პრემიუმ სასტუმროებთან პარტნიორობა – „პიელ ნატურალსის“ განვითარების ახალი ეტაპი
„პიელ ნატურალსი“ კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან ოპერირებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია 2026 წელს სიახლით შეხვდა - ბრენდმა სასტუმროებისთვის ექსკლუზიური სპა და საშხაპე პროდუქციის შექმნა დაიწყო. Business Insider Georgia-ს ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, თათუკა ლომაძემ, განუცხადა.
“დავიწყეთ თანამშრომლობა პრემიუმ სასტუმროებთან, რომელთაც სურთ, თავიანთ მომხმარებლებს დაუვიწყარი შეგრძნებები შესთავაზონ და ჰქონდეთ ავთენტური სურნელი, რომლის მსგავსი მთელ მსოფლიოში არავის აქვს. ჩვენი პროდუქცია, აბსოლუტურად უკონკურენტოა. ეს არის შამპუნების უნიკალური, უსულფატო ფორმულა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც იცნობენ თანამედროვე ტენდენციებს და უპირატესობას ანიჭებენ მაქსიმალურად ნატურალურ, ვეგანურ, უსულფატო და უსილიკონო პროდუქტებს.

ძირითადი მომხმარებლები არიან ტურისტები, უმეტესად ევროპიდან, ასევე სასტუმროები, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს ერგებიან. ევროპული სტანდარტების მიხედვით, დასაშვებია სულფატისა და სილიკონის შემცველი პროდუქცია, თუმცა პრემიუმ ხარისხის კატეგორიაში უპირატესობა ენიჭება უსულფატო და უსილიკონო პროდუქტებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი სეგმენტური ნიშა ორიენტირებულია პრემიუმ კლასის სასტუმროებზე, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სტუმრებს და მათ მაქსიმალურად ნატურალურ, მინიმალურად სინთეტიკურ, ავთენტური ფორმულით შექმნილ პროდუქტებს სთავაზობენ.
ჩვენი მიზანია, თითოეულ სტუმარს შევთავაზოთ ბუნებრივი პროდუქტები, ინდივიდუალურად შერჩეული სურნელით, რომელიც მათთვის უნიკალურ ემოციურ გამოცდილებად იქცევა და დასამახსოვრებელ შეგრძნებას დატოვებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუმრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ის, რომ ჩვენი პროდუქტების გამოყენების შემდეგ ისინი თავს ამაღლებულად, კომფორტულად და ბედნიერად გრძნობდნენ.
დღევანდელ სამყაროში რთულია ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ნატურალურ და ბუნებრივ ფორმულებს ვამატებთ უნიკალურ სურნელებს, რომლებიც კონკრეტული სასტუმროსთვის ინდივიდუალურად იქმნება. პროცესი სასტუმროსთან თანამშრომლობით, ახალი პროექტის ფორმატში ხორციელდება. თითოეულ სასტუმროს შეუძლია აირჩიოს სურნელი, რომელსაც თავის სტუმრებს „გააყოლებს“ და დაბრუნების სურვილს გაუჩენს.

სურნელების სპექტრი მრავალფეროვანია - ყვავილების სურნელი, ოქროს სურნელი, მარგალიტის სურნელი, ვეტივერის სურნელი ან ტრენდული, ინოვაციური სურნელები. ჩვენმა გუნდმა პარიზში სპეციალურად გაიარა ბოლო თაობის მასტერკლასები პარფიუმერიის მიმართულებით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, შექმნათ საუკეთესო ფორმულები და თითოეულ სურნელს უნიკალური, დახვეწილი ხასიათი მივანიჭოთ “, - აცხადებს თათუკა ლომაძე.
“პიელ ნატურალსს” ამჟამად 20-მდე პარტნიორი სასტუმრო ჰყავს.
“ამჟამად ჩვენთან თანამშრომლობს დაახლოებით 20 სასტუმრო. ჩვენი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ შამპუნების, კონდიციონერების, დუშ-გელების და საშხაპეების მიმართულებით. ჩვენ ასევე გვაქვს სპა მიმართულება, რომელიც ანალოგიური შემადგენლობისაა - უსულფატო, უპარაბინო, უსილიკონო, უპარაფინო.
ცხელი სამასაჟო მიმართულება ორი წლის წინ დაგვემატა და სხვადასხვა სასტუმროში საკმაოდ მოთხოვნადია. პირველი თანამშრომლობა ამ მიმართულებით სასტუმრო ბილტმორთან შედგა, რის შემდეგაც, მათი მოთხოვნით, შევქმენით დაახლოებით 10 სხვადასხვა სურნელის სამასაჟე სანთელი. მოგვიანებით ჩვენი პარტნიორები გახდნენ პულმანი და აქსისი, რომლებთან ერთადაც შეიქმნა მარგალიტის და ოქროს ხაზები.

წელს ვგეგმავთ პორტფოლიოს გამრავალფეროვნებას და ახალი პროექტების განხორციელებას სასტუმროებთან თანამშრომლობით. ჩვენი ძირითადი პრინციპი არის ნატურალურობა - ყველა პროდუქტი ადგილზე, საქართველოში მზადდება. წარმოება ხდება GМP და ISO სტანდარტების მქონე აკრედიტირებულ ლაბორატორიაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რადგან ჩვენი პროდუქცია მზადდება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებით.
პიელის სლოგანი „ერთი წასმით შეყვარება“ ნამდვილად ამართლებს. სასტუმროების სტუმრები, როდესაც იყენებენ ჩვენს პროდუქტებს, ერთი შეხებით უყვარდებათ არა მხოლოდ „პიელი“, არამედ გარემო და იქაური სურნელი, რომელიც ღრმად ებეჭდებათ გონებაში იმიტომ, რომ ჩვენი კომპანია ყოველთვის იყო და არის პირველი და განსხვავებული “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
სხვა სიახლეები
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
14.08.2026.17:48
ახალი სასწავლო წლისთვის მზადება მშობლებისთვის დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ პროცესის გასამარტივებლად და სასკოლო ნივთების შეძენისას თანხის დაზოგვის შესაძლებლობის მისაცემად, საქართველოს ბანკი sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალურ შეთავაზებას ქმნის.
შეთავაზების ფარგლებში, პირველი 10,000 პირველკლასელი მოსწავლე, რომელიც sCool Card-ს 30 აგვისტომდე აიღებს, სასკოლო ფორმის შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებს (მაქსიმუმ 50 ლარი). შეთავაზება 1-დან 14 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
ის მოსწავლეებისთვის კი, რომლებიც პირველ 10,000 მომხმარებელში ვერ მოხვდებიან, სასკოლო ფორმის შეძენაზე 20%-იანი ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ (მაქსიმუმ 20 ლარის).
ინფორმაციისთვის, აღნიშნული შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ 5, 6, 7 და 8 წლის მოსწავლეებზე, რომლებიც 30 აგვისტომდე აიღებენ sCool Card-ს.
ქეშბექით სარგებლობისთვის აუცილებელია სასკოლო ფორმის შეძენისას sCool Card-ით საქართველოს ბანკის ტერმინალის ან გადახდის მეთოდის არჩევა. შეთავაზება მოქმედებს როგორც ფიზიკურ გაყიდვის წერტილებში, ისე ონლაინ. 30%-იანი ქეშბექი მომხმარებლის ანგარიშზე მომენტალურად, 20%-იანი ქეშბექი კი 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში ავტომატურად დაბრუნდება.
sCool Card-ის აღება უფასოა და მისი შეკვეთა შესაძლებელია საქართველოს ბანკის მობილბანკიდან, ვებგვერდიდან ან ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბარათის შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს.
sCool Card მოსწავლეებისთვის შექმნილი ბარათია, რომელიც მათ სხვადასხვა ყოველდღიურ ბენეფიტს სთავაზობს, მათ შორის სატრანსპორტო შეღავათებს, სპეციალურ შეთავაზებებსა და ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიტებს.