Playstation 5 თუ Delonghi-ს ყავის აპარატი? ალტაში ყოველი 99-ე დასაჩუქრდება
ალტას საახალწლოდ მომხმარებლებისთვის საუკეთესო შეთავაზებები და განსაკუთრებული საჩუქრები აქვს. 22 დეკემბრის ჩათვლით ალტაში ყოველი 99-ე მომხმარებელი საჩუქრად PS5-ს, ან Delonghi Magnifica S Smart ყავის აპარატს მიიღებს.
აღნიშნული საახალწლო აქცია აქტიურ ფაზაშია და დღეისათვის უკვე გამოვლენილია ათეულობით გამარჯვებული.
აქციაში მონაწილეობისთვის საჭიროა, რომ ალტაში მინიმუმ 500 ლარიანი შენაძენი გააკეთოთ.
ასევე, გარდა საჩუქრებისა, ალტაში ციფრულ და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე 50%-მდე ფასდაკლება და განსაკუთრებული შეთავაზებები ვრცელდება.
როგორც ცნობილია ალტას სარეკლამო კამპანიაში უკვე აქტიურადაა ჩართული ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე. შოთას ,,ალტავერსში’’ ,,შოთის პური’’აქვს გახსნილი, სადაც ალტავერსულ სამზარეულოში საუკეთესო საჩუქრებსა და შეთავაზებებს აცხობს ალტას მომხმარებლებისთვის. ,,ალტაში’’ აღნიშნავენ, რომე ეს კოლაბორაცია არის გრძელვადიანი და საზოგადოებას მრავალფეროვან საერთო პროექტებსა და კამპანიებს შესთავაზებენ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.