მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პრემიუმ დაზღვევა სახლისთვის ალდაგისგან

news image
mbc image

სადაზღვევო ინდუსტრიაში პირველად, ალდაგმა მომხმარებლებისთვის პირველი პრემიუმ დაზღვევა სახლისთვის - პრიმო ქონება შექმნა. პრიმო სახლის დაზღვევა მაქსიმალურად სრულყოფილ სერვისს ქმნის, რომელიც ექსკლუზიურ დაფარვებსა და განსაკუთრებულ პირობებს გულისხმობს.

პრიმო ქონებით სარგებლობისას, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ისეთი უპირატესობებით, როგორებიცაა პირადი მენეჯერი, კონსიერჟის მომსახურება, სპეციალური შეთავაზება პარტნიორ მაღაზიებში სახლის ნივთებსა და აქსესუარებზე.

„ალდაგი იყო პირველი კომპანია სადაზღვევო ინდუსტრიაში, რომელმაც პრემიუმ სერვისი დანერგა უშუალოდ ავტოდაზღვევის მომხმარებლებისთვის. ამჯერად, მზად ვართ, რომ პრემიუმ სერვისი სახლის დაზღვევის მსურველებსაც შევთავაზოთ. პრიმო სახლის დაზღვევა თავისი დაფარვებით და შეთვაზებებით იქნება უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი კლიენტებისთვის, მიიღონ მაქსიმალური სარგებელი დაზღვევით, და ამავდროულად ისარგებლონ მომგებიანი შეთავაზებებით პარტნიორ ობიექტებსა და მაღაზიებში,“- ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის ბრენდის განვითარებისა და კომუნიკაციების განყოფილების უფროსი;

ალდაგის პრიმო სახლის სრული დაზღვევა მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას, საიჯარო შემოსავლის დაზღვევას, მეიჯარისა და მოიჯარის პასუხისმგებლობის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა, შიგთავსისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება ისეთი მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან დაიცვას თავი, როგორიცაა დატბორვა, ხანძარი, აფეთქება, ბუნებრივი კატაკლიზმები, ქურდობა, ვანდალიზმი. პრიმო სახლის დაზღვევის შეძენა პრიმო დაზღვევის მენეჯერის დახმარებით არის შესაძლებელი.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა