მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7168
0.0013
flag
AZN 1.5324
-0.0003
flag
CNY 38.85
-0.0011
flag
EUR 2.9576
0.0024
flag
GBP 3.4624
0.0146
flag
KZT 59.24
-0.0008
flag
TRY 0.0531
-0.0001
flag
USD 2.6047
-0.0004
news banner

პრემიუმ ხარისხი და გამორჩეული გემო - როგორ ვითარდება Génoise და რა გეგმები აქვს კომპანიას

news image
mbc image

Génoise პრემიუმ კლასის საკონდიტრო-ბულანჟერიაა, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიურ, დახვეწილ გასტრონომიულ გამოცდილებას სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia Génoise-ის დამფუძნებელს, ლალი სამსონიძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Génoise არის პრემიუმ კლასის საკონდიტრო- ბულანჟერია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ყოველდღიურ, დახვეწილ გასტრონომიულ გამოცდილებას.

ჩვენი ისტორია იწყება ხარისხზე მკაცრი კონტროლითა და ევროპული სტანდარტების დანერგვით, სადაც თითოეული პროდუქტი იქმნება პროფესიონალური მიდგომით და მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით.

ჩვენი მიზანია, ყოველდღიური სტუმრობა იქცეს პატარა, მაგრამ გამორჩეულ რიტუალად.

როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?

Génoise-ის ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ევროპულ ხაზს:

  • ბუნებრივ საფუარზე დამზადებული არტიზანული პურები, ევროპული და კლასიკური საკონდიტრო ხაზის მრავალფეროვანი არჩევანი;
  • ქალაქში საუკეთესო კრუასანი, საავტორო დესერტები;
  • ქუქისები და მშრალი ნამცხვრები;
  • ფრეშ სალათები და გურმე სენდვიჩები;
  • საუზმისა და მსუბუქი კერძების მენიუ;
  • პრემიუმ კლასის ყავა და ხელნაკეთი შოკოლადი.

ჩვენ მუდმივად ვამატებთ ახალ პროდუქტებს, თუმცა მთავარი აქცენტი ყოველთვის ხარისხსა და ბალანსზე რჩება.

რას მიიჩნევთ Génoise-ის კონკურენტულ უპირატესობად ბაზარზე?

ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ხარისხზე კომპრომისის არდაშვება და მკაფიო კონცეფცია.

Génoise არ არის უბრალოდ კაფე - ეს არის ბრენდი, სადაც თითოეული დეტალი კონტროლდება: რეცეპტურა, ტექსტურა, ვიზუალი, სერვისი და ატმოსფერო.

ჩვენ ვიყენებთ პრემიუმ ინგრედიენტებს, ვმუშაობთ სტანდარტიზებულ პროცესებზე და ვინარჩუნებთ ერთიან ხარისხს ყველა პროდუქტში.

ამასთან ერთად, ჩვენ ვქმნით სუფთა, მშვიდ და ესთეტიკურ გარემოს - ალკოჰოლის გარეშე, რაც სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას აძლევს მომხმარებელს.

რა არის კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმები და პრიორიტეტები?

Génoise-ის განვითარების მთავარი მიმართულება არის ბრენდის მასშტაბირება ხარისხის შენარჩუნებით.

მომავალში ვგეგმავთ:

  • ახალი ფილიალების გახსნას სტრატეგიულ ლოკაციებზე;
  • ასორტიმენტის კიდევ უფრო გაღრმავებას (ჯანსაღი მიმართულებების, სეზონური პროდუქტების დამატებით);
  • მომსახურების სტანდარტების კიდევ უფრო დახვეწას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა ფრენჩაიზის განვითარება -
ჩვენ ვმუშაობთ მოდელზე, რომელიც საშუალებას მისცემს პარტნიორებს, Génoise-ის სტანდარტებით შექმნან წარმატებული და მართვადი ბიზნესი.

ჩვენი მიზანია, Génoise გადაიქცეს ძლიერ, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ბრენდად, რომელიც ასოცირდება ხარისხთან, სტაბილურობასთან და გამორჩეულ გემოსთან.

ინფორმაციისთვის, Génoise-ის მისამართია ალექსანდრე ყაზბეგის 15. ობიექტი ყოველდღე 08:30-დან 22:00 საათამდე მუშაობს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ბრიტანელ იურისტებს უმასპინძლა

01.10.2026.12:45

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) ინგლისში მოღვაწე წამყვან იურისტებსა და იურიდიული კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით, რიგით მესამე ქართულ-ინგლისური სამართლის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიების მთავარ მიზანს ბიზნესის სექტორში დასაქმებულ ქართველ იურისტებსა და ინგლისელ კოლეგებს შორის პროფესიული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამართლებრივი სფეროს აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები დეტალურად განიხილეს. საუბარი შეეხო საარბიტრაჟო პროცედურების განზოგადებულ პრაქტიკას, კომერციულ გარიგებებში დავების პრევენციის მექანიზმებს, ხოლო დავათა არსებობის შემთხვევაში, სამართალწარმოების ვადებსა და აღსრულების პროცედურებს.  შეხვედრის დროს, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე, გამოცდილი, პრაქტიკოსი იურისტებისგან მიეღოთ, ფაქტებზე და რეალურ შემთხვევებზე დაფუძნებული, ამომწურავი პასუხები.

 აღსანიშნავია, რომ ინგლისის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ წამყვანი იურიდიული ფირმებისა და პალატების (Chambers) წარმომადგენლები, მათ შორის: Lawlex Solicitors, Quadrant Chambers, Goldsmith Chambers, Thomas More Chambers და Outer Temple Chambers.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართული შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართულ და ინგლისურ იურიდიულ წრეებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისა და ბიზნესსექტორის სამართლებრივი მხარდაჭერის გაძლიერებისთვის. ინგლისური სამართლებრივი პრაქტიკა და სტანდარტები გლობალური ბიზნესისთვის წამყვან ორიენტირს წარმოადგენს. დღევანდელი შეხვედრა შესანიშნავი შესაძლებლობაა ქართული ბიზნესსექტორის იურისტებისთვის, დაამყარონ პირდაპირი პროფესიული კონტაქტები ინგლისში მოღვაწე წამყვან სპეციალისტებთან, იმსჯელონ ერთობლივ ინიციატივებსა და პროექტებზე," განაცხადასაქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა