მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

პრემიუმ ხარისხის კოლაბორაცია: „არკონ დეველოპმენტი“ და „ოპ-არტი“ მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობენ

news image
mbc image

ქართულ ინდუსტრიულ და სამშენებლო - დეველოპერულ ბაზარზე ახალი, სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდა, რომელიც პირდაპირ აისახება მომხმარებლის კომფორტსა და ფინანსურ სარგებელზე.

პრემიუმ კლასის დეველოპერულმა კომპანიამ „არკონ დეველოპმენტმა“ და
ავეჯისა და ოთახშორისი კარის მწარმოებელმა პრემიუმ ლიდერმა ბრენდმა „ოპ-არტმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

კოლაბორაციის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, ვინც ბინას „არკონ დეველოპმენტის“ პროექტში “არკონ ელეგანსი” ზაფხულის პერიოდში შეიძენს, საჩუქრად მიიღებს „ოპ-არტის“ უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სტანდარტულ ოთახშორის კარებს. ამასთანავე, თანამშრომლობის პირობები “არკონ დეველოპმენტის” მიმდინარე პროექტების მომავალ მესაკუთრეებს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ განსაკუთრებული ფასებით „ოპ-არტის“ სრულ ასორტიმენტზე.

საერთო ხედვა და ევროპული სტანდარტები

ეს თანამშრომლობა არ არის მხოლოდ ორი ბიზნესის გადაკვეთა - ეს არის საერთო ფასეულობების მქონე ბრენდების ერთობლივი პროექტი. ორივე კომპანიას აერთიანებს პასუხისმგებლობა დეტალებზე, ხარისხსა და ადამიანების ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესებაზე.

„ჩვენი მთავარი ღირებულება ევროპული სტანდარტების შესაბამისი, მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნაა. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პარტნიორობას „არკონ დეველოპმენტთან“. ეს კოლაბორაცია გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ საცხოვრებელი სივრცე, სადაც დიზაინი, ფუნქციურობა და გამძლეობა სრულ ჰარმონიაშია“, - აცხადებენ კომპანია „ოპ-არტში“.

„ოპარტი“ უკვე 19 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ამ დროის განმავლობაში კომპანიის ანგარიშზე 25 000-ზე მეტი დასრულებული პროექტი და 10 000-ზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელია, რაც ბრენდის საიმედოობის საუკეთესო დასტურია.

ფართიდან - „ღირებულ სივრცეებამდე“

„არკონ დეველოპმენტი” ბაზარზე 2010 წლიდან მოღვაწე სამშენებლო კომპანია „არკონის“ ახალი, დინამიკური მიმართულებაა. ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებულმა ათამდე დეველოპერულმა პროექტმა და ჯამში 16-წლიანმა მრავალმხრივმა გამოცდილებამ (40+ სამშენებლო პროექტით) კომპანიას მკაფიოდ დაანახა ბინის მაძიებელთა მთავარი საჭიროებები.

„არკონ დეველოპმენტში“ სჯერათ, რომ თანამედროვე სამყაროში მშენებლობა გასცდა უბრალოდ „კვადრატული მეტრების“ იდეას. კომპანიის უმთავრესი ამოცანა გარემოსთან ჰარმონია და ადამიანის ხარისხიანი ცხოვრების უზრუნველყოფაა. სწორედ ამიტომ, ბრენდი ქმნის ღირებულ სივრცეებს, სადაც მობინადრეზე ზრუნვა პირველივე ეტაპიდან იწყება - მშენებლობის ხარისხიდან დაწყებული, ინტერიერის პრემიუმ დეტალებით დასრულებული.

რა სარგებელს იღებს მომხმარებელი?

უძრავი ქონების შეძენისას, რემონტის დაგეგმვა და ოთახშორისი კარების შერჩევა ხშირად დიდ ფინანსურ და დროის რესურსთან არის დაკავშირებული. „არკონ დეველოპმენტისა“ და „ოპარტის“ კოლაბორაცია მობინადრეებს ამ საზრუნავს სრულად უმსუბუქებს.

ბინის შეძენასთან ერთად, მომხმარებელი გარანტირებულად იღებს პრემიუმ კლასის ოთახშორის კარებს, რაც საცხოვრებლის ესთეტიკურ სრულყოფილებას, ხმის იზოლაციასა და გამძლეობას თავიდანვე უზრუნველყოფს.

ეს არის ორი ლიდერი კომპანიის სინერგია, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართულ ბაზარზე მომხმარებლის ინტერესები და მაღალი სტანდარტები უალტერნატივო პრიორიტეტია.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

21.08.2026.10:02

30 აგვისტოს, ნიუ-იორკში ქართული კულტურის, მუსიკის, ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალი ZEIMI გაიმართება. ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით ტარდება და სტუმრებს ქართული კულტურის ერთ სივრცეში გაცნობისა და გაზიარების შესაძლებლობას მისცემს. დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.

ფესტივალზე დაგხვდებათ ქართული ღვინო და კერძები, მუსიკა, ქართული ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, საბავშვო ზონა და განსაკუთრებული გარემო, რომელიც აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს საკუთარ ფესვებთან დააბრუნებს, უცხოელ სტუმრებს კი ქართულ კულტურას გააცნობს.

ფესტივალის სტუმრებს თიბისისგან არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ. აქტივობაში მონაწილეობისთვის წინასწარ გადმოწერეთ თიბისის მობაილბანკი და ეწვიეთ თიბისის სტენდს, სადაც საინტერესო გამოცდილება დაგხვდებათ.

ZEIMI-ის მთავარი იდეა ქართული დიასპორის გაერთიანებაა - ერთმანეთის გაცნობა, მხარდაჭერა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ქართველები საკუთარ კულტურას ერთად აღნიშნავენ. ფესტივალი ასევე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის, ხელოვანებისთვის, მუსიკოსებისა და მცირე ბიზნესებისთვის, რათა საკუთარი საქმიანობა ამერიკელ და საერთაშორისო აუდიტორიას გააცნონ.
ფესტივალის ორგანიზატორების მიზანია, ZEIMI ნიუ-იორკში ქართული კულტურის, ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიურ ტრადიციად იქცეს და საქართველოს საერთაშორისო კულტურულ პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.

ნიუ-იორკში 30 აგვისტო ეს არის დღე, რომელიც მეგობრებთან და ოჯახთან ერთად უნდა გაატაროთ ბრუკლინში სერფ ავენიუ #1904.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა