მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი" ფინალისტები ცნობილია

news image
mbc image

განათლების კოალიციასა და ლიბერთის შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი" ფინალისტები დასახელდნენ.

ფინალისტები პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი'" ჟიურის წევრებმა დაასახელეს. ესენი არიან:

  • მაკა ბუდაღაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ეკატერინე შვანგირაძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • საბა მელისკაური, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მარეხი მერკვილაძე, თბილისის მიხეილ გრუშევსკის სახელობის N41 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • მარიამ მჭედლიძე, თბილისის მიხეილ გრუშევსკის სახელობის N41 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მარინე კვარაცხელია, აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • თინათინ გიორგაძე, ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ეკატერინე ქუთათელაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • გიორგი ჭაუჭიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქვეშის საჯარო სკოლის და კერძო სკოლის ,,დავითიანი - მარინა გორშკოვა" ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მარინე წიკლაური, თბილისის N147 საჯარო სკოლისქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მარიამ ღვინჯილია, რუსთავის N21 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი'

„პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი" მიზანია გამოვავლინოთ საინტერესო, გამორჩეული სწავლების მიდგომები, მეთოდები თუ სასწავლო პროექტები და წარმოვაჩინოთ მათი ავტორი პედაგოგები. ასევე, გვსურს ხელი შევუწყოთ მასწავლებლებს შორის ამ მიმართულებით პროფესიული  გამოცდილების გაზიარებას და განვითარებას. თუმცა, იმავდროულად გვინდა წავახალისოთ აკადემიური წრეების წარმომადგენლები თუ სხვა დაინტერესებული პირები, რათა გააქტიურდეს დიალოგი თემაზე თუ როგორი უნდა იყოს „ვეფხისტყაოსნის" სწავლების თანამედროვე პარადიგმა, როგორ შეიძლება ნაწარმოები ეხმიანებოდეს ჩვენი დროების და ახალი თაობის გამოწვევებს, როგორ შეიძლება ეს წიგნი მეტად დაგვეხმაროს თავისუფალი  და დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერებაში და ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების რეალიზებაში."- განაცხადა განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ.

 

პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი" სამი გამარჯვებული, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე დაჯილდოვდება.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, პრემიის მფლობელ პედაგოგებს წარუდგენს და გააცნობს საზოგადოებას და უზრუნველყოფს გამორჩეული პრაქტიკების გავრცელებას მასწავლებელთა ფართო წრეებში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა