლიერეთ ციფრული შესაძლებლობები და წამყვანი პოზიციები დავიმკვიდრეთ ბაზარზე. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბებული ძლიერი შედეგების ტენდენცია 2026 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა”, -  აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.

არჩილ გაჩეჩილაძე ზოგად ეკონომიკურ გარემოსაც აფასებს საქართველოსა და სომხეთში.

,,2026 წლის დასაწყისში საქართველოში და სომხეთში მაკროეკონომიკური გარემო კვლავ ძლიერი იყო, რასაც მხარს უჭერდა მყარი შიდა მოთხოვნა და სტაბილური საგარეო შემოდინებები. ორივე ეკონომიკის მდგრადობისა და წლის დასაწყისში დაფიქსირებული ძლიერი შედეგების გათვალისწინებით, 2026 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გავზარდეთ - საქართველოში 7.0%-მდე, ხოლო სომხეთში 6.0%-მდე.

მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში ნეგატიური გავლენა მოახდინოს ენერგეტიკული ბაზრების მერყეობისა და გაზრდილი ინფლაციის გზით, ორივე ქვეყანა კვლავ მყარ პოზიციაში რჩება, რასაც ხელს უწყობს მაღალი საერთაშორისო რეზერვები, ფრთხილი ფისკალური პოლიტიკა და სანდო მონეტარული მართვა. ამასთან, კონფლიქტის ხანგრძლივმა გაგრძელებამ შესაძლოა დამატებითი სარგებელიც მოიტანოს შუა დერეფნის მნიშვნელობის ზრდისა და კაპიტალისა და ტურისტული ნაკადების გადანაწილების ფონზე”, - ამბობს Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.

არჩილ გაჩეჩილაძისა და ჯგუფის მოლოდინით, 2026 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან მოსალოდნელია ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, რაც განპირობებული იქნება ინფლაციური რისკებით.

,,საქართველოში ელექტროენერგიის ფასის მერყეობსა და შედეგად წარმოქმნილი ინფლაციური ზეწოლის ფონზე, ველოდებით, რომ ეროვნული ბანკი წლის განმავლობაში ზომიერად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს", - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე.

ჯგუფის CEO ასევე საუბრობს იმ შესაძლებლობებსა და პოტენციალზე, რომელიც საქართველოსა და სომხეთის ბაზარზე არსებობს. აღნიშნავს, რომ მომხმარებლები და მათზე მორგებული გამოცდილების შექმნა ჯგუფისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება.

,,ძირითადი საქმიანობის პარალელურად, ვაგრძელებთ ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა გადაწყვეტების ტესტირებასა და დანერგვას, მათ შორის პერსონალიზებული პროდუქტის რეკომენდაციებისა და პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებით, რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებლის გამოცდილება და ოპერაციული ეფექტიანობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივების ფინანსური ეფექტის ზუსტი შეფასება ჯერ ნაადრევია, ჩვენი ფოკუსი მიმართულია ისეთი ტექნოლოგიების განვითარებაზე, რომლებიც რეალურ ღირებულებას შექმნის როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ინვესტორებისთვის.

სომხეთში Ameriabank-მა გააგრძელა საკუთარი ძლიერი საბაზრო პოზიციების გამყარება და საცალო ბანკინგის მიმართულებით სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელება. ბანკმა კვარტლის განმავლობაში მდგრადი ზრდა შეინარჩუნა. 

საქართველო და სომხეთი კვლავ რჩებიან რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკებად, რაც კიდევ უფრო ამყარებს მათ რეპუტაციას, როგორც სტაბილური, ბიზნესზე ორიენტირებული ბაზრებისა და ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და სერვისების განვითარებადი რეგიონული ჰაბების. ორივე ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა და ფრთხილი მაკროეკონომიკური მართვა ქმნის მყარ საფუძველს მომავალი ზრდისთვის, განსაკუთრებით რეგიონული კავშირების გაძლიერების პირობებში. ორივე ბაზარზე ჩვენი ძლიერი პოზიციები და მომხმარებელთა მაღალი ერთგულება გვაძლევს შესაძლებლობას სრულად ვისარგებლოთ მათი ეკონომიკური გაფართოების პოტენციალით", - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა