მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„პრაქტიკული სწავლების ცენტრი“ სამართლის მიმართულებით სასწავლო პროგრამების გაფართოებას გეგმავს

news image
mbc image

„პრაქტიკული სწავლების ცენტრი“ 2019 წლიდან საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მსმენელებს პრაქტიკაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. ცენტრში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამართლის მიმართულებით პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადებას. რა მიმართულებებზე იზრდება მოთხოვნა, როგორ პასუხობს ცენტრი მსმენელების საჭიროებებს და რა გეგმები აქვს წლის დარჩენილი პერიოდისთვის ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს პრაქტიკული სწავლების ცენტრის დირექტორი ელისაბედ შენგელია ესაუბრა.

როგორ შეიცვალა მოთხოვნა სამართლებრივ განათლებასა და პრაქტიკულ კურსებზე? რა მიმართულებებზეა ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ინტერესი?

ჩვენი დაკვირვებით, მსმენელებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ისეთი ცოდნის მიღება, რომელსაც ისინი სწავლის დასრულებისთანავე გამოიყენებენ სამსახურში, პროფესიულ საქმიანობაში ან საკვალიფიკაციო გამოცდაზე. თეორიული საფუძვლები, რა თქმა უნდა, აუცილებელია, თუმცა დღეს ადამიანები უფრო ხშირად კითხულობენ, როგორ უკავშირდება ეს ცოდნა რეალურ სამუშაოს, რა პრაქტიკულ უნარებს შეიძენენ და რა ტიპის საკითხების გადაწყვეტას შეძლებენ დამოუკიდებლად.

ამ ეტაპზე განსაკუთრებით დიდ ინტერესს ვხედავთ იმ მიმართულებების მიმართ, რომლებიც დასაქმებასა და პროფესიულ წინსვლასთან პირდაპირ არის დაკავშირებული: პროკურატურის სტაჟიორისა და გამომძიებლის მისაღები გამოცდებისთვის მომზადება,



ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, შრომის სამართალი და სამეწარმეო სამართალი. ამასთან, ინტერესი იზრდება ინტელექტუალური საკუთრების სამართლისა და პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო გამოცდის მიმართაც.



რა ფაქტორები განაპირობებს დღეს მსმენელების არჩევანს და რა არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კურსის შერჩევისას?

კურსის არჩევისას მსმენელები ყურადღებას აქცევენ რამდენიმე საკითხს: ვინ უძღვება სწავლებას, რამდენად უკავშირდება პროგრამა პრაქტიკას, რა მასალებს მიიღებენ და შეესაბამება თუ არა კურსი მათ კონკრეტულ მიზანს - გამოცდის ჩაბარებას, ახალი მიმართულების შესწავლას თუ სამსახურში ცოდნის გაღრმავებას.

ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ტრენერის კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილებაა. PLC-ში სასწავლო პროცესს უძღვებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც შესაბამის სფეროში პრაქტიკულ საქმიანობას ეწევიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ტრენერი მხოლოდ თეორიულ ცოდნას კი არ ფლობდეს, არამედ შეეძლოს თავისი გამოცდილების გაზიარება და რთული საკითხების მსმენელისთვის გასაგებად გადმოცემა.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კურსის შინაარსი მხოლოდ ზოგად მიმოხილვად არ დარჩეს. მსმენელს უნდა ესმოდეს, რაში გამოადგება მიღებული ცოდნა და როგორ გამოიყენებს მას რეალურ პროფესიულ სიტუაციაში. ამიტომაც ვცდილობთ, სასწავლო პროცესი ავაგოთ პრაქტიკოსი სპეციალისტების გამოცდილებაზე, კონკრეტული მაგალითების განხილვასა და იმ მასალებზე, რომლებიც მსმენელს შემდგომ საქმიანობაშიც დაეხმარება.

რამდენად მნიშვნელოვანია სამართლის სფეროში პრაქტიკული გამოცდილების მიღება და რა შესაძლებლობებს აძლევს თქვენი კომპანია მსმენელებს ამ მიმართულებით?

სამართალში თეორიის ცოდნა აუცილებელია, მაგრამ პროფესიული უნარები მხოლოდ ნორმების დამახსოვრებით არ ყალიბდება. მნიშვნელოვანია, ადამიანმა შეძლოს სამართლებრივი საკითხის გაანალიზება, შესაბამისი ნორმის გამოყენება, დოკუმენტის შედგენა და საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად ჩამოყალიბება.

პრაქტიკული სწავლების ცენტრში ვცდილობთ, ეს კომპონენტები სასწავლო პროცესის ნაწილად ვაქციოთ. კურსების ფარგლებში განვიხილავთ პრაქტიკულ მაგალითებსა და სამართლებრივ შემთხვევებს, ვმუშაობთ დოკუმენტებზე და მსმენელებს ვუზიარებთ პროფესიულ გამოცდილებას. მაგალითად, შრომის სამართლის კურსზე მსმენელები მუშაობენ ხელშეკრულებების, შიდა აქტებისა და საკონტროლო სიების ნიმუშებთან. გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებში კი ყურადღებას ვამახვილებთ არა მხოლოდ მასალის ცოდნაზე, არამედ საკითხების გააზრებასა და ტესტურ თუ პრაქტიკულ დავალებებზე მუშაობაზე.

რა ახალი კურსების ან პროგრამების დამატებაზე მუშაობთ ამ ეტაპზე და რა არის „პრაქტიკული სწავლების ცენტრის“ მთავარი გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?

ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სრულ კურსს, რომელიც პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ პროგრამასაც მოიცავს. გვინდა, კურსი სასარგებლო იყოს როგორც გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საფუძვლიანად შესწავლა აინტერესებთ.

წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი მიზანია, მსმენელებს შევთავაზოთ ხარისხიანი და პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამები, გავაძლიეროთ არსებული კურსები და გავაფართოოთ მიმართულებები, რომლებზეც პროფესიული მოთხოვნა იზრდება. PLC-ისთვის მნიშვნელოვანია, სწავლება მხოლოდ ინფორმაციის გადაცემას არ ნიშნავდეს. ჩვენი მიზანია, მსმენელს ცოდნასთან ერთად მისი გამოყენების თავდაჯერებაც მივცეთ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა