პირველად საქართველოში - ექთნებისთვის ქართულ ენაზე პროფესიული სახელმძღვანელოები შეიქმნა
ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ექთნების პროფესიული განათლების გაღრმავებისთვის ქართულ ენაზე მძლავრი საექთნო სახელმძღვანელოები შეიქმნა.
სწავლის მსურველ ახალგაზრდებსა და უკვე დიპლომირებულ ექთნებს შესაძლებლობა აქვთ,საგანმანათლებლო მასალა ინტერნეტიდან ჩამოტვირთონ www.vian.health/ka/publications და მას სრულად უსასყიდლოდ გაეცნონ.
პროექტის ფარგლებში ჯამში 16 მიმართულების სახელმძღვანელო და სწავლების დროს ექთანთა თვითშეფასების ტესტების ბანკი შეიქმნა. ექთნების პროფესიული განათლებისთვის შექმნილი ლიტერატურა ფარავს V საფეხურის საექთნო საქმის სწავლებისათვის ყველა საჭირო სახელმძღვანელოს.
26 სექტემბერს პროექტის დახურვის ცერემონია პანელური დისკუსიის ფორმატში ექთნებისთვის, პროფესიული კოლეჯისა და სამედიცინო წარმომადგენლებისთვის გაიმართა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონული დირექტორი - ალკის ვრიენიოს დრაკინოსი და ვიანის დირექტორი გიორგი მინდიაშვილი.
ქვეყანაში საექთნო პროფესიის გაძლიერება ვიანისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით არაერთ მნიშვნელოვან ინვესტიციასა და პროექტს ახორციელებს. აღსანიშნავია ვიანის აქტივობები საექთნო მიმართულებით, რომელიც გულისხმობს ექთნების ჩართვას კვალიფიკაციის უწყვეტ პროგრამაში და მათთვის პაციენტის კმაყოფილებასთან დაკავშირებულ სამოტივაციო სისტემების შექმნა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.