მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Pontus Rotana Resort & Spa - საქართველოში ყველაზე დიდი სასტუმრო კომპლექსი გონიოში შენდება

news image
mbc image

„პონტუს დეველოპმენტი“, რომელიც „პონტუს კაპიტალის“ შვილობილი კომპანიაა გონიოში 546 სასტუმრო ნომერზე გათვლილ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს. ახალი სასტუმრო, რომელიც ტრადიციულ არქიტექტურასა და თანამედროვე სტილს აერთიანებს, მოიცავს კერძო პლაჟს, რესტორნებს, სპა-ს, დახურულ და გარე აუზებს, ჯანმრთელობისა და ფიტნეს ცენტრს და ბავშვთა ინტერაქტიულ სათამაშო ზონას.

სასტუმროში Pontus Rotana Resort & Spa პრემიუმ სერვისს არაბეთის გაერთიანებული საამიროების კომპანია Rotana უზრუნველყოფს. Rotana-ს სასტუმროების ქსელის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და „პონტუს დეველოპმენტის“ მენეჯმენტს იმედი აქვს, რომ Pontus Rotana Resort & Spa მთელი წლის განმავლობაში დატვირთული იქნება და ინვესტიციაზე მაღალი უკუგება ენება. 

ცნობილია, რომ Pontus Rotana Resort & Spa ეს იქნება ყველაზე დიდი სასტუმრო კომპლექსი საქართველოში. სასტუმრო ექსპლუატაციაში 2027 წლიდან შევა. სასტუმრო კომპლექსში 700 ადამიანზე მეტი დასაქმდება.

„პონტუს დეველოპმენტსა“ და Rotana Hotel Management Corporation PJSC-ს ​შორის 20 წლიანი ექსკლუზიური ხელშეკრულება 2023 წლის 23 მაისს გაფორმდა.

სასტუმრო, რომელსაც სრულად „პონტუს კაპიტალი“ აფინანსებს და „პონტუს“ შვილობილი კომპანიის, Geverse Construction-ის მიერ შენდება, რომელსაც, თავის მხრივ, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება უძრავი ქონების სექტორში.

„ეს პროექტი აამაღლებს Hospitality-ს დონეს აჭარაში და გახდება სამაგალითო კოლაბორაცია ჩვენს და არაბული საამიროების სტრატეგიულ პარტნიორს შორის“, აცხადებენ „პონტუში“.

სასტუმრო აღჭურვილი იქნება  ყველანაირი საჭირო, თანამედროვე ინფრასტრუქტურით: შიდა აუზი/ გარე აუზი, სპა ცენტრი, ბიზნეს ლაუნჯი, სავარჯიშო დარბაზი, 3 რესტორანი, კაზინო, ბაღი, პარკინგი

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 71 მლნ დოლარია. პროექტის ფარგლებში 2023 წლის 31 ივლისის მდგომარეობით უკვე განხორციელებულია 8.3 მლნ დოლარის ინვესტიცია.

საერთაშორისო აეროპორტი სასტუმროდან სულ რაღაც შვიდი წუთის სავალზეა, ბათუმის ცენტრი 14 წუთის სავალზე, ხოლო თურქეთის საზღვარი 10 წუთის სავალზე.

სასტუმროს ოპერატორი  Rotana ამჟამად ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში და თურქეთში 73 სასტუმროს მართავს, რომლებიც წელიწადში 6 მილიონზე მეტ სტუმარს ემსახურება. მხოლოდ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში Rotana-ს ბიზნეს პორტფელი მოიცავს 10012 გასაღებს 36 სასტუმროში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა