პორტალი ekalata.gov.ge ამოქმედდა - რა ინფორმაციას აერთიანებს პლატფორმა
პორტალი ekalata.gov.ge შექმნილია საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივის და საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, მოკლევადიანი ღონისძიებების ფარგლებში.
ღონისძიებები მოიცავს საქართველოში მოქმედ ქსელურ მარკეტებში საოჯახო კალათის ძირითად საბაზისო სასურსათო პროდუქციაზე საუკეთესო შემოთავაზებების და ფასების უზრუნველყოფას მომხმარებლებისთვის.
პორტალის მიზანია ერთიან ელექტრონულ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში თავი მოუყაროს ქსელების საუკეთესო შემოთავაზებებს და ფასების შესახებ ინფორმაციას, უზრუნველყოს მომხმარებლის ინფორმირება და ხელი შეუწყოს მომხმარებლის მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას, რაც მას მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს, ამასთანავე მხარს დაუჭერს სექტორში კონკურენციის გაძლიერებას!
ინფორმაცია განახლდება სუპერმარკეტების ქსელებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, პორტალის მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA).
სხვა სიახლეები
ამბასადორის კუნძულზე, პირველი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა
24.06.2026.12:01
ამბასადორი აილენდ ბათუმის პირველი შენობა-ნაგებობა, რომელიც თავისი არსით ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს, მშენებლობის ახალ ეტაპზე გადავიდა. მრავალფუნქციური კომპლექსი აერთიანებს: საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, ვერტოდრომს, გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრებსა და ბრენდულ ბუტიკურ მაღაზიებს. შენობაში განთავსებული აპარტამენტების ინტერიერის დიზაინზე იტალიურმა კომპანია, D73-მა იმუშავა.
ხელოვნურ ნახევარკუნძულზე მაღლივი შენობის სტრუქტურული სიმყარისა და გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკური საშუალებები გამოიყენება, რომელთა ინტეგრირებითაც, ნაგებობის სტრუქტურული საიმედოობისა და მდგრადობის უზურნველსაყოფად, საძირკვლის ხიმინჯების სიღრმე 65 მეტრს აღწევს.
ამჟამად, სამშენებლო სამუშაოები +6.00 მეტრის ნიშნულზე მიმდინარეობს: ჩასხმულია პარკინგის ზონის ვერტიკალური საყრდენები (სვეტები) და ლიფტის შახტების კედლები. პარალელურად, მესამე დონისთვის ყალიბის მოწყობისა და არმირების სამუშაოები გრძელდება. უშუალოდ, პირველი ცათამბჯენის სამშენებლო მოედანზე კი, საძირკვლის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ასეთი მაღალი ტემპითა და ვადების წინსწრებით განხორციელება კიდევ ერთ, ნათელ დასტურს წარმოადგენს, რომ შავი ზღვის ყველაზე ინოვაციური პროექტი საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვითა და განვითარების განსაკუთრებული დინამიკის საუცხოო კომბინაციით სრულდება.
სატესტო სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ, მაღლივი შენობისთვის გათვალისწინებული ხიმინჯებიდან პირველი 35 უკვე მოწყობილია. საძირკვლის სამუშაოების დაწყებას წინ უძღოდა სპეციალური სატესტო ხიმინჯების მოწყობისა და ლაბორატორიული შემოწმების სრული ციკლი.
ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტს, განვითარების უპრეცედენტო დინამიკა გამოარჩევს. პროექტის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად უსწრებს თავდაპირველ გრაფიკს და საინვესტიციო ვალდებულებებს 5 წლის წინსწრებით ასრულებს. შავ ზღვაში ფორმირებული 48 ჰექტარი მიწის ფართობი უკვე ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში. ამჟამად პროექტი აქტიურად გადადავიდა ახალ, მიწისზედა სამშენებლო სამუშაოებზე, რაც კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს პროექტის მასშტაბსა და განვითარების დინამიკას.