მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პირველები ვართ საქართველოში, ვინც ელიტური ხორბლის თესლს აწარმოებს - ,,ლომთაგორა"

news image
mbc image

„ლომთაგორა“  ქართული ხორბლის უხვმოსავლიანი თესლია, რომელსაც კომპანია ,,ლომთაგორა" საკუთარ მეურნეობაში  აწარმოებს. ეს კომპანია ერთ-ერთი პირველია, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მარცვლეული კულტურების, სიმინდისა და ხორბლის მეთესლეობას მისდევს და საერთაშორისო მეთესლეობის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხორბლისა და სიმინდის ახალი ჯიშები გამოჰყავს, ცდის, არეგისტრირებს, არაიონებს და ფერმერებს სთავაზობს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი კახა ლაშხი განმარტავს, ,,ლომთაგორას" ჰიბრიდების გავრცელების არეალი 60 000 ჰა და მოიცავს I-IV  აგროკლიმატურ ზონას. 

„ჩვენ დავამკვიდრეთ მარცვლეულის  წარმოების ახალი ტექნოლოგია, რომელიც დღემდე დარგში არავის გამოუყენებია. ვმუშაობთ სელექციაზე, ხარისხი ტექნოლოგიურად გამართულია, რაც  მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების საშუალებას გვაძლევს

სიმინდის შემთხვევაში, 35 ტონა ჰექტარზე, საშუალოდ კარგი მოსავალია. რაც შეეხება ხორბალს, წელს უამინდობის გამო ცუდი მოსავალია. ჩვენ არ ვართ რაოდენობაზე ორიენტირებული, მთლიანად ხარისხიანი სათესლე მასალის წარმოებით ვართ დაკავებული, რაც ექსპორტზე გადის და ადგილობრივ ბაზარზეც მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა", - ამბობს კახა ლაშხი.

დღეისათვის ,,ლომთაგორა" ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ჰიბრიდული სიმინდის თესლის წარმოებით არის დაკავებული. წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ძირითადად რეგიონის ქვეყნებში გადის. 

ცნობისთვის, ,,ლომთაგორა" ბაზარზე 2000 წლიდან ოპერირებს. კომპანია სეზონზე 50 ადამიანს ასაქმებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა