მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

პრემიუმ ბრენდები და ინოვაციური პროდუქტები - როგორია Funky Brands-ის სიახლეები და სამომავლო გეგმები

news image
mbc image

Funky Brands არის სტარტაპ კომპანია, რომელიც დაარსების დღიდან ცდილობს ქართველ მომხმარებელს FMCG კატეგორიაში შესთავაზოს საინტერესო, გამორჩეული და ხარისხიანი საერთაშორისო ბრენდები. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia Funky Brands-ის დამფუძნებელს, გიგა დემეტრაშვილსა და მარკეტინგის მენეჯერს, ანა ოკუჯავას ესაუბრა.

როგორია Funky Brands-ის განვითარების მიმდინარე ეტაპი და რა სიახლეები
შესთავაზეთ მომხმარებლებს ბოლო პერიოდში?

ბრენდის შერჩევის პროცესი ჩვენთვის განსაკუთრებით დელიკატურია და მოითხოვს ბევრი მნიშვნელოვანი გარემოების გათვალისწინებას. მთავარ პრიორიტეტად კი ყოველთვის რჩება დარწმუნება იმაში, რომ პროდუქტი მომხმარებელმა კარგად მიიღოს და რეალური ღირებულება შექმნას მის ყოველდღიურ გამოცდილებაში.

პირველი ბრენდი, რომელიც ქართულ ბაზარს გავაცანით, იყო Franui არგენტინიდან, მარტივი და ამავდროულად დახვეწილი კონცეფციით: პრემიალური შოკოლადის ორ ფენაში ამოვლებული ცოცხალი ჟოლო. პროდუქტმა მალევე მოიპოვა დიდი პოპულარობა და გახდა ბევრი მომხმარებლის ფავორიტი. ამ პოზიტიურმა უკუკავშირმა და მაღალმა ინტერესმა მოგვცა სტიმული, რომ გაგვეგრძელებინა უნიკალური ბრენდების აღმოჩენა და შემოტანა. დღეს კი სიამაყით წარმოვადგენთ ოთხ საერთაშორისო ბრენდს საქართველოს ბაზარზე.

Brite - ფუნქციური, ჯანსაღი ენერგეტიკული და ნოოტროპული სასმელი, ჩვენი პორტფელის მეორე ბრენდია, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სავარჯიშო გარემოში, განსაკუთრებით ფიტნეს დარბაზებში.

ასევე შემოვიტანეთ ალტერნატიული რძეების წამყვანი ბრენდი - Natrue ესპანეთიდან. მცენარეული სასმელების ეს ბრენდი მომხმარებელს რძის ბუნებრივ ალტერნატივას სთავაზობს ხელოვნური დანამატების გარეშე.

ყველაზე ახალი ბრენდი კი Le Tribute-ია, რომელიც ჩვენს პორტფელში ყველაზე განსხვავებულ მიმართულებას წარმოადგენს. ბრენდმა საქართველოში თავისი პირველი ნაბიჯები ცნობადობის გასაზრდელად ვისკის ფესტივალზე გადადგა, სადაც რამდენიმე ალკოჰოლურ ბრენდთან ერთად კოლაბორაციის ნაწილი გახდა.

თუმცა, ბრენდების განვითარებისთვის მხოლოდ წარმომადგენლობა საკმარისი არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მუდმივი განვითარება და მომხმარებლისთვის ახალი გამოცდილებების შეთავაზება.

ამასთან, Funky Brands-ის მთავარი სიახლეა ახალი ესპანური ბრენდი - Le Tribute- ბაზარზე წარვადგინეთ ახალი პრემიუმ ხაზის ტონიკი. Le Tribute პრემიუმ დიზაინით და დახვეწილი გემოვნური თვისებებით სრულად ცვლის წარმოდგენას ტონიკზე, ქმნის ახალ გამოცდილებას, რაც ამ მხრივ არ არსებობს. ამ ეტაპზე ტონიკი წარმოდგენილია 4 გამორჩეული სახეობით:

• Tonic water,
• Ginger ale,
• Ginger beer,
• Pink Grapefruit.

მასობრივი ტონიკების სინთეტიკური არომატიზატორებისგან განსხვავებით, Le Tribute-ის უნიკალური გემო ნამდვილი "ლიმონის ბალახის" (Lemongrass) დისტილაციისა და ეკვადორიდან მოპოვებული 100%-ით ნატურალური ქინინისგან მოდის. ასევე, Pink grapefruit-ის შემთხვევაში, ბაზა ნატურალური გრეიფრუტის წვენია, Ginger ale&beer-ის შემთხვევაში კი, ნატურალური ჯინჯერი.

ტონიკები ხშირად გადატვირთულია შაქრით და ფარავს პრემიუმ ალკოჰოლის გემოს. Le Tribute კი შეიცავს ნატურალური ლერწმის შაქარს დაბალანსებული დოზით, რაც ხაზს უსვამს და მაგალითისთვის არ "კლავს" ძვირადღირებული ალკოჰოლის არომატს.

მომხმარებლისთვის ნაცნობ ბრენდებშიც გვაქვს სიახლეები. Franuí-ს ხაზში ახალ გემოს - Pink-ს ვამატებთ, რომელიც, დარწმუნებულები ვართ, ყველას შეუყვარდება. მის დაგემოვნებას პირველად ექსკლუზიურად Bresh-ის წვეულებაზე შეეძლებთ, რომელიც 29 მაისს არის დაგეგმილი, ხოლო შერჩეულ მაღაზიათა ქსელებსა და მიტანის სერვისების პლატფორმებზე ახალ გემოს 1 ივნისიდან იხილავთ.

ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად, Natrue-ს რძეთა ასორტიმენტს ერთ-ერთი გამორჩეული გემო, შვრიის რძე ფსტის არომატით ემატება. განსაკუთრებით გემრიელია ყავასთან მისართმევად, თუმცა ცალკე დაგემოვნებულიც არავის დატოვებს გულგრილს. გვიხარია, რომ ხარისხიანი პროდუქტი შემოგვაქვს ბაზარზე, რომლის ხარისხზე თავად პროდუქტი მოწმობს.

როგორ ფართოვდება კომპანიის ასორტიმენტი და რომელ პროდუქტებზეა დღეს ყველაზე მაღალი მოთხოვნა?

ჩვენ არ ვჩერდებით სტანდარტულ გემოებსა და ჩვეულებრივ პროდუქტებზე. ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ ინოვაციური და განსხვავებული გამოცდილება, ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ ასორტიმენტის გაფართოებაზე, რათა ჩვენი პორტფელი მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს. მოთხოვნის მიხედვით კი ჩვენი უპირობო ლიდერი Franuí არის. ბრენდმა უკვე მყარად დაიმკვიდრა პოზიცია სნექების სეგმენტში და დღეს ჩვენი პორტფელის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. განსაკუთრებით გვახარებს ის ემოციური კავშირი, რომელიც მომხმარებლებს ამ ბრენდთან აქვთ შექმნილი და გვჯერა, რომ Franuí-ს თითოეულ სიახლეს ჩვენი “ფრანატიკები” მომავალშიც მუდამ ენთუზიაზმით შეხვდებიან.

რამდენად შეიცვალა მომხმარებლის დამოკიდებულება პრემიუმ დესერტებისა და მსგავსი ტიპის პროდუქტების მიმართ ბოლო წლებში?

ვფიქრობთ, ბოლო წლებში მომხმარებლის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ეს ძალიან ჯანსაღი ტენდენციაა. დღეს ადამიანები ბევრად მეტად აქცევენ ყურადღებას პროდუქტის ხარისხს, შემადგენლობასა და ნუტრიციულ ღირებულებას. თუ ადრე ტკბილეული ხშირად ასოცირდებოდა მაღალ კალორიულობასთან და არაჯანსაღ არჩევანთან, დღეს სულ უფრო პოპულარული ხდება ისეთი ალტერნატივები, რომლებიც გემოსთან ერთად ხარისხიან და შედარებით ჯანსაღ გამოცდილებასაც სთავაზობს მომხმარებელს.

სწორედ ამ მიმართულებას პასუხობს Franuí-ც, რომლის მთავარი ინგრედიენტი ცოცხალი ჟოლოა. პროდუქტი აერთიანებს როგორც დესერტის გამოცდილებას, ისე ბუნებრივ და ხარისხიან ინგრედიენტებს, რაც, ჩვენი დაკვირვებით, თანამედროვე მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

მომხმარებლის ინტერესისა და მოთხოვნის ზრდის ფონზე, რა მიმართულებებზე
აკეთებთ ძირითად აქცენტს 2026 წელს?

ვფიქრობთ ფუნქციური სასმელების, ჯანსაღი “სნექის” და ზოგადად განსხვავებული ინგრედიენტებით შემდგარი ბრენდების წილი რითეილში და ჰორეკაში მომავალ წლებში აუცილებლად გაიზრდება. ჩვენ ვამჩნევთ რომ მომხმარებელი ბევრად უფრო ინფორმირებულია მიმდინარე ტრენდებზე და არ სურს მხოლოდ სტანდარტული, არაჯანსაღი და მოსაწყენი პროდუქციის მოხმარება. ჩვენ გვინდა რომ ქართველ
მომხმარებელს ამ პრობლემის გადაჭრაში დავეხმაროთ.

როგორ გეგმავთ ბრენდის გაფართოებას და რა არის Funky Brands-ის მთავარი
სამომავლო გეგმები?

ამჟამად, აქტიურად ვართ ჩართული იმ პროცესში, რომ ჰორეკა სექტორში დავიმკვიდროთ თავი. გვაქვს დაგეგმილი მრავალი ღონისძიება და ვიმედოვნებთ, რომ ახალი განსაკუთრებული პროდუქტები ჩვენს მოლოდინებს გაამართლებს.

მუდმივად ვაკვირდებით ბაზრის ტენდენციებსა და მომხმარებლის ინტერესებს, რათა ჩვენი პორტფელი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ინოვაციური გავხადოთ.

პარალელურად, კომპანიის ზრდასთან ერთად, იზრდება ჩვენი გუნდიც. გვინდა, შევქმნათ ძლიერი და შემოქმედებითი გარემო, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მასშტაბური პროექტები და საინტერესო კოლაბორაციები განვახორციელოთ.

ზოგადად, Funky Brands-ის განვითარება მუდმივ მოძრაობასა და სიახლეებზეა დაფუძნებული. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ყოველთვის შევთავაზოთ ახალი გამოცდილება და ბრენდები, რომლებიც ქართულ ბაზარზე გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ინფრასტრუქტურის გაფართოება და ახალი პროექტები - რა გეგმები აქვს „ედის დაჩას“

05.10.2026.12:00

წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ედის დაჩა“ სტუმრებს ისტორიულ სახლში დასვენებისა და თანამედროვე კომფორტის შეთავსების შესაძლებლობას სთავაზობს. ობიექტი კანიონის პირას განთავსებული ეკო-კოტეჯებით, ღია თერმული აუზითა და კლდეში გამოკვეთილი საუნებით გამოირჩევა. Business Insider Georgia-სთან სასტუმროს დამფუძნებელი ედვარდ მკრტიჩიანი ობიექტის  განვითარების მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

როგორ შეაფასებდით ზაფხულის სეზონს და როგორი იყო ობიექტის დატვირთვა?

ზაფხულის სეზონს საკმაოდ დადებითად შევაფასებდით - ობიექტის დატვირთვა მაღალი იყო. ამ წარმატებაში დიდი როლი ითამაშა ინფრასტრუქტურის გაფართოებამ: დავამატეთ სრულიად ახალი კონცეფციის ეკო-კოტეჯები კანიონის პირას, freestanding აბაზანებითა და პანორამული ხედებით, რამაც ახალი, პრემიუმ სეგმენტი მოგვიზიდა.

თუმცა, მოლოდინი კიდევ უფრო მაღალი იყო. რეგიონში შექმნილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ (ისრაელ-ირანის კონფლიქტმა) გარკვეული გავლენა იქონია და ისრაელიდან შემოსული ჯავშნების ნაწილის გაუქმება გამოიწვია.

⁠როგორი იყო ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების წილი და რომელი ქვეყნებიდან იყო ყველაზე მეტი ვიზიტორი?

გასულ წელს თუ სტუმრების 95%-ს უცხოელი ტურისტები შეადგენდნენ და მხოლოდ 5% იყო ადგილობრივი, წელს ეს თანაფარდობა შეიცვალა - 80% უცხოელი და 20% ადგილობრივი მომხმარებელი.

ადგილობრივი სეგმენტის ზრდა განაპირობა ჩვენმა უნიკალურმა ინფრასტრუქტურამ: 24/7-ზე მომუშავე ღია თერმულმა აუზმა (36–38°C), კლდეში გამოკვეთილმა საუნებმა და ახალმა ლუქს-კოტეჯებმა.

⁠როგორია შემოდგომის სეზონის ჯავშნები, რა ტენდენციას ხედავთ ამ სეზონზე და რა მოლოდინები გაქვთ?

მთავარი ტენდენცია: დღეს ტურიზმი დიდ ტრანსფორმაციას განიცდის. თუ ადრე მოგზაურები სტანდარტულ 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს ირჩევდნენ, ახლა უპირატესობას ანიჭებენ ავთენტურ, ემოციურ ტურიზმს - სურთ ადგილობრივი ისტორიის შეგრძნება, ბუნებასთან სიახლოვე და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. ჩვენი სტუმრების 95% ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს და სწორედ ასეთ შთაბეჭდილებებს ეძებს.

ჩვენი კონცეფციის სისწორეს Booking.com-ის შეფასებებიც ადასტურებს - 317 რევიუს საფუძველზე გვაქვს უმაღლესი რეიტინგი: 9.5.

⁠რა მიმართულებით ვითარდება „ედის დაჩა“ (ინფრასტრუქტურის, სერვისების ან კონცეფციის კუთხით) და რა არის სამომავლო გეგმები?

„ედის დაჩა“ ვითარდება როგორც აუტენტურობისა და თანამედროვე კომფორტის სინთეზი. ჩვენ შევინარჩუნეთ 1936 წლის ისტორიული სახლი და მასთან ერთად შევქმენით 4 განსხვავებული კატეგორიის დასასვენებელი სივრცე. ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეკო-გასტრონომიას - გვაქვს საკუთარი სათბური, სადაც მოგვყავს ორგანული ბოსტნეული და სტუმრებს ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ საუზმესა და ვახშამს ვთავაზობთ.

სამომავლოდ ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაფართოებას. უახლოეს პერიოდში აშენდება ახალი, 2-საძინებლიანი კოტეჯი, რომელიც ჰაერში, უშუალოდ კანიონის თავზე იქნება გამოშვერილი, რაც სტუმრებს კიდევ უფრო შთამბეჭდავ და ექსკლუზიურ გამოცდილებას შეუთავაზებს.

სასტუმრო „ედის დაჩა“ (წალკა, დაშბაშის კანიონი): 2026 წლის სეზონი 2025 წელთან შედარებით:

შესადარებული პერიოდი: 17 მაისი – 29 სექტემბერი (ორივე წელს, 136 დღე). მონაცემთა წყარო: Booking.com-ის დაჯავშნები.

რა შეიცვალა

ზრდა ყველა თვეში. ყველაზე მეტად გაიზარდა „მშვიდი“ თვეები: ივნისში ნომერ-ღამეები 68%-ით მოიმატა, სექტემბერში 54%-ით. ივლისში ზრდა 20%-ია, აგვისტოში 18%.

კვირის დღეები. 2025 წელს ღამეების 21% შაბათზე მოდიოდა. 2026 წელს დატვირთვა თანაბრად გადანაწილდა: შაბათის წილი 16%-მდე შემცირდა, ხოლო ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას ზრდა 40–60%-ია. წალკა უკვე არა მხოლოდ შაბათ-კვირის მიმართულებაა.

სტუმრები უფრო ადრე გეგმავენ. დაჯავშნიდან ჩამოსვლამდე დრო (მედიანა) 11 დღიდან 24 დღემდე გაიზარდა. „ბოლო წუთის“ დაჯავშნები (ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე ან ნაკლები) 40%-დან 30%-მდე შემცირდა.

დარჩენის ხანგრძლივობა. 2 ან მეტი ღამით დარჩენილი სტუმრების წილი 14%-დან 18%-მდე გაიზარდა. თუმცა 82% ჯერ კიდევ ერთ ღამეს რჩება, ანუ წალკა ბევრისთვის ჯერ კიდევ გზად გაჩერებაა. ეს ზრდის პოტენციალია.

გეოგრაფია. სტუმრების დაახლოებით 90% უცხოელია, და ორივე წელს ისინი 30-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.

2026 წელს ჩამოვიდნენ სტუმრები ჩინეთიდან, ბრაზილიიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, პორტუგალიიდან, არგენტინიდან, ავსტრალია ამერიკა პერუ იაპონია.

⁠ადგილობრივი ტურისტები - სტუმრების რაოდენობა საქართველოდან გაორმაგდა (31-დან 63-მდე), დაჯავშნები 14-დან 27-მდე გაიზარდა.

ოჯახები - დაჯავშნების დაახლოებით მეოთხედში ბავშვებიც არიან. ბავშვების საშუალო ასაკი 10 წელია. 6–12 წლის ბავშვები 41-დან 60-მდე გაიზარდა.

სრული პერიოდი - ბოლო 12 თვეში სასტუმრომ 932 სტუმარი მიიღო 37 ქვეყნიდან. პირველი სტუმრიდან (2025 წლის მაისი) დღემდე ეს რიცხვი 1414 სტუმარია 43 ქვეყნიდან.

⁠სიახლე - 2026 წლის მარტიდან სასტუმროში ორი ახალი კატეგორიის ნომერია: „Black“ და „White“- კოტეჯები შავი და თეთრი.

შენიშვნა: მონაცემები ეყრდნობა მხოლოდ Booking.com-ის დაჯავშნებს. პირდაპირი დაჯავშნები არ შედის, ამიტომ რეალური დატვირთვა უფრო მაღალია. ქვეყანა ნიშნავს დამჯავშნელის ქვეყანას და არა მოქალაქეობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა