მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0007
flag
AZN 1.548
-0.0009
flag
CNY 38.871
0.0045
flag
EUR 3.0089
-0.0011
flag
GBP 3.5449
0.0087
flag
KZT 55.95
0.0019
flag
TRY 0.0558
0
flag
USD 2.6315
-0.0012
news banner

Porsche-ს სპორტული ავტომობილების მიწოდებამ წლის პირველ ნახევარში 122,306 ერთეული შეადგინა

news image
mbc image

Porsche-მ 2026 წლის პირველ ნახევარში ჯამში 122,306 ავტომობილის მიწოდება განახორციელა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (146,391 ავტომობილი) შედარებით 16%-იან შემცირებას აჩვენებს. შემცირება ძირითადად შიდაწვის ძრავიანი 718-ის წარმოების დასრულებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სრულად ელექტრული Macan-ის მაღალი მოთხოვნითა და აშშ-ში ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზე საგადასახადო შეღავათების ვადის ამოწურვით არის განპირობებული.

ამავე დროს, 911 მოდელებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია. 2026 წლის პირველ ნახევარში ამ მოდელის მიწოდება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით გაიზარდა, რაც განპირობებულია როგორც სტაბილური მოთხოვნით, ისე გასულ წელს სხვადასხვა მოდიფიკაციის ეტაპობრივად ბაზარზე გამოშვებით. ყველა ხაზში შენარჩუნებული იყო მოდიფიკაციების დაბალანსებული სტრუქტურა, სადაც მნიშვნელოვანი წილი GTS, Turbo და GT ვერსიებზე მოდიოდა. მთლიანობაში, კომპანიის გაყიდვების სტრუქტურა სხვადასხვა რეგიონში კვლავ დაბალანსებული დარჩა.

„2026 წლის პირველ ნახევარში მომხმარებლებს დაახლოებით 122,000 ავტომობილი გადავეცით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალია, ის სრულად შეესაბამება ჩვენს მოლოდინებს. ივნისის ბოლოდან მომხმარებლებს უკვე ვაწვდით Cayenne Electric-ს და ჩვენი დილერული ქსელისგან მიღებული პირველი გამოხმაურება ძალიან პოზიტიურია,“ - განაცხადა Porsche AG-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულების აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, მათიას ბეკერმა.

 

 
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

20.07.2026.17:52

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და 500 Global-ის პარტნიორობით ხორციელდება და ადრეული ეტაპის ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და გლობალურ ბაზრებზე გასვლას უწყობს ხელს.

500 Global in Eurasia-ს 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა სტარტაპებს სთავაზობს ინტენსიურ სასწავლო მოდულებს, ინდივიდუალურ მენტორინგს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან, პრაქტიკულ ცოდნასა და მხარდაჭერას ბიზნესმოდელის დახვეწისა და მასშტაბირებისთვის.

პროგრამის მონაწილეები შესაძლებლობას მიიღებენ, იმუშაონ კვალიფიციურ მენტორებთან და ინვესტორებთან, გააძლიერონ საკუთარი ბიზნესის განვითარების სტრატეგია, მოემზადონ ინვესტიციების მოსაზიდად და დაამყარონ კავშირები საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებთან.

პროგრამის დასკვნით ეტაპზე ტრადიციულად დემო დღე იმართება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები საკუთარ პროდუქტებსა და მიღწეულ პროგრესს ინვესტორებს, კორპორაციული სექტორის წარმომადგენლებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს წარუდგენენ.

500 Global in Eurasia საქართველოში 2022 წლიდან, საქართველოს ბანკის, GITA-სა და 500 Global-ის პარტნიორობის ფარგლებში იმართება. ამ დროის განმავლობაში პროგრამის ათმა ნაკადმა გაიარა აქსელერაციის პროგრამა და გადამზადდა 100-ზე მეტი დამფუძნებელი და სტარტაპის წარმომადგენელი.

მეთერთმეტე ნაკადზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 2 აგვისტომდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: 

https://500.co/founders/eurasia/accelerator  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა