PLUS გათამაშება გრძელდება – მოიგეთ 100, 1 000 ან 10 000 ლარი
საქართველოს ბანკის PLUS გათამაშება გრძელდება და თუ მასში ახლავე ჩაერთვებით, შესაძლებლობა გექნებათ, გათამაშების ფარგლებში, ნებისმიერი გადახდისას 100, 1 000 ან 10 000 ლარი მოიგოთ.
ინფორმაციისთვის, გათამაშება 1 ივნისამდე გრძელდება.
გათამაშების პირობები
ყოველი გადახდა – მოგების შანსი
PLUS ბარათის მფლობელებისთვის მოგება ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა, რადგან იგებ მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები – გამარჯვებული შესაძლოა ნებისმიერი გადახდისას, სრულიად მოულოდნელად გახდეთ.
შენაძენის გაკეთება და PLUS ბარათით გადახდა ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ (სწრაფი კვების ობიექტებსა თუ რესტორნებში, ასევე, სუპერმარკეტებში, ბენზინგასამართ სადგურებზე და სხვა.). გარდა იმისა, რომ პრიზების მოგების შესაძლებლობა გაქვთ, PLUS ქულებსაც დააგროვებთ.
შეუკვეთეთ PLUS ბარათი და ჩაერთეთ გათამაშებაში
გათამაშებაში მონაწილეობისთვის სასურველი ნივთის შეძენისას გადახდა PLUS ბარათით უნდა შეასრულოთ. თუ ჯერ არ გაქვთ, შეუკვეთეთ ონლაინ.
ხოლო, თუ ციფრული PLUS ბარათის გააქტიურება გსურთ, მობილბანკიდან სულ რამდენიმე წამში შეძლებთ.
დამატებითი დეტალებისთვის კი შეგიძლიათ საქართველოს ბანკის ვებ-გვერდს ეწვიოთ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.