მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.3
0.0004
flag
AZN 1.5312
-0.0001
flag
CNY 38.806
-0.0011
flag
EUR 2.9263
0.0094
flag
GBP 3.4478
0.0048
flag
KZT 57.66
0.0071
flag
TRY 0.0529
-0.0001
flag
USD 2.6025
-0.0007
news banner

პრემიუმ ხარისხი, პრაქტიკულობა და ინდივიდუალური დიზაინი - რას სთავაზობს Around the World მომხმარებლებს

news image
mbc image

Aroundtheworld.brand პრემიუმ ხარისხის ჩანთების ბრენდია, რომელიც ყოველდღიური გამოყენების და მოგზაურობისთვის განკუთვნილ მოდელებს აერთიანებს. ბრენდის საქმიანობის, მომხმარებლის მოთხოვნისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი ვერა ფურცელაძე ესაუბრა.

როგორი კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Around the World არის პრემიუმ ხარისხის ჩანთების ბრენდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს როგორც ყოველდღიურ, ისე საქმიანი და მოგზაურობისთვის განკუთვნილ ჩანთებს. ჩვენი მთავარი მიმართულებაა ხარისხიანი დიზაინის, პრაქტიკულობისა და ინდივიდუალურობის გაერთიანება.

ბრენდი უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ხოლო ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოში განვითარება და ადგილობრივი მომხმარებლისთვის ბრენდის გაცნობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პერსონალიზაციას - ჩანთებზე შესაძლებელია ინდივიდუალური ნაქარგისა და დიზაინის შექმნა, რაც თითოეულ პროდუქტს უფრო პერსონალურს ხდის.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით? რამდენად მზარდია ტენდენცია?

დღეს მომხმარებლისთვის მხოლოდ ვიზუალურად ლამაზი პროდუქტი აღარ არის საკმარისი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხი, პრაქტიკულობა და პროდუქტის ინდივიდუალურად მორგების შესაძლებლობა. სწორედ ამ მიმართულებით ვხედავთ მოთხოვნის ზრდას.

საქართველოში, ჩვენი დაკვირვებით, მომხმარებლები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ხარისხიანი და განსხვავებული დიზაინის მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდებით. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებას საქართველოში განვითარების კარგი შესაძლებლობა აქვს.

რას მიიჩნევთ Aroundtheworld.brand-ის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ პროდუქტი აერთიანებს დიზაინს, ხარისხს და ფუნქციურობას. ჩანთები შექმნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის, თუმცა ამავდროულად ინარჩუნებს პრემიუმ ვიზუალს.

ასევე მნიშვნელოვანია პერსონალიზაციის შესაძლებლობა - მომხმარებელს შეუძლია საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიოს დეტალები და ჩანთაზე ინდივიდუალური ნაქარგი განათავსოს. ვფიქრობთ, სწორედ ეს ქმნის პროდუქტთან უფრო ემოციურ კავშირს.

რა არის კომპანიის განვითარების მთავარი გეგმები და რა მიმართულებების გაძლიერებას ან ახალი შესაძლებლობების დამატებას განიხილავთ მომავალში?

ჩვენი მთავარი მიზანია Around the World-ის საქართველოში განვითარება და მომხმარებლისთვის უფრო ფართოდ გაცნობა. გვინდა, ეტაპობრივად გავზარდოთ პროდუქციის ასორტიმენტი, გავაძლიეროთ ონლაინ გაყიდვები და საქართველოში შევქმნათ ბრენდის უფრო აქტიური წარმომადგენლობა.

ბრენდის დამფუძნებელი ქართველია და მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც უკვე შეიქმნა, საკუთარ ქვეყანაშიც განვითარდეს და ქართველ მომხმარებელს გააცნოს. სწორედ ამიტომ, საქართველოში შემოსვლა ჩვენთვის მხოლოდ კომერციული გაფართოება არ არის - ეს არის შესაძლებლობა, ქართული წარმოშობის ბრენდი ადგილობრივ ბაზარზეც უფრო ფართოდ გავაცნოთ მომხმარებელს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა

07.10.2026.14:50

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, WIMA Europe-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პარტნიორობით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში დასაქმებული ქალებისთვის ორდღიანი ლიდერობის პროგრამა გაიმართა.

24-25 სექტემბერს, ბათუმში გამართული პროგრამა საშუალო და მაღალი რგოლის ქალი პროფესიონალებისთვის იყო განკუთვნილი და მიზნად ისახავდა მათი ლიდერული უნარების განვითარებას, პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და კარიერული შესაძლებლობების ხელშეწყობას.

ორდღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ეფექტური კომუნიკაცია, გუნდის მართვა, ონლაინუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები.

შეხვედრებს დარგის გამოცდილი ექსპერტები და პროფესიონალები უძღვებოდნენ: თინათინ სტამბოლიშვილი, GIPA-ს ასოცირებული პროფესორი და ინტეგრირებული კომუნიკაციებისა და ქცევის ექსპერტი; ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი და BTU-ს ასოცირებული პროფესორი; სალომე არღვლიანი, მეწარმე და EVA-ს დამფუძნებელი.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები საქართველოს ბანკის SOLO ბიზნეს ლაუნჯსაც ესტუმრნენ, სადაც პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და ახალი საქმიანი კავშირების დამყარების შესაძლებლობა მიეცათ.

აღსანიშნავია, რომ WIMA Europe-ის ახალი წევრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს დარგობრივი სიახლეებისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ.

WIMA Europe საზღვაო სექტორში დასაქმებულ ქალთა პირველი ევროპული გაერთიანებაა, რომელიც საკვანძო როლს შეასრულებს მეზღვაურობაში, საპორტო საქმიანობასა და ლოგისტიკაში დასაქმებული ქალების გაერთიანების, წახალისებისა და პროფესიული განვითარების მხრივ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა