მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პირველი საერთაშორისო რეიტინგი დაზღვევაში - AM Best-მა ალდაგს საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა

news image
mbc image

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ AM BEST, რომელიც სადაზღვევო ინდუსტრიაზეა სპეციალიზებული, ალდაგს გლობალური რეიტინგი მიანიჭა. ამით ალდაგი გახდა პირველი სადაზღვევო კომპანია საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს ისეთი კომპანიების გვერდით, როგორებიცაა Allianz, Hannover Re, Axis, Swiss Re, Scor.

ალდაგს AM Best-ისგან საკრედიტო რეიტინგი bb+ მიენიჭა. AM Best-ის გუნდმა შეაფასა კომპანიის საკრედიტო ისტორია, ფინანსური მდგომარეობა, ვალდებულებების დაფარვის ისტორია, გადახდისუნარიანობა და ფინანსური სიჯანსაღე.

AM Best-ის დამოუკიდებელი შეფასებით ალდაგს აქვს რისკებზე მორგებული კაპიტალიზაციის უმაღლესი დონე, რომელიც AM Best-ის კაპიტალის ადეკვატურობის მოდელით იზომება.  გარდა ამისა, შეფასების დროს გათვალისწინებული იყო ალდაგის ლიკვიდური საინვესტიციო პორტფელი და ფინანსურად ძლიერი საერთაშორისო გადამზღვევლებისგან შემდგარი გადაზღვევის პანელი. მნიშვნელოვანი როლი ასევე ითამაშა წარმატებული ანდერრაიტინგის პოლიტიკის მრავალწლიანმა ისტორიამ.

„ალდაგი აღიარებული მოთამაშეა და წამყვანი წილი აქვს საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიაში. კომპანია ცნობილია თავისი ძლიერი ბრენდით. აქვს სოლიდური კონკურენტული უპირატესობა მრავალფეროვანი სადაზღვევო პროდუქტებითა და ფართო სადისტრიბუციო ქსელით. ალდაგის საბალანსო უწყისი ხასიათდება რისკის მიხედვით კორექტირებული კაპიტალიზაციის ყველაზე ძლიერი დონით; კომპანიის კაპიტალის, აქტივებისა და ვალდებულებების მართვა და რეზერვების ადეკვატურობა ძლიერია; საინვესტიციო პორტფელი ლიკვიდურია და საინვესტიციო სტრატეგია ამცირებს ვალუტის კურსის რყევებთან დაკავშირებულ რისკებს,“-აღნიშნულია AM Best-ის ოფიციალურ განცხადებაში.

„საერთაშორისო რეიტინგის მიღება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ეს არის პირველი გლობალური რეიტინგი, რომელიც ალდაგმა ინდუსტრიას მოუტანა. რეიტინგის მიღება ისეთი ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიისგან, როგორიც AM Best-ია, ჩვენთვის არის საერთაშორისო რუკაზე აღიარება და ადასტურებს ჩვენს 33 წლის მიღწევებსა და შედეგებს სადაზღვევო ინდუსტრიაში. AM Best-ის რეიტინგით ჩვენ შევძლებთ, წარმატებით გავაგრძლოთ ოპერირება საქართველოსა და რეგიონში, მივაღწიოთ ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს და შევქმნათ უნიკალური გამოცდილება დაზღვევაში, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ,“- გიორგი ბარათაშვილი, ალდაგის გენერალური დირექტორი.

AM Best-ის შესახებ:

AM best 1899 წელს დაფუძნებული გლობალური საკრედიტო სარეიტინგო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ამერიკაში მდებარეობს. AM Best სპეციალიზირდება სადაზღვევო საქმიანობაზე და წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში, რეგიონული ოფისებით ლონდონში, ამსტერდამში, დუბაიში, ჰონკონგში, სინგაპურსა და მეხიკოში. AM Best დაახლოებით 16,000 სადაზღვევო კომპანიის კრედიტუნარიანობას აფასებს გლობალურად.

ალდაგის შესახებ:

ალდაგი 1990 წლს დაფუძნდა და ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანია საქართველოში.  2023 წლისთვის ის სადაზღვევო ინდუსტრიის ლიდერად რჩება 150 000-მდე დაზღვეული მომხმარებელით.  

ალდაგი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში აღიარებულია საუკეთესო სადაზღვევო კომპანიად (Euromoney, World Finance, Global Brand Magazine). 2020 წელს მიღებული აქვს Global Compact Georgia სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო ინოვაციების დანერგვისთვის. 2022 წელს ალდაგმა გადაზღვევის მიმართულება დააფუძნა, რითიც საქართველოში შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაც სადაზღვევო კომპანია ორივე სეგმენტში - დაზღვევისა და გადაზღვევის სეგმენტებშია წარმოდგენილი.

ალდაგი წარმოდგენილია ქონებისა და პასუხისმგებლობის (Property and Casualty (P&C) დაზღვევის ბიზნესში და მომხმარებელს სთავაზობს 80-ზე მეტ საცალო და კორპორატიულ სადაზღვევო პროდუქტს. ალდაგი სადაზღვევო კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ბრენდია. კომპანია 600-მდე თანამშრომელს ასაქმებს და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე თანამშრომლებზე ორიენტირებულ კომპანიად რჩება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა