მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.6
-0.0079
flag
AZN 1.5384
0.0018
flag
CNY 38.91
0.0061
flag
EUR 3.05
0.0035
flag
GBP 3.5665
0.0067
flag
KZT 57.12
-0.0003
flag
TRY 0.0544
0.0001
flag
USD 2.6153
0.0032
news banner

Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე

news image
mbc image

ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, ახალი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები და გამოცდილების გაზიარება - ერევანში საქართველო-სომხეთის ბიზნესასოციაცია (GABA) დაფუძნდა. ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Premium Machinery Armenia (PMA)-მ. კომპანიის დირექტორმა, გრიგოლ ბაიბურთმა საზოგადოებას რეგიონული გაფართოების მიმართულებით უცხოურ ბაზარზე „თეგეტა ჰოლდინგის“ გამოცდილება გაუზიარა, სომხეთის ბაზარზე კომპანიის მიერ განვლილი გზა გააცნო და მიღწეულ შედეგებსა და ორ ქვეყანას შორის სანდო პარტნიორული ურთიერთობების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

გრიგოლ ბაიბურთი, Premium Machinery Armenia-ს დირექტორი: „2019 წლიდან „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმატებით ოპერირებს სომხეთში. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ სანდო პარტნიორობა იწყება არა მხოლოდ ბიზნესით, არამედ კომპანიის სტანდარტების ექსპორტით. ჩვენ ახალ ბაზარზე არ შევდივართ მხოლოდ პროდუქტით, ჩვენ გადაგვაქვს სრული გამოცდილება, მაღალი ხარისხი და ის ღირებულებები, რომლებმაც საქართველოში მომხმარებლის გამოცდილება გარდაქმნა.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბაზრის, კულტურისა და მომხმარებლის საჭიროებების სიღრმისეული გააზრება. ამიტომ ვქმნით ძლიერ ადგილობრივ გუნდს, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ექსპერტიზასა და ლოკალურ ცოდნას. კადრების მობილობა და ცოდნის გაზიარება გვეხმარება რეგიონულ ზრდაში - ქართველი და სომეხი პროფესიონალების ერთობლივი მუშაობა ქმნის ეკოსისტემას, სადაც საუკეთესო პრაქტიკები ერთიანდება“.

Premium Machinery Armenia სომხეთში 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. კომპანია ბაზარს სატვირთო, სამშენებლო და სპეციალურ ტექნიკას აწვდის და ექსკლუზიურად წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: JCB, Renault Trucks, Sitruk, Fendt, Valtra, Zetor, Goldoni, Shell, Mobil და სხვა.

PMA თავადაც ზრუნავს ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე და სწორედ ამ მიზნით სამომავლოდ სომხეთიდან საქართველოში მსხვილი ბიზნესმენების ჩამოყვანასა და „თეგეტაში“ ინფოტურის ორგანიზებას გეგმავს ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

„ვფიქრობთ, სომხეთი სანდო და განვითარებადი ბაზარია. იმ კომპანიებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გაფართოებას გეგმავენ, ვურჩევდი, ჯერ კარგად შეისწავლონ ბაზარი და მისი სპეციფიკა, შექმნან ძლიერი ადგილობრივი გუნდი, შეინარჩუნონ მაღალი სტანდარტები ყველა ბაზარზე და იმუშაონ გრძელვადიანი ხედვით. მხოლოდ ასე იქმნება ნდობა და მდგრადი პარტნიორობა რეგიონში“, - აღნიშნა გრიგოლ ბაიბურთმა.

ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის მიერ გამართულ ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური პარტნიორობა სტაბილურობისა და რეგიონული განვითარების საფუძველია, ქვეყნებს შორის კი ამ მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ჭავჭავაძის 64ბ“-მ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა

25.08.2026.17:05

„ჭავჭავაძის 64ბ“-მ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური ჩართულობით, საერთაშორისო ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების ახალი ემისია წარმატებით განახორციელა. კომპანიის მიერ გამოშვებული ობლიგაციების მოცულობა 12.5 მილიონ დოლარსა და 6 მილიონ ევროს შეადგენს.

ფასიანი ქაღალდების ვადა 2 წელს შეადგენს, ხოლო კუპონის გადახდა ნახევარწლიურად განხორციელდება. საპროცენტო განაკვეთი აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციებისთვის 7.5%-ით განისაზღვრა, ხოლო ევროში დენომინირებული ობლიგაციებისთვის 7.0% შეადგინა.

ტრანზაქცია ეკონომიკის განვითარების კორპორაციის კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

„მოხარული ვართ, რომ „გალტ & თაგარტი“ „ჭავჭავაძის 64ბ“-ს ექსკლუზიური პარტნიორია და კომპანიასთან ერთად უკვე მეორე ერთობლივ გარიგებას ვახორციელებთ. ვულოცავთ კომპანიას ობლიგაციების წარმატებით გამოშვებას, რომელზეც ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა. აღნიშნული ემისია კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილობრივი ბაზრის მზარდ შესაძლებლობებს და ინვესტორების ინტერესს მაღალი დონის, ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებული ემიტენტების მიმართ. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს, დღემდე, ჩვენმა გუნდმა ჯამურად თითქმის 3 მილიარდი ლარის მოცულობის ემისიებში მიიღო მონაწილეობა. „გალტ & თაგარტი“ აგრძელებს ახალი შესაძლებლობების შექმნას საინვესტიციო-საბანკო მიმართულებით, რაც ამ ემისიის ფარგლებშიც ნათლად გამოვლინდა. “ - განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.

„ჭავჭავაძის 64ბ“-ის მეორე წარმატებული ემისია, „რედიქს ჯგუფისათვის“ მნიშვნელოვანი წარმატებაა. ფასიანი ქაღალდების გამოშვება ჩვენთვის დაფინანსების ეფექტიან ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა, რაც თავის მხრივ ინვესტორების მაღალ ინტერესს და კომპანიის მიმართ ნდობას ადასტურებს. მადლობას ვუხდით „გალტ & თაგარტს“ პროფესიული მხარდაჭერისათვის, ეკონომიკის განვითარების კორპორაციას - თანამშრომლობისათვის, ხოლო ინვესტორებს, კვლავ ნდობისათვის. - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა, კომპანიის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა მფლობელმა.

ინფორმაციისთვის, „ჭავჭავაძის 64ბ“ უძრავი ქონების მენეჯმენტ კომპანია - „რედიქსის“ ჯგუფის წევრია, რომელიც სხვადასხვა სექტორში ახორციელებს ინვესტირებას.

„ჭავჭავაძის 64ბ“ ფლობს და მართავს პრემიუმ კლასის ბიზნეს ცენტრს. კომპანიის მოიჯარეები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები, დიპლომატიური კორპუსები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა