მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214
-0.0003
flag
AZN 1.5646
-0.0005
flag
CNY 39.23
-0.0061
flag
EUR 3.0723
-0.0056
flag
GBP 3.5619
-0.0024
flag
KZT 54.49
-0.0004
flag
TRY 0.0576
-0.0001
flag
USD 2.6593
-0.0014
news banner

პირველი ქართული ვისკი Jimsher-ი ProWein Düsseldorf 2026-ზე

news image
mbc image

15-17 მარტს, გერმანიამ მსოფლიოს უმსხვილეს ალკოჰოლური სასმელების გამოფენას, ProWein Dusseldorf 2026-ს უმასპინძლა. წლევანდელი გამოფენა განსაკუთრებული აღმოჩნდა ქართული წარმოებისთვის -კომპანია „ქართველმა“ საერთაშორისო ასპარეზზე პირველი ქართული ვისკი, Jimsher-ი წარადგინა, რომელმაც ევროპელი ექსპერტების დიდი დაინტერესება გამოიწვია. სამი დღის განმავლობაში, გამოფენის ათასობით სტუმარს, დარგის წამყვან ექსპერტებსა და კომერციული სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, პირადად დაეგემოვნებინათ სასმელი, რომელმაც უკვე მოახერხა ქართული მეღვინეობის ტრადიციებისა და ვისკის წარმოების კლასიკური მეთოდების ჰარმონიული შერწყმა.

Jimsher-ის მიმართ გამოჩენილი ინტერესი შემთხვევითი არ ყოფილა; პროფესიონალებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მისი უნიკალური გემოვნური თვისებები, რაც ქართული ღვინის კასრებში დაძველების შედეგია. სწორედ ეს გამორჩეული ხასიათი გახდა იმის საფუძველი, რომ ბრენდმა World Whisky Awards 2026-ის პრესტიჟული ოქროს მედალი მოიპოვა. ამ ექსკლუზიურმა ხასიათმა აქცია ქართული ვისკი გამოფენის ერთ-ერთ აღმოჩენად. იმ ფონზე, როდესაც გერმანია ევროპაში ღვინისა და მაღალალკოჰოლური სასმელების უმსხვილესი იმპორტიორია, Jimsher-ის გამოჩენა ამ ბაზარზე ახალ სტრატეგიულ შესაძლებლობებსა და საექსპორტო პერსპექტივებს ხსნის. გამოფენის ფარგლებში გამართული ინტენსიური შეხვედრები პოტენციურ იმპორტიორებთან ადასტურებს, რომ ქართულ პროდუქტს აქვს ყველა რესურსი, რათა ევროპულ პრემიუმ-სეგმენტში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.

,, ეს მონაწილეობა კომპანია „ქართველისთვის“ მხოლოდ პროდუქტის პრეზენტაცია არ ყოფილა - ეს იყო განაცხადი იმაზე, რომ საქართველო მზად არის მსოფლიოს შესთავაზოს ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და, ამავდროულად, ღრმა ტრადიციების მქონე სასმელი. ProWein Dusseldorf 2026-ზე მიღებული პოზიტიური შეფასებები და დამყარებული ბიზნეს-კავშირები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ვისკის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო დონეზე და საფუძველს უყრის მის გრძელვადიან წარმატებას გლობალურ ბაზარზე , - აცხადებს ელისო ღირდალაძე, კომპანია ქართველის დირექტორი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Wolt საფეხბურთო სეზონისთვის სპეციალურ კამპანიას იწყებს

11.06.2026.10:43

ამ ზაფხულს, როდესაც ფეხბურთი მსოფლიოს მილიონობით გულშემატკივარს აერთიანებს, Wolt საქართველო მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებებს, სეზონურ აქციებსა და საყვარელი პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს, რათა თითოეული მატჩის ყურება კიდევ უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახდეს.

მეგობრებთან თუ ოჯახთან ერთად მატჩის ყურებისას Wolt-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ერთ სივრცეში აღმოაჩინონ მრავალფეროვანი არჩევანი საკვების, სურსათის, სნექების, სასმელებისა და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების კატეგორიებში და ყველაფერი სასურველ მისამართზე მიიღონ.

ფეხბურთის სეზონის განმავლობაში მომხმარებლებს Wolt-ის პლატფორმაზე დახვდებათ 30%-მდე ფასდაკლებები სხვადასხვა კატეგორიაში. მატჩის ყურებისას, საჭირო პროდუქტებიდან დაწყებული, ყოველდღიური მოხმარების ნივთებით დასრულებული, Wolt-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ათასობით პროდუქტი და მენიუ, რომელთა შეკვეთაც სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.

კამპანიის ფარგლებში, ივნისისა და ივლისის განმავლობაში, Wolt-ის პარტნიორი არაერთი ცნობილი ბრენდი და სავაჭრო ობიექტი მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებებს მოუმზადებს. აქციაში მონაწილეობენ McDonald's, Carrefour, Europroduct, Goodwill, Gastronome, ასევე Coca-Cola-სა და PepsiCo-ს პორტფელში შემავალი ბრენდები, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს სასურველი პროდუქტები კიდევ უფრო ხელსაყრელ ფასად შეიძინონ.

საფეხბურთო სეზონის კამპანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Wolt-ის მრავალფეროვან ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს რესტორნებს, სუპერმარკეტებს, მაღაზიებსა და სხვა საცალო ობიექტებს. როგორც არ უნდა დაგეგმოთ მატჩების ყურება, მარტომ, მეგობრებთან თუ ოჯახთან ერთად, თქვენ მარტივად შეძლებთ მოიმარაგო ყველაფერი, რაც მატჩის საყურებლად გჭირდებათ.

სწრაფი მიტანის სერვისი, ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდების ფართო არჩევანი და სეზონური შეთავაზებები Wolt-ს აქცევს თქვენს პარტნიორად საფეხბურთო ზაფხულის განსაკუთრებულ დღეებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Wolt-ის ვებგვერდს ან ჩამოტვირთეთ Wolt-ის აპლიკაცია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა