მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პირველ ოქტომბერს თბილისში McDonald's-ის ორი ობიექტი გაიხსნება

news image
mbc image

 „მაკდონალდს საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას განაგრძობს  და რამდენიმე დღეში თბილისში McDonald's-ის  2 რესტორანს ხსნის. როგორ Business Insider Georgia-ს კომპანია „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელენე ბაღათურიამ განუცხადა, გოთუას ქუჩასა და ვაჟა
-ფშაველას გამზირზე ახალი ფილიალები ოფიციალურად 1-ელ ოქტომბერს გაიხსნება.

„მაკდონალდს საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით გაფართოებასაც განაგრძობს და თითოეულ ახალ ლოკაციაზე ახორციელებს მწვანე ინიციატივებს. ამჯერად, თბილისს „მაკდონალდს საქართველოს“ კიდევ ორი რესტორანი
 შეემატება. McDonald's-ი ახალი რესტორნების ჩათვლით, თბილისში  ჯამში 18, ხოლო  საქართველოს მასშტაბით 25 რესტორნით იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა ელენე ბაღათურიამ.

გოთუას ქუჩის N7-ში მდებარე McDonald's-ის რესტორანი უახლესი ეკო სტანდარტებით არის აშენებული და შშმ პირებზე მორგებულ ინფრასტრუქტურასა და 24-საათიან მომსახურებას შესთავაზებს მომხმარებლებს. რესტორნის ტერიტორია 2300 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს დასაჯდომი ღია და შიდა სივრცეები, ტერასა, სარეკრეაციო ზონა, პარკინგი, 24-საათიანი დრაივის მომსახურება  და ბავშვებისთვის საყვარელი დაბადების დღის ცენტრი ელოდება. 
რესტორნის ინტერიერი პრემიალურია და გამოირჩევა სხვადასხვა საინტერესო ელემენტებით და როგორც „მაკდონალდს საქართველოში“ განმარტავენ, ასეთი სტილის რესტორანი პირველია ქართულ ბაზარზე და სულ 20 არსებობს მთელ მსოფლიოში. რივერსაიდის რესტორანი აღჭურვილია განახლებული თვითმომსახურების კიოსკებით, ბავშვთა გასართობი ფლეილენდით და მაკკაფეს კუთხით, სადაც უკვე განახლებული დესერტები დაგხვდებათ. 

რესტორნის სახურავზე განთავსებულია მზის პანელები ყოველდღიურად 46 კვ/ტ ენერგიის გამომუშავებით, რაც რესტორნის ოპერირებისთვის საჭირო ენერგიის ნაწილს უზრუნველყოფს.
საპარკინგე სივრცეში კი განთავსებულია ავტომობილის ელექტრო დამტენი სადგური, რომელიც მდგრადი ტრანსპორტის წახალისებას ემსახურება. რესტორნის ტერიტორიაზე მომხმარებელს დახვდება ასევე მწვანე კედელი, რომელიც ბუნებრივი, ცოცხალი მცენარეებითაა დამზადებული და, დეკორატიული დანიშნულების გარდა, ეკოლოგიური ფუნქციაც აქვს - ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს და ტენიანობის ბალანსს უნარჩუნებს გარემოს.
 “მაკდონალდს საქართველოსთვის“ ეკო სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენ გვჯერა, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით საბოლოო ჯამში დიდი ცვლილებები მიიღწევა და დიდ გავლენას ვახდენთ ბუნებასა და საზოგადოებაზე. მრავალი წელია მწვანე მიმართულებით ბევრი ინიციატივა განვახორციელეთ, რომლებსაც დღესაც ვაგრძელებთ. ეკომეგობრული კონცეფციის რესტორნის გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნისკენ. სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს მწვანე მიმართულებით, რასაც პერიოდულად განვახორციელებთ და გვჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოზე ზრუნვაში,” - განმარტავს „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბაღათურია
რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირზე N71-ში მდებარე McDonald's-ის ობიექტს, რომლის გახსნაც ასევე 1-ელ ოქტომბერს იგეგმება სხვა რესტორნების მსგავსად,  მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებს.

ახლადგახსნილ რესტორნებში, McDonald's-თან ერთად, განთავსებული იქნება მაკკაფე, რომელიც ყავისა და დესერტების მოყვარულთა საუკეთესო ადგილია. ორივე რესტორანში ხელმისაწვდომი იქნება მაკსაუზმეც, რომელიც დღის საუკეთესო დასაწყისია და 8:00-დან 12:00 საათამდე მომხმარებელს შეეძლება შეკვეთის გაკეთება.

„მაკდონალდს საქართველო“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და დღეის მდგომარეობით, 2100-მდე ადამიანია დასაქმებული. გახსნის პირველი დღიდან დღემდე კი „მაკდონალდსში“ სამუშაო გამოცდილება 7000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
დაარსების დღიდან დღემდე „მაკდონალდს საქართველომ“ სხვადასხვა მიმართულებით 185 მილიონ ლარამდე ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 216 მილიონ ლარს აღწევს. მნიშვნელოვანია, რომ „მაკდონალდს საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით 2025 წელს კიდევ რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას, მსხვილი ინვესტიციების განხორციელებასა და მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესებას გეგმავს. კომპანიას სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა აქვს მწვანე მიმართულებითაც რასაც პერიოდულად განახორციელებს. მაკდონალდსში სჯერათ, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში.


 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა