მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პირველად საქართველოს ისტორიაში ალდაგი ყველაზე მაშტაბური, მერაბ აბრამიშვილის, გამოფენის პარტნიორი, მხარდამჭერი და მზღვეველია - გიორგი ბარათაშვილი

news image
mbc image

ალდაგის მხარდაჭერით მერაბ აბრამიშვილის რეტროსპექტიული გამოფენა ბაია გალერეაში გაიმართება.

2025 – 2026 წლის საგამოფენო სეზონზე  „ბაია გალერეა“ სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხარდაჭერით წარმოადგენს  მერაბ აბრამიშვილის რეტროსპექტულ გამოფენას „გამჭვირვალე მეხსიერება“.

მხატვრის სრული ექსპოზიცია დაზღვეულია ალდაგში - ეს არის გამოფენის პირველი მასშტაბური დაზღვევა საქართველოში, განხორციელებული ალდაგის მიერ.

გამოფენისთვის გალერეამ გამოსცა მხატვრის ახალი კატალოგი, ხელმეორედ დაიბეჭდა 2016 წელს გამოცემული კატალოგი „მიუწვდომელი ბაღები“, მომზადდა საავტორო ვებგვერდი, ციფრული პროექტი, რომელთა წარდგენა შედგება 15 ნოემბრიდან „ბაია გალერეის“ ორივე სივრცეში (ანდრია რაზმაძის 68 და პავლე ინგოროყვას 19ა).

გალერეა წარმოადგენს მერაბ აბრამიშვილს გალერეის დაარსებიდან - 1992 წლიდან. გალერეა  მხატვრის ხუთი პერსონალური შოუს ორგანიზატორია. მისი ნამუშევრები ექსპონირებულია გალერეის ჯგუფურ გამოფენებზე, დაცულია გალერეის კოლექციაში. გალერეა იკვლევს მხატვრის კულტურულ მემკვიდრეობას, აგროვებს ინფორმაციას საქართველოსა და საერთაშორისო კოლექციებში არსებული დღემდე უცნობი ნამუშევრების შესახებ.    

მერაბ აბრამიშვილი  (1957, 16 მარტი, თბილისი - 2006, 22  ივლისი, თბილისი) თაობა „ოთხმოციანელთა“ ჯგუფის წარმომადგენელია; ამ თაობამ XX საუკუნის ბოლოს ახალ ფაზაში - პოსტმოდერნის კულტურაში გადაიყვანა ქართული ხელოვნება. აბრამიშვილი შუა საუკუნეების ქართული ფრესკული მხატვრობის და ხატწერის ტექნოლოგიის თანამედროვე ინტერპრეტატორია. მისი შემოქმედება აგრძელებს ქართული ხელოვნებისთვის დამახასიათებელ აღმოსავლურ- დასავლური კულტურის სინთეზს, ერთდროულად  ტრადიციულია და ამავდროულად თანამედროვე. მან, პოსტსაბჭოთა პერიოდში ქართულ ხელოვნებაში აღადგინა რელიგიური მხატვრობის შეწყვეტილი ტრადიცია და შექმნა მისი თანამედროვე მოდელი.

მერაბ აბრამიშვილი, „გამჭვირვალე მეხსიერება“ - გამოფენის მხარდამჭერია სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“

„მოხარული ვარ, რომ მხარს ვუჭერთ ძალიან მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას საქართველოში - მერაბ აბრამიშვილის მასშტაბურ გამოფენას.

„ალდაგი“, პირველი კერძო სადაზღვევო კომპანია საქართველოში, მუდმივად მხარს უჭერს იმ კულტურულ პროცესებს, რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივ და შემოქმედებით განვითარებაზე ახდენენ გავლენას.

მნიშვნელოვანია, რომ ეს არის საგამოფენო ექსპოზიციის სრული კოლექციის პირველი მასშტაბური დაზღვევა საქართველოში, განხორციელებული „ალდაგის“ მიერ. ჩვენ ვიმუშავეთ სპეციალურ სადაზღვევო პროდუქტზე, რომელიც პასუხობს კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურობას და მის განსაკუთრებულ საჭიროებებს.

ვამაყობთ, რომ ეს პროექტი შედგა და მასზე წვდომა ექნება ნებისმიერ მსურველს, ვისაც მერაბ აბრამიშვილის უნიკალური მემკვიდრეობის ნახვა აინტერესებს.“

გიორგი ბარათაშვილი

„ალდაგის“ გენერალური დირექტორი

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა