მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

პირველი სეზონის გამოცდილება და სამომავლო გეგმები - როგორ ემზადება „წესის მამული“ ახალი სეზონისთვის

news image
mbc image

„წესის მამული“ რაჭაში, ამბროლაურში, სოფელ წესში მდებარე საოჯახო სასტუმროა, რომელმაც ოპერირება დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. გასულ სეზონსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „წესის მამულის“ დამფუძნებელს, ზუკა მაისაშვილს ესაუბრა.

„მოგეხსენებათ, შარშანდელი წელი ჩვენთვის ოპერირების პირველი წელი იყო. ზაფხულის სეზონი პრაქტიკულად სრულად დატვირთული გვქონდა - გვყავდა სტუმრები როგორც ისრაელიდან და გერმანიიდან, ისე ადგილობრივი ვიზიტორებიც, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ უცხოელი ტურისტები რაოდენობრივად ჭარბობდნენ. მათი დიდი ნაწილი გრძელვადიანი ვიზიტით გვსტუმრობდა.

რაც შეეხება დანარჩენ პერიოდს, გვიან შემოდგომასა და ზამთარში მოთხოვნა, ბუნებრივია, შედარებით შემცირდა. გარკვეული შეფერხებებიც გვქონდა ამინდის გამო - ინფრასტრუქტურის ნაწილი მცირედ დაზიანდა, თუმცა მისი აღდგენა ოპერატიულად მოხდა. ამ ეტაპზე უკვე აქტიურად ვემზადებით ახალი სეზონისთვის, რომელიც მალე დაიწყება “, - აღნიშნავს ზუკა მაისაშვილი.

„წესის მამული“ სამომავლოდ სერვისების გამრავალფეროვნებას გეგმავს.

ჩვენი მიზანია, ღვინის მიმართულება და მასპინძლობა ერთმანეთთან შევაჯეროთ და სტუმრებს ღვინის ტურიზმზე დაფუძნებული სერვისი შევთავაზოთ, მათ შორის - ღვინის მასტერკლასები “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, სასტუმრო მეღვინეობა "ღვინუკას" ტერიტორიაზე მდებარეობს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2026 წელი ტექნოლოგიური სექტორისთვის საკმაოდ კარგი წელია - Skillwill College-ის დამფუძნებელი

13.11.2026.15:42

2026 წელი ტექნოლოგიური სექტორისთვის საკმაოდ კარგი წელია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Skillwill College-ის დამფუძნებელმა, გიორგი მარიამიძემ განაცხადა.

„ტექნოლოგიურ სექტორს რაც შეეხება, შეგვიძლია ცალსახად და თამამად ვთქვათ, რომ 2026 წელი საკმაოდ კარგი წელი გამოდის. როგორც ახსენეთ, უკვე 10 თვე გვაქვს გასული და, პრინციპში, ბოლო 5 წლის განმავლობაში ტექნოლოგიური სექტორი საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბდა, როგორც მშპ-ის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა.

მის კონტრიბუციას რომ შევხედოთ, ICT სექტორის წილი მთლიან ეკონომიკურ ზრდაში თითქმის 30%-ია. დასაქმების მაჩვენებელიც იზრდება, სადაც 59 000-დან 54 000 დასაქმებულამდე გაიზარდა მაჩვენებელი და ასევე მნიშვნელოვანია საშუალო ანაზღაურებაც - სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, ამ სექტორში ის თითქმის 4 500 ლარია. თანაც, ICT უფრო ფართო სექტორია, რომელიც აიტის და საკომუნიკაციო სექტორსაც მოიცავს ერთად და ეს თითქმის ორჯერ აღემატება ქვეყანაში საშუალო ხელფასს.

ამიტომ ცალსახად და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგი წელია და ICT სექტორი ჩამოყალიბდა, როგორც ქართული ეკონომიკისა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ერთ-ერთი მყარი, ძლიერი მამოძრავებელი ძალა“, - აცხადებს გიორგი მარიამიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა