მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პირველად საქართველოში Flitt-მა Mastercard-ის NEP პროგრამის ლიცენზია მოიპოვა

news image
mbc image

თიბისი ჯგუფის წევრი ფინტექ კომპანია Flitt პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Mastercard-ის Network Enablement Partner (NEP) პროგრამის ოფიციალური ლიცენზია მოიპოვა.

NEP პროგრამა Mastercard-ის გლობალური ინიციატივაა, რომელიც საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს საშუალებას აძლევს, გახდნენ კომპანიის პირდაპირი პარტნიორები. NEP სტატუსის მქონე ფინტექ კომპანიებს აღარ სჭირდებათ მესამე მხარე Mastercard-ის ეკოსისტემაში ჩასართავად, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს ინოვაციური პროდუქტების განვითარებას, ამცირებს ბაზრების ათვისების დროს და ზრდის საოპერაციო ეფექტურობას.

პროგრამა მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს:

  • განათლება და მხარდაჭერა (Education & Support Solutions) - ტრენინგები, ტექნიკური დახმარება და მხარდაჭერა, რაც პარტნიორებს სხვადასხვა ტიპის გამოწვევების დაძლევაში ეხმარებათ;
  • ოპერაციული გადაწყვეტები (Operational Excellence Solutions) - წვდომა Mastercard-ის მოწინავე ტექნიკურ ინსტრუმენტებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ოპერაციულ სიძლიერესა და სტაბილურობას;
  • ინტეგრირებული პარტნიორული გადაწყვეტილებები (Integrated Partner Solutions) - Mastercard-თან პირდაპირი თანამშრომლობა და ექსკლუზიური სარგებელი ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად.

NEP სტატუსის მისაღებად ფინტექ კომპანიებმა უნდა დააკმაყოფილონ Mastercard-ის უსაფრთხოების მოთხოვნები და შეესაბამებოდნენ კომპანიის წესებს. 

ლიცენზირების პროცესის ფარგლებში, პარტნიორი გადის დეტალურ შეფასებას, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაშიც ენიჭება შესაბამისი სტატუსი.

NEP ლიცენზიის მიღებით, Flitt-მა მიიღო შესაძლებლობა:

  • დამოუკიდებლად მართოს გადახდების პროცესი Mastercard-ის გლობალურ ქსელში;
  • მოემსახუროს მაღალრისკიან მერჩანტებს და ეფექტურად მართოს რისკები;
  • გააუმჯობესოს გადახდების სერვისის ხარისხი ინოვაციური და მოქნილი გადაწყვეტებით;
  • აქტიურად ჩაერთოს Mastercard-ის ინოვაციურ პროგრამებსა და პროექტებში. 

„NEP პროგრამაში გაწევრიანებით, ჩვენმა კომპანიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საქართველოში უსაფრთხო ონლაინგადახდების გამარტივების მიმართულებით. სულ ახლახან მივიღეთ Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატიც და მიუხედავად იმისა, რომ Flitt ახალი ფინტექ კომპანიაა, ორივე შემთხვევაში ვართ პირველები საქართველოში,“- გიორგი ქუთათელაძე, Flitt-ის CEO.

Mastercard-ის NEP პროგრამის ლიცენზიით, Flitt კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მარტივი და ინოვაციური პროდუქტების გარდა, ქმნის უსაფრთხო და სანდო ონლაინგადახდების გარემოს, როგორც მერჩანტებისთვის, ისე მათი მომხმარებლებისთვის.

 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა