მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.2
0.0047
flag
AZN 1.5357
0.0019
flag
CNY 38.966
0.0023
flag
EUR 2.9933
-0.0008
flag
GBP 3.4896
0.0001
flag
KZT 58.37
0.0027
flag
TRY 0.0535
0.0001
flag
USD 2.6104
0.003
news banner

პირველი წლის იუბილე და 60 000 ლარიანი საპრიზო ფონდი - KUS TBA PADEL მასშტაბურ ტურნირს მართავს

news image
mbc image

KUS TBA PADEL არის პადელის კლუბი, რომელიც მდებარეობს რეკრეაციულ სივრცეში, კუს ტბაზე. კლუბი მოიცავს 8 ტოპ პანორამულ კორტს, რომლებსაც გააჩნია სრული აღჭურვილობა. ასევე, კლუბში შეხვდებით საპარკინგე სივრცეს, კაფეტერიას, ტრიბუნებს, სარეგისტრაციოსა და მაღაზიის ბოქსებს.

კლუბი 1-ელ ოქტომბერს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით KUS TBA PADEL Open (KTP Open)-ს უმასპინძლებს, რომლის საპრიზო ფონდი 60 000 ლარს შეადგენს. ტურნირის მასშტაბი, კლუბის განვითარების გეგმები, პადელის პოპულარიზაცია და სპორტის გარშემო community-ს შექმნა ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც Business Insider Georgia-ს KUS TBA PADEL-ის დამფუძნებელი ბესო ხარძიანი ესაუბრა.

„ჩვენ ერთი წლის ვხდებით პირველ ოქტომბერს და სწორედ ამ დღეს ვიწყებთ ჩვენი სახელობის ტურნირს - KUS TBA PADEL Open, შემოკლებით - KTP Open. ეს პირველი ტურნირია, რომელსაც ვატარებთ და, ამავდროულად, ჩვენი პირველი წლის იუბილესაც უკავშირდება. ვაპირებთ, რომ ტურნირი ყოველწლიური გახდეს და მომავალში უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწიოს.

ქართული პადელის რეალობაში ის მასშტაბი, რომელიც ახლა დავაანონსეთ - 60 000 ლარის ოდენობის საპრიზო ფონდი აქამდე არ ყოფილა. მაქსიმალური საპრიზო ფონდი 20 000 ლარი იყო, ახლა კი ეს თანხა სამჯერ გავზარდეთ, რაც ნიშნავს, რომ პადელის მიმართულებით ახალი სტანდარტი დავამკვიდრეთ.

სამოყვარულო ტურნირს ვატარებთ სამ კატეგორიაში - A, B და C. „A კატეგორიაში ის მოთამაშეები არიან, რომლებიც პრო-მოთამაშეებად ითვლებიან, თუმცა ტურნირში მონაწილე მოთამაშეების უმრავლესობა მაინც სამოყვარულო მოთამაშეა. 60 000 ლარიანი საპრიზო ფონდი ქართული რეალობისთვის საკმაოდ დიდი თანხაა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ჩვენც განსაკუთრებულად ვემზადებით.

ტურნირი 1-ელიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა კომპანია შემოგვიერთდება და სხვადასხვა მიმართულებით გაგვიწევს მხარდაჭერას - ზოგი კვების მიმართულებით, ზოგი სასტუმროების ქსელია და მონაწილეებს ვაუჩერებს გადასცემს და ა.შ. ეს კომპანიების მცირე ჩამონათვალია:

• Jocar
• zzzapp
• Dauri Club
• Lopota
• Meteo Hotel
• Tsinandali Estate Hotel
• VR Holding
• Snap
• Kus Tba Kala
• Maizen
• Babolat
• Luca Polare
• ICI PARIS
• Sarajishvili
• Business Insider Georgia

ამ ყველაფერს მხოლოდ როგორც ბიზნესს არ ვუყურებთ. ეს არის ბიზნესი, რომელიც კარგ საქმეს ემსახურება და, ამავდროულად, გვაძლევს შესაძლებლობას, ახალგაზრდა ადამიანები ჩავრთოთ ამ პროცესში. გვინდა, რომ პადელი მხოლოდ გართობასთან არ ასოცირდებოდეს და სპორტის სახეობად აღიქმებოდეს.

მოგეხსენებათ, პადელი 2032 წლისთვის ოლიმპიურ სპორტად აღიარების მიმართულებით ვითარდება - ის უკვე აღიარებულია აზიისა და ევროპის ოლიმპიური ორგანიზაციების მიერ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებისთვის მხოლოდ კუს ტბაზე არსებული ლამაზი კორტები და ამ სივრცის კომერციული პოტენციალი არ იყოს საინტერესო, არამედ მოვიზიდოთ ახალგაზრდები, ე.წ. community შევკრათ და ეს სივრცე მათთვის კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ. ვიღაცას კორტს ვუთმობთ, ვიღაცას ტურნირზე ვპატიჟებთ და სხვადასხვა გზით ვცდილობთ, ადამიანები ამ სპორტულ ამბავში ჩავრთოთ.

ამ მიმართულებით პადელის ფედერაციასთან თანამშრომლობაც მნიშვნელოვანია. ჩვენი მხრივ, სპორტის პოპულარიზაციას ვუწყობთ ხელს. ამაში ლოკაციაც გვეხმარება - კუს ტბას თავისი ტრეფიკი აქვს, ადამიანები მოდიან, უყურებენ თამაშებს, ინტერესდებიან და გვიკავშირდებიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ინტერესს ხელი შევუწყოთ და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ პადელში. ამ სპორტს ასაკობრივი ზღვარი პრაქტიკულად არ აქვს და ბოლო 3-4 წლის განმავლობაში სამოყვარულო დონეზე ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო.

მე არ მახსენდება, საქართველოში სხვა რომელიმე სპორტით ადამიანები ასე მასობრივად ყოფილიყვნენ გატაცებული და თავადაც აქტიურად ჩართულიყვნენ.

კუს ტბის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს - ისეთი საფარი გამოვიყენეთ, რომელიც, მაგალითად, მადრიდში არსებული HEXAGON
CUP-ის მსგავს ორგანიზაციებში გამოიყენება. ეს ტექნოლოგია ჩვენს მოთამაშეებსაც გავაცანით. ასევე, პადელში შემოვიტანეთ Premium Padel-ის კონცეფცია და ვეცადეთ, ამ ყველაფრისთვის სხვა მიმართულება და ახალი გამოცდილება მიგვეცა.
ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობაც საკმაოდ დიდია. ეს ჩვენთვის პირველი სეზონია და უკვე 50-ზე მეტი კომპანია ჩაერთო პადელის სხვადასხვა აქტივობაში. ზოგი გადაღებებს ატარებს, ზოგი ტურნირებზე საჩუქრებს არიგებს, ზოგი კი საკუთარი სახელობის ტურნირებს აკეთებს. მათ შორის იყვნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Lamborghini, Octopus, Liberty, Subway და სხვები. ფაქტობრივად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ კერძო კომპანიებთან დავმეგობრდით და დავპარტნიორდით.

ბედნიერი ვარ იმითაც, რომ კუს ტბაზე პადელმა ისეთი ადამიანები დააბრუნა, რომლებიც აქ 10-15 წლის განმავლობაში არ ყოფილან. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მგონია, რომ კუს ტბაზე რაღაც შეიცვალა - სივრცე თითქოს გაიღვიძა და ადამიანებს აქ დაბრუნების სურვილი გაუჩნდა“, - აცხადებს ბესო ხარძიანი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება

23.09.2026.10:43

Back to school კამპანიის ფარგლებში, თიბისის შეთავაზება საჯარო სკოლის პირველკლასელების ფორმებზე გრძელდება.

მხოლოდ თიბისის მოსწავლის ბარათით ფორმების ონლაინ (ვებგვერდზე - formebi.emis.ge) შეძენისას, პირველკლასელების მშობლები ქეშბექის 20%-იანი და 100%-იანი შეთავაზებებით ისარგებლებენ.

20%-იანი ქეშბექი

პირველკლასელი მოსწავლეები, რომლებიც 30 სექტემბრის ჩათვლით, თიბისის მოსწავლის ბარათით ონლაინ შეიძენენ სასკოლო ფორმებს, გადახდილი თანხის 20%-ს, მაქსიმუმ 20 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის ელექტრონული გადახდის არხით.

100%-იანი ქეშბექი

პირველკლასელი შვილების მშობლები, რომლებიც 30 სექტემბრის ჩათვლით, თიბისის ახალი სახელფასო მომხმარებლები გახდებიან და სასკოლო ფორმებს ონლაინ, მოსწავლის ბარათით შეიძენენ, გადახდილი თანხის 100%-ს, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს, ქეშბექის სახით მომენტალურად დაიბრუნებენ.

ახალ მომხმარებლად ითვლება პირი, რომელიც ამ კამპანიის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში არ იღებდა ხელფასს თიბისიში და კამპანიის დაწყებიდან 2026 წლის სექტემბრის ბოლომდე ხელფასის ჩარიცხვას თიბისის ანგარიშზე დაიწყებს.

ფორმების ონლაინ შეძენის შეთავაზებებით ჩვეულებრივ ისარგებლებენ ის მშობლებიც, ვინც ფორმები უკვე ფიზიკურად შეიძინეს და კიდევ აქვთ დარჩენილი ლიმიტი. თუ ფორმების შეძენის ლიმიტი მშობელმა უკვე ამოწურა, აღნიშნული შეთავაზებით ვეღარ ისარგებლებს.

აიღე, თიბისის მოსწავლის ბარათი მარტივად, პირდაპირ მობაილბანკიდან და ისარგებლე შენზე მორგებული შეთავაზებებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა