პრემიუმ საცხოვრებელი, საერთაშორისო ბრენდები და მზარდი ინტერესი - VR Vake Sky Tower-ის პროექტის დეტალები
VR Vake Sky Tower დეველოპერული კომპანია VR Holding-ის პროექტია, რომელიც თბილისში, ვაკეში, ჭავჭავაძის 49 ნომერში, ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება. პროექტის მიმდინარეობასა და განვითარების გეგმებზე Business Insider Georgia VR Holding-ის მარკეტინგის მენეჯერს თინათინ სამხარაძეს ესაუბრა.
რა უნიკალური არქიტექტურული ან საინჟინრო გადაწყვეტილებები გამოარჩევს VR Vake Sky Tower-ს სხვა პრემიუმ პროექტებისგან?
VR Vake Sky Tower პირველ რიგში გამოირჩევა მასშტაბითა და ინოვაციური არქიტექტურით. პროექტი 260 მეტრის სიმაღლის, 70-სართულიანი ცათამბჯენია და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობის სტატუსს დაიკავებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ ვიზუალურ ეფექტს, არამედ საინჟინრო ხარისხსა და ენერგოეფექტურობასაც.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტურული ღირებულებაა ორმაგი ვენტილირებადი ფასადი, რომელიც საქართველოსთვის ინოვაციურ გადაწყვეტას წარმოადგენს. შუშის ორი ფენისგან შექმნილი სისტემა იცავს შენობას ტემპერატურული ცვლილებებისგან, ქარისა და ხმაურისგან და ამავდროულად, მნიშვნელოვნად ზრდის ენერგოეფექტურობას. აღნიშნულ სისტემაზე მუშაობენ მსოფლიოში წამყვანი საინჟინრო კომპანიები - RWDI და Werner Sobek, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროექტის საერთაშორისო სტანდარტებს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტში გამოყენებულია ევროპული სამშენებლო მასალები, სრულად გამწვანებული სახურავები და უსაფრთხოების დამატებითი სტანდარტები, მათ შორის ქარის ტესტირება, რომელიც ადგილობრივი კანონმდებლობით სავალდებულო არ არის, თუმცა VR Holding-მა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად მაინც განახორციელა.

როგორ ვითარდება წინასწარი გაყიდვების დინამიკა და რამდენად შეესაბამება იგი პროექტის საწყის მოლოდინებს?
VR Vake Sky Tower-ის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალია როგორც ადგილობრივი პრემიუმ სეგმენტის წარმომადგენლების, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან. განსაკუთრებით აქტიურია გალფის ქვეყნებიდან დაინტერესებული მყიდველები, რაც პროექტის საერთაშორისო პოზიციონირებას კიდევ უფრო აძლიერებს.
პროექტის უნიკალურობამ, მასშტაბმა და საერთაშორისო პარტნიორებმა მნიშვნელოვნად გაამართლა საწყისი მოლოდინები. ბაზარზე პოზიტიური გავლენის შესახებ საუბრობენ ისეთი საერთაშორისო კომპანიებიც, როგორიცაა Cushman & Wakefield, რომელმაც პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა შეაფასა როგორც ტრანსფორმაციული მნიშვნელობის მქონე თბილისის უძრავი ქონების ბაზრისთვის.
რა ტიპის მყიდველის სეგმენტია ყველაზე აქტიური?
ყველაზე აქტიური სეგმენტი პრემიუმ და საინვესტიციო მიმართულების მყიდველებია. განსაკუთრებით მაღალი აქტივობა შეინიშნება უცხოელ ინვესტორებში, განსაკუთრებით გალფის ქვეყნებიდან, რომლებიც ეძებენ საერთაშორისო სტანდარტის, მაღალი შემოსავლიანობის მქონე უძრავ ქონებას.
მნიშვნელოვანი სეგმენტია ასევე ადგილობრივი მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლები, რომლებიც პროექტს განიხილავენ როგორც საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო თვალსაზრისით. მათთვის გადამწყვეტია პროექტის სტატუსი, ბრენდის სანდოობა, ლოკაცია და ინფრასტრუქტურაა.
როგორ ვითარდება პროექტის ინფრასტრუქტურული ნაწილი და რა დამატებითი სერვისების შეთავაზება იგეგმება მაცხოვრებლებისთვის?
VR Vake Sky Tower ვითარდება როგორც თვითკმარი, მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც ახალ სტანდარტს ქმნის თბილისის ურბანულ ცხოვრებაში.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი და უპრეცედენტო სიახლეა Fashion Avenue - ინოვაციური საერთაშორისო კონცეფცია, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. ეს იქნება მსოფლიო ბრენდების მისამართი, სადაც მოდა, დიზაინი და არქიტექტურა გაერთიანდება სრულყოფილ გამოცდილებად. პროექტის ფარგლებში ხორციელდება მასშტაბური კოლაბორაცია საერთაშორისო მოდისა და დიზაინის ბრენდებთან, რომლებიც სრულიად ახალი ფორმატით ინტეგრირდებიან საცხოვრებელ გარემოში.
კომპლექსში წარმოდგენილი იქნება ბრენდირებული მაღაზიები, ხოლო ლობი და საერთო სივრცეები გაფორმდება მსოფლიოში ცნობილი ბრენდების დიზაინერული ავეჯითა და ინტერიერის ელემენტებით. შედეგად, იქმნება უნიკალური გარემო, სადაც ყოველი დეტალი ქმნის სტილს, ესთეტიკასა და პრემიუმ გამოცდილებას.

VR Vake Sky Tower ასევე გამოირჩევა ულტრათანამედროვე და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურით. პროექტში განთავსდება რეგიონში ყველაზე მაღალ ნიშნულზე (260 მ) მდებარე ინფინიტი აუზი, ასევე, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნები, რომლებიც კომპლექსს საერთაშორისო კლასის სივრცედ აქცევს.
მაცხოვრებლებისთვის დამატებით ხელმისაწვდომი იქნება სასტუმროს ტიპის სერვისები - 24-საათიანი დაცვა, ტექნიკური მომსახურება და დასუფთავების სერვისი, რაც პროექტს რეალურად აქცევს საერთაშორისო დონის საცხოვრებელ გარემოდ.
VR Vake Sky Tower არის ადგილი, სადაც ცხოვრება ნიშნავს მეტს, ვიდრე უბრალოდ საცხოვრებელ სივრცეს - ეს არის არჩევანი მათთვის, ვინც ეძებს ინოვაციას, ესთეტიკასა და გლობალურ სტანდარტებს ერთ სივრცეში.
როგორია თქვენი მოლოდინები პროექტის სრულად დასრულებამდე და რა ძირითადი მიზნები გაქვთ უახლოეს ეტაპზე?
ჩვენი მთავარი მიზანია, VR Vake Sky Tower იქცეს არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთლიანად რეგიონის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტურულ და საინვესტიციო სიმბოლოდ. პროექტი 2031 წელს დასრულდება და გვჯერა, რომ იგი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც ქალაქის იერსახეზე, ისე ეკონომიკურ და ტურისტულ განვითარებაზე.
უახლოეს ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამშენებლო პროცესის საერთაშორისო სტანდარტების დაცვასა და საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვას. ასევე მნიშვნელოვანია პრემიუმ ბრენდებისა და სერვისების ინტეგრაცია, რათა საბოლოოდ მივიღოთ სრულიად ახალი ტიპის, მრავალფუნქციური ურბანული ცენტრი, რომელიც შექმნის ახალ სტანდარტს საცხოვრებელი და საინვესტიციო უძრავი ქონების მიმართულებით საქართველოში.

სხვა სიახლეები
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
18.05.2026.10:17
თიბისი კონცეპტი აგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ახალ სიცოცხლეს სძენს, უზრუნველყოფს მის შენარჩუნებას და თანამედროვე ფორმით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას.
27 მაისს, თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ მომღერლის, კომპოზიტორისა და პოეტის - ინოლა გურგულიასადმი მიძღვნილ კონცერტს, რომლის შემოქმედებაც დღემდე ინარჩუნებს ემოციურ სიღრმესა და განსაკუთრებულ ესთეტიკას.
სხვადასხვა თაობის მუსიკოსები, რომელთა რეპერტუარში ინოლას შემოქმედება ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, საღამოზე ინოლას სიმღერებს გააჟღერებენ: ია შუღლიაშვილი, დათო შუღლიაშვილი, თამარ თოლორდავა, თემურ მაისაშვილი
ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნოდარიკო ხუციშვილი, სოფო ბათილაშვილი
მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, თამრიკო ჭოხონელიძე, რეზო კიკნაძე, ლუკა თოფურია და ნიკალა ზუბიაშვილი.
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ინოლა გურგულიას ოჯახთან ერთად, ინოლას უნიკალური 100 საარქივო აუდიოჩანაწერი, ლიმიტირებული რაოდენობის ვინილების ნაკრებად გაერთიანდა. აუდიო ჩანაწერების ნაწილი აქამდე უცნობი იყო ფართო აუდიტორიისთვის. კოლექციის საფუძველი ოჯახში დაცული იშვიათი მაგნიტოფირის ჩანაწერები აღმოჩნდა, სადაც ინოლა გურგულია საკუთარ სიმღერებს ასრულებს. სწორედ აღნიშნული ალბომებიდან მოისმენენ სტუმრები სიმღერებს ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტზე.
კონცერტი გაიმართება 27 მაისს, 20:00 საათზე.
მისამართი: კონსტიტუციის 6/52
თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელები, ბილეთის შეძენას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ.
კონცერტის სტუმრებისთვის, ვინილების ნაკრების შეძენა ადგილზე შესაძლებელი იქნება 15%-იანი ფასდაკლებით თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას.