მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.7
-0.0012
flag
AZN 1.5665
-0.0007
flag
CNY 39.243
-0.0124
flag
EUR 3.0683
-0.0329
flag
GBP 3.5518
-0.0382
flag
KZT 54.79
0.0006
flag
TRY 0.0578
0
flag
USD 2.6625
-0.0013
news banner

პოზიტიური შედეგები, ახალი პროექტები ამერიკისა და ევროპის ბაზრებიდან - „ლინეიტი“ პირველ კვარტალს აფასებს

news image
mbc image

„ლინეიტი“ არის ამერიკაში დაფუძნებული საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის  კომპანია, რომელსაც 20 წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი, თორნიკე სულაბერიძე, Business Insider Georgia-სთან 2026 წლის პირველ კვარტალს აფასებს.

„პირველი კვარტლის შეფასება საკმაოდ პოზიტიურია. გავფართოვდით და ახალი პროექტები წამოვიღეთ როგორც ამერიკის, ასევე ევროპის ბაზრებიდან. ხელოვნური ინტელექტის მიმართულებითაც დადებითი ტენდენციები შეინიშნება - ამ კუთხით არაერთი პროექტი განვახორციელეთ.

აღსანიშნავია, რომ ახალი შესაძლებლობებიც აქტიურად ჩნდება. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ახალი ბიზნესის მოზიდვაზე, რათა ხელოვნური ინტელექტის პროექტები განვახორციელოთ, ასევე ორგანიზაციის შიგნით AI გადაწყვეტების დანერგვაზე. პარალელურად, ვცდილობთ მთელ გუნდს შევუწყოთ ხელი, რომ ყოველდღიურ პროცესებში აქტიურად გამოიყენონ და ინტეგრირება მოახდინონ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების “, - ამბობს თორნიკე სულაბერიძე.

„ინფორმაციისთვის, „ლინეიტის“ სათაო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს. კომპანია ამჟამად ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 150 თანამშრომელს ასაქმებს, ხოლო საერთაშორისო მასშტაბით 300-მდე თანამშრომელს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკს EBRD-ისგან განახლებადი ჰიდროენერგიის მიმართულებით წლის მწვანე ვაჭრობის განვითარების კატეგორიის ჯილდო გადაეცა

08.06.2026.18:13

საქართველოს ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან (EBRD) წლის მწვანე ვაჭრობის განვითარებისთვის ჯილდო გადაეცა, განახლებადი ჰიდროენერგიის კატეგორიაში, განახლებადი ენერგიის პროექტის დაფინანსებისა და საჭირო აღჭურვილობის იმპორტის ფინანსირების პროცესში შეტანილი წვლილისათვის.

EBRD-ის “წლის მწვანე შეთანხმების” ჯილდო ისეთი ბანკების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც გამორჩეულ როლს ასრულებენ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. ამასთან, გამორჩეული წვლილი შეაქვთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის საოპერაციო რეგიონებში მწვანე ტექნოლოგიებითა და მდგრადი მასალებით ვაჭრობაში.

“საქართველოს ბანკისთვის, როგორც მწვანე დაფინანსების მიმართულებით საქართველოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარება და მდგრადი ვაჭრობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია. აღნიშნული აღიარება კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს მიზანს, მდგრადი ფინანსირების და ვაჭრობის დაფინანსების გზით შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება ჩვენი მომხმარებლებისთვის, ეკონომიკისთვის და გარემოსთვის. ჩვენ ვაგრძელებთ EBRD-თან მჭიდრო თანამშრომლობას და ახალი მწვანე ინიციატივების განხორციელებას”, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

მდგრადი ფინანსური ინიციატივებისა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი აგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოში გარემოსდაცვით მდგრადობას, განახლებადი ენერგიის განვითარებასა და მწვანე ტექნოლოგიების წინსვლას უწყობენ ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა