მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პირველად გავდივართ ექსპორტზე, გეზი განვითარებული ქვეყნების ბაზრებისკენ ავიღეთ - მეღვინეობა ,,მელიტონი“

news image
mbc image

ადგილობრივ ბაზარზე ნიშა მეღვინეობა ,,მელიტონმა“ უმოკლეს პერიოდში დაიმკვიდრა. კომპანიამ პირველი მოსავალი 2021 წელს მიიღო. წელს ექსპორტზე გადის და კომპანიისთვის ახალი შესაძლებლობების კარი იხსნება.

წლევანდელ სეზონზე ,,მელიტონის“ პროდუქცია აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების ბაზარზე გავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით  Business Insider Georgia-თან კომპანია ,,რტონის“ და ,,მელიტონის“ დამფუძნებელი გიორგი სხირტლაძე საუბრობს.

,,ჩვენს მიერ წარმოებული ღვინოები პირველად გადის ექსპორტზე. პრემიუმ ხარისხის პროდუქტია, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო გამოფენებზე და უკვე მზადაა ექსპორტისთვის. ,,რტონი“ წლიურად ასი ათას ბოთლს ვაწარმოებთ. წარმოებაშია როგორც ადგილობრივი ჯიშები (უმეტესწილად დასავლური), ასევე უცხოური ჯიშები, რაც ბაზარზე ჩვენს კომპანიას აშკარად გამოარჩევს. სულ 12 დასახელების ღვინოს ვაწარმოებთ. „მელიტონის“ გარდა კახეთში გვაქვს ქარხანა - „მეღვინეობა რტონი“, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან ფუნქციონირებს და ექსპორტზეც გადის.  შესაბამისად, უკვე დამყარებული კონტაქტები და პარტნიორობა ამ  შემთხვევაშიც ძალიან დაგვეხმარა“, - ამბობს გიორგი სხირტლაძე.

მეღვინეობის კომპანია ცნობილია დეგუსტაციებითაც, რომლის მონაწილეთა 1/3-ს  შიდა ტურისტები, დანარჩენ ნაწილს უცხოელები შეადგენენ.

მომავალ წელს მეღვინეობა ,,მელიტონი“ გასტრონომიული მიმართულების დამატებას გეგმავს.

კომპანია ამ ეტაპზე სტაბილურად 6 ადამიანს ასაქმებს.

როგორც ცნობილია, მეღვინეობა „მელიტონმა“ სოფლის განვითარების სააგენტოს 300 000-ლარიანი თანადაფინანსებით და 450 000 ლარის ოდენობით შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. საწარმო სეზონზე 100 ტონა ყურძენს ამუშავებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა