მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პრაქტიკაში გამოცდილი ავტონაწილები და მრავალპროფილური ავტოსერვისი ერთ სივრცეში: გამოცდილება, რომელიც „გიანთი მოტორსის“ უპირატესობას ქმნის

news image
mbc image

„გიანთი მოტორსი“ სატვირთო ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისა და ავტონაწილების კომპანიაა, სადაც პრაქტიკაში გამოცდილი პროდუქცია, სპეციალიზებული ავტოსერვისი და კვალიფიციური გუნდი ერთ სივრცეში ერთიანდება.

„გიანთი მოტორსის“ შექმნის ისტორია „გიანთი ლოჯისტიკსის“ მრავალპროფილური სატვირთო ავტოპარკის მომსახურებიდან იწყება. ავტოპარკის გაფართოებასთან ერთად იზრდებოდა ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საჭიროებაც, რამაც სპეციალიზებული გუნდის შექმნა განაპირობა. მისი ამოცანა ტექნიკის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი, გაუმართაობის დროული გამოვლენა და შესაბამისი სამუშაოების პროფესიულად შესრულება იყო.

სხვადასხვა ტიპის სატვირთო ტექნიკასთან ყოველდღიურმა მუშაობამ გუნდს შესაძლებლობა მისცა, პრაქტიკაში შეესწავლა შეკეთების თავისებურებები და შეეფასებინა სხვადასხვა ავტონაწილის ხარისხი, გამძლეობა და მუშაობის რესურსი.
ამ პროცესში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ეტაპობრივად სრულფასოვან ბიზნესმიმართულებად ჩამოყალიბდა. დღეს „გიანთი მოტორსი“ ემსახურება როგორც ცალკეულ მძღოლებს, ისე კომპანიებს, რომლებიც ფლობენ ან მართავენ სატვირთო ავტოპარკებს.

რა გამოცდილება აქვს „გიანთი მოტორსის“ გუნდს სატვირთო ავტომობილებთან მუშაობის მიმართულებით და რა ტიპის ტექნიკასთან მუშაობის პრაქტიკა დაუგროვდა კომპანიას?

„გიანთი მოტორსის“ გუნდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც სტანდარტულ სატვირთო ავტომობილებთან, ისე განსხვავებული დანიშნულებისა და კონფიგურაციის ტექნიკასთან მუშაობის მიმართულებით. მრავალფეროვან ტექნიკასთან ყოველდღიურმა შეხებამ გუნდს ისეთი პრაქტიკული ცოდნა დაუგროვა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იშვიათად გვხვდება.

გუნდს აქვს დიდი მოცულობის ტექნიკური სამუშაოების მოკლე ვადებში ორგანიზებისა და შესრულების გამოცდილებაც. სპეციალისტები მუშაობენ როგორც გავრცელებულ გაუმართაობებზე, ისე იშვიათ და რთულ შემთხვევებზე, რომლებიც სპეციფიკურ ცოდნას, სწორ ტექნიკურ მიდგომასა და შესაბამის აღჭურვილობას მოითხოვს.

„გიანთი მოტორსი“ მუდმივად ზრუნავს გუნდის პროფესიულ განვითარებაზე. სპეციალისტები გადიან სწავლებებს, იმაღლებენ კვალიფიკაციას და მონაწილეობენ სერტიფიცირების პროცესებში. მრავალწლიანი გამოცდილება და თანამედროვე ტექნიკური ცოდნა გუნდს სხვადასხვა სირთულის სამუშაოს ხარისხიანად შესრულების შესაძლებლობას აძლევს.

რა პრინციპით არჩევთ „გიანთი მოტორსის“ ასორტიმენტში წარმოდგენილ ავტონაწილებს და როგორ აფასებთ მათ ხარისხს, გამძლეობასა და ექსპლუატაციის რესურსს?

„გიანთი მოტორსის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა პრაქტიკაში გამოცდილი ასორტიმენტია. მაღაზიაში წარმოდგენილი ავტონაწილები და ტექნიკური პროდუქტები „გიანთი ლოჯისტიკსის“ სატვირთო ავტომობილების მომსახურებისას გამოიყენება, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, რეალურ სამუშაო პირობებში შეაფასოს მათი ხარისხი, გამძლეობა და ექსპლუატაციის რესურსი. შესაბამისად, ასორტიმენტის შერჩევა ეფუძნება არა მხოლოდ მწარმოებლის მონაცემებს, არამედ რეალურ სამუშაო პირობებში მიღებულ გამოცდილებასაც.

„გიანთი მოტორსის“ მაღაზიაში წარმოდგენილია როგორც ორიგინალი ავტონაწილები, ისე ხელმისაწვდომი ფასის ალტერნატივები. ასორტიმენტი მოიცავს ძრავის, სავალი ნაწილის, შასისა და სამუხრუჭე სისტემის ნაწილებს, ზეთებსა და ფილტრებს, საცხებ-საპოხ მასალებს, საბურავებს, აკუმულატორებს, ანტიფრიზს, AdBlue-ს, სამუხრუჭე ხუნდებსა და სხვა საექსპლუატაციო პროდუქტებს.

რა ტიპის სპეციალიზებული ხელსაწყოები და ტექნიკური აღჭურვილობა აქვს „გიანთი მოტორსს“ და რა შესაძლებლობებს გაძლევთ ეს ტექნიკური ბაზა?

სატვირთო ავტომობილების რთული სარემონტო სამუშაოების შესრულება შესაბამის ცოდნასა და სპეციალიზებულ პროფესიულ აღჭურვილობას მოითხოვს. „გიანთი მოტორსის“ ტექნიკური ბაზა კი მოიცავს სპეციალიზებულ და იშვიათ ხელსაწყოებს, მათ შორის ისეთ აღჭურვილობას, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ფართოდ გავრცელებული არ არის და რომლის გამოყენებაც შესაბამის ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას მოითხოვს.

ტექნიკური მომსახურება მოიცავს კომპიუტერულ და ელექტრონულ დიაგნოსტიკას, ელექტრონული სისტემების პროგრამირებას, გაუმართაობის მიზეზის დადგენას, ძრავის, სავალი ნაწილისა და შასის დეტალების შეკეთებასა და შეცვლას, ზეთისა და ფილტრების შეცვლას, სამუხრუჭე სისტემის მომსახურებასა და ხუნდების შეცვლას.
სპეციალიზებული აღჭურვილობა და სატვირთო ავტომობილებთან მუშაობის გამოცდილება გუნდს საშუალებას აძლევს, შეასრულოს როგორც სტანდარტული ტექნიკური მომსახურება, ისე რთულ კვანძებსა და სისტემებთან დაკავშირებული სარემონტო სამუშაოები.

რა უპირატესობას აძლევს მომხმარებელს ავტონაწილების მაღაზიისა და ტექნიკური სერვისის ერთ სივრცეში გაერთიანება?

„გიანთი მოტორსი“ ერთ სივრცეში აერთიანებს ავტონაწილების მაღაზიასა და სატვირთო ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას. ტექნიკის მდგომარეობის შეფასების შემდეგ გუნდი განსაზღვრავს საჭირო სამუშაოებს, არჩევს შესაბამის ავტონაწილებს, ასრულებს მათ მონტაჟს და ამოწმებს მიღებულ შედეგს.

ამ ფორმატის მთავარი უპირატესობა პროცესის სრული კოორდინაციაა. მომხმარებელს არ უწევს გაუმართაობის მიზეზის ერთ კომპანიაში დადგენა, საჭირო ნაწილის სხვაგან მოძიება და მონტაჟის ცალკე ორგანიზება. ველა ეტაპი ერთ სივრცეში სრულდება, რაც ამცირებს სხვადასხვა მომწოდებელსა და სერვისს შორის კოორდინაციის საჭიროებას, ზოგავს დროს და ტექნიკური სამუშაოების პროცესს ამარტივებს.

„გიანთი მოტორსი“ მუშაობს როგორც სატვირთო ავტომობილების მძღოლებთან, ისე კომპანიებთან, რომლებიც ფლობენ ან მართავენ სატვირთო ავტოპარკებს. მომსახურება მოიცავს გაუმართაობის მიზეზის დადგენასა და აღმოფხვრას, გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, პერიოდულ შემოწმებას და საჭირო ავტონაწილებითა და საექსპლუატაციო პროდუქტებით მომარაგებას.

როგორია „გიანთი მოტორსის“ განვითარების გეგმები და რა მიმართულებით აპირებთ მომსახურებისა და ავტონაწილების ასორტიმენტის გაფართოებას?

„გიანთი მოტორსის“ განვითარების მიზანია, კიდევ უფრო მეტ სატვირთო ავტომობილსა და ავტოპარკს ჰქონდეს წვდომა პროფესიულ სერვისზე, რომელიც საქართველოში იშვიათად არის ხელმისაწვდომი. კომპანია გააფართოებს სხვადასხვა ფასის სეგმენტის ავტონაწილების ასორტიმენტს, რათა მომხმარებელმა საკუთარი საჭიროებისა და ბიუჯეტის შესაბამისი ხარისხიანი პროდუქცია შეარჩიოს.

ტექნიკური შესაძლებლობების, გუნდის კვალიფიკაციისა და მომსახურების მასშტაბის ზრდით „გიანთი მოტორსი“ ქმნის სატვირთო ავტომობილების მომსახურების ახალ სტანდარტს, რომელიც ეფუძნება რეალურ გამოცდილებას, პროფესიულ მიდგომასა და შესრულებული სამუშაოს ხარისხს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა