მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კომპანია წლის ბოლომდე თბილისში კიდევ სამ ობიექტს ხსნის - როგორია Minimelts Georgia-ს გაფართოების გეგმები

news image
mbc image

Minimelts – პირველი ნანო-ნაყინი საქართველოში, რომელიც თხევადი აზოტის ტექნოლოგიით მზადდება, 2026 წლიდან უკვე ქუთაისშიც იქნება ხელმისაწვდომი. როგორც Business Insider Georgia-ს Minimelts Georgia-ს წარმომადგენელი ქეთო კახიძე უყვება, კომპანია აქტიურად მუშაობს ქუთაისში სარეალიზაციო წერტილის განსათავსებლად შესაბამისი ლოკაციის მოძიებაზე.

კომპანია წლის ბოლომდე კიდევ სამ ობიექტს ხსნის თბილისში, რაც ბრენდის გაფართოების გეგმების ნაწილია.

„აქტიურად განვიხილავთ გაფართოებას. თბილისისა და ბათუმის შემდეგ, ჩვენი მიზანია საქართველოს სხვა რეგიონებშიც შევიდეთ. ზამთარში ბათუმში ორი ლოკაციით ვართ წარმოდგენილები, ხოლო 2026 წლიდან მათი რაოდენობის გაზრდას ვაპირებთ. მემედ აბაშიძის ქუჩაზე არსებული Minimelts-ის კაფე უკვე ძალიან პოპულარულია - სტუმრები კმაყოფილები არიან, განსაკუთრებით ბავშვებისათვის შექმნილი გასართობი ზონით“, - ამბობს ქეთო კახიძე.

რაც შეეხება დედაქალაქს, Minimelts ამ ეტაპზე რამდენიმე ლოკაციაზე ფუნქციონირებს, (ბაზარი ორბელიანი, კუს ტბა, ლისის ტბა, მთაწმინდა, თამაშობანა) თუმცა დეკემბრის ბოლომდე დაემატება კიდევ სამი ობიექტი, ჯინო აკვაპარკი, ვაკის პარკი, თბილისი მოლი, დამატებითი გაფართოება უკვე 2026 წლის აპრილშიც არის დაგეგმილი.

ქუთაისში Minimelts-ის ლოკაცია 2026 წლიდან გაიხსნება.

„ქუთაისიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა, ამიტომ გვინდა ისეთი სივრცე შევარჩიოთ, რომელიც ტურისტებისთვისაც და ადგილობრივებისთვისაც კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება“, - განმარტავს Minimelts Georgia-ს წარმომადგენელი.

მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის შედეგები 2024 წლის მაჩვენებელს ბევრად არ  ჩამოუვარდება, კომპანიის მენეჯმენტი წლევანდელ საქმიანობას მაინც წარმატებულად აფასებს.

„ზაფხულის სეზონი 2024 წლის მსგავსად ძლიერი არ ყოფილა, თუმცა მთლიანობაში 2025 წლის შედეგებით კმაყოფილები ვართ. ზოგადად, საქართველოში სიახლეების მიმართ სიფრთხილე არსებობს, მაგრამ 1.5-წლიანი ოპერირების პირობებში საკმაოდ კარგი პოზიცია დავიკავეთ“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

Minimelts Georgia მუშაობს, რათა მომავალში აღნიშნული პროდუქცია ქსელებშიც განთავსდეს. 

Mini Melts მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი კრიოგენული ნაყინის მწარმოებელია და დღემდე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ბრენდის დამფუძნებლები, ტომ მოსი და ნიკ ანგუსი, კოლეჯის წლებში ატარებდნენ ექსპერიმენტებს, რომლებმაც მოგვიანებით ინოვაციური მეთოდის პატენტირებამდე მიიყვანა. Minimelts-ის წარმოება ლატვიის ქარხანა „როჟენაში“ ხორციელდება, სადაც მიმდინარეობს ტრადიციული ნაყინის დამზადებაც - ნატურალური რძისა და ნაღების გამოყენებით, ხელოვნური კონსერვანტებისა და პალმის ზეთის გარეშე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა